Saturday, March 2, 2013

Aselsan Leopard 2NG - გამოცდები გრძელდება


პროგრამის მიხედვით გრძელდება Aselsan–ის მიერ მოდერნიზირებული Leopard–2А4 Next Generation-ის გამოცდები. გამოცდები სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დასრულდება რის შემდეგაც გადაწყდება მისი თურქეთის არმიის შეიარაღებაში მირების საკითხი. გამოცდებისას რამოდენიმე პრობლემა წარმოიშვა – მანქანის წონამ 65 ტონას მიაღწია და ამგვარად მისი ძრავა (რომელიც შეუცვლელად დარჩა) ზღვარზე მუშაობს.


თუმცა თურქული კომპანია იმისგან დამოუკიდებლად მიიღებს თუ არა ამ მოდერნიზაციის პაკეტს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მაინც ცდილობს განახორციელოს მისი სხვა ქვეყნებში ექსპორტი და ყველაზე საინტერესო ამ მოდერნიზაციაში თურქული ცეცხლის მართვის სისტემა და ბრძოლის ველის საინფორმაციო მართვის კომპლექსია, რომლებიც მწარმოებლის განცხადებით გერმანულ Leopard-2A6–ის ანალოგიურ სისტემებს ჯობია.

წყარო:

No comments:

Post a Comment