Sunday, January 27, 2013

არ დავივიწყოთ ქართველი გმირები - მერაბ ნიქაბაძე (მამაო)

გუშინ ჩვენი Facebook–ის გვერდზე განვათავსე ჩემთვის უცნობი ქართველი მეომრის სურათი, სახელწოდებით – "აფხაზეთი – ქართველი მებრძოლი". სურათს მალევე მასზე გამოსახული მებრძოლის შვილი, ქეთი ნიქაბაძე გამოეხმაურა და ჩენთვის უცნობი გმირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ფოტომასალები მოგვაწოდა, რომელსაც მისივე ნებართვით ვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე:

მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთში

ნიქაბაძე მერაბ (მეტსახელად "მამაო")- დაიბადა 1959 წლის 7 სექტემბერს თბილისში. იყო ავღანელთა კავშირის წევრი. ბატალიონ "ავღანელში" ირიცხებოდა 1992 წლის 3 სექტემბრიდან. როგორც ბატალიონის მეთაური, გურამ ჯანიაშვილი იგონებს – ის მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ასრულებდა დანაყოფი.
სოხუმის დაცემის დღეს 1993 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში.

მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთში

მერაბ ნიქაბაძე თანამებრძოლებთან ერთად აფხაზეთში

ბრძოლები მინისტრთა საბჭოს შენობისთვის მიმდინარეობდა 27/09 -ის დილიდან 4 საათამდე როცა მტერმა შეძლო შენობის აღება. თვითმხილველთა თქმით საღამოსთვის შემოტევები გაძლიერდა იმდენად რომ ბატალიონის ნარჩენებს უკვე აღარ შესწევდათ უნარი მტერს გამკლავებოდნენ. აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბანდებმა, რუსი ოკუპანტების ხელშეწყობითა და მეთაურობით აიღეს უმაღლესი საბჭოს შენობა. ამ ბრძოლაში იკარგება მერაბ ნიქაბაძის კვალი. სავარაუდოდ იგი ამ ბრძოლაში დაიღუპა. 
2005 წლის 25 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის №877 განკარგულებით მერაბ ნიქაბაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. გარდაცვალების იურიდიული ფაქტის დადგენით გაიცა გარდაცვალების მოწმობა, რომლის საფუველზეც მერაბ ნიქაბაძე ითვლება აფხაზეთის ომში დაღუპულად.
დავამატე, რომ მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთის გარდა სამაჩაბლოშიც გმირულად იბრძოდა.

მერაბ ნიქაბაძის ოჯახისთვის, 2005 წელს გადაცემული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი და მისი მოწმობა



მერაბ ნიქაბაძე 


მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთის ომზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "გუმისთიდან ოჩამჩირემდე"


დოკუმენტური ფილმი "გუმისთიდან ოჩამჩირემდე"

ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობა ქეთი ნიქაბაძეს

P.S. მარადიული ხსოვნა და დიდება ქართველ გმირებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსათვის სიცოცხლეც არ დაიშურეს. მივმართავ ყველას – თუ ვინმეს კიდევ მოგეპოვებათ ინფორმაცია ჩვენი უცნობი გმირების შესახებ გთხოვთ მოგვაწოდოთ, რათა გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას მათი სახეები.

4 comments:

  1. იყო ასეთი ინფორმაციაც რომ სოხუმის მინისტრთა საბჭოს ბრძოლების დროს აბხაზებმა და ჩრდ.კავკასიელებმა ალყაში მოაქციეს შენობა სადაც შარტავა იმყიფებოდა და დანებება და იარაღის დაყრა უბრძანეს თუ დააკვირდებით მინისტრთა შენობის დაცემის კადრებს ჩვენები ხელებ აწეული გამოდიან მერაბმა მე მეომარი ვარო და ავტომატი არ დააგდო მხოლოდ "რაჟოკი"მოხსნა და ასე ხელებ აწეული გამოვიდა შენობიდან.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი ეგრე იყო <3 ახლახანს ცოტა სხვანაირი ინფორმაციაც გავიგეთ...
      ვინ ხარ?

      Delete
    2. რა ინფორმაციაა გაიგეთ, გაგვიმხილეთ ჩვენც.

      Delete
  2. კი, მეც გამიგია.

    ReplyDelete