ჰელმანდის პროვინციის „სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ“ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მასში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 32-ე და 12-ე ქართული ბატალიონების 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ოპერაციის, კოდური სახელით „დინამიური პარტნიორობა“, მთავარი მიზანი შურაკაის რაიონში ჩარჩენილი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა იყო, ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა კი - „წითელი გზისა“ და „ბამას გზის“ გაკონტროლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქმედო არეალი 40კმ-ს ფარავდა.
სამხედრო ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. „დინამიურ პარტნიორობა“-ში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეშვიდე საბრძოლო პოლკის მე-2 საინჟინრო ბატალიონი, პირველი სატანკო ბატალიონი, მე-2 ლოგისტიკური პოლკი და მსუბუქ ვერტმფრენთა 169-ე ესკადრილია იღებდა მონაწილეობას.
Joint Successful Operation in Afghanistan
The Helmand Province Regional Command Southwest (RC SW) carried out a multi-unit operation within its area of operation. About 200 Georgian military servicemen of the 32nd and 12th units participated in the action along with U.S. Marines. Operation “Dynamic Partnership” aimed to safely extract all equipment and troops located aboard Village Stability Platform Shurakay prior to demilitarizing the site in the Upper Gereshk valley. The main task for Georgian soldiers included controlling and providing security with Route Red and Bama Road. Their area of operation covered 40 km.
A week-long multi-unit operation completed successfully. Along with the Georgian soldiers, various units of U.S. Marine Corps - the 2nd Combat Engineer Battalion of Regimental Combat Team 7, 1st Tank Battalion, 2nd Marine Logistics Group and HMLA-169 (Marine Light Attack Helicopter Squadron 169) took part in “Dynamic Partnership”.
წყარო:
ერთობლივი წარმატებული ოპერაცია ავღანეთში
No comments:
Post a Comment