საარტილერიო რეაქტიული ჭურვი ფუნქციური შესაძლებლობის გაფართოება
ჭურვი შეიცავს ღრუ კორპუსს 1, რომელიც ტიხრით 5 გაყოფილია ორ ნაწილად, ამასთან, ერთ ნაწილში შესრულებულია ნახვრეტი 3 მასში ასაფეთქებელი ნივთიერების ჩასადებად და ამფეთქის 4 განსათავსებლად, ხოლო მეორე ნაწილი შესრულებულია წვის კამერის სახით. კორპუსი მჭიდროდ ჩასმულია ჰილზში 12, წვის კამერის რეაქტიული საქშენი 9 კი აღჭურვილია დისტანციური ამფეთქით და 8 და ფარით 10.
გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება საბრძოლო მასალებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო საქმეში შეიარაღებული ძალების მიერ მტრის საწინააღმდეგოდ, როგორც დიდი სიმაღლიდან მტრის თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, ისე შორ მანძილზე მტრის ობიექტის და ტექნიკის გასანადგურებლად.
რეაქტიული ჭურვი "კატიუშას" ტიპისა, რომელიც სპეციალური ლაფეტური დანადგარიდან გასროლის შემდეგ, ჰაერში ფრენისას, ქმნის მხოლოდ ერთ ტრაექტორიას, რის გამოც საბრძოლო ასაფეთქებელი ჭურვის დაცემის მანძილი ძალზე მოკლეა, რადგან იგი ერთსაფეხურიანია, რაც ცნობილი რეაქტიული ჭურვის მთავარ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს.
ეს ამოცანა მიიღწევა საარტილერიო რეაქტიული ჭურვით, რომელიც შეიცავს ღრუ კორპუსს კონუსური სათაო ნაწილით, სადაც კორპუსის ღრუ ტიხრით გაყოფილია ორ ნაწილად, ამასთან, ერთი ნაწილი შესრულებულია მასში ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსების შესაძლებლობით, ხოლო მეორე კი წვის კამერის სახით, გარდა ამისა, კორპუსს აქვს ნახვრეტი შესრულებული სათაო ნაწილში ასაფეთქებელი ნივთიერების ჩასადებად და ამფეთქის დასაჭერად, წვის კამერას კი გააჩნია რეაქტიული საქშენი, გარდა ამისა, იგი დამატებით შეიცავს ჰილზს ასაფეთქებელი ნივთიერებითა და კაპსულ-დეტონატორით და ქამარს, კორპუსი მჭიდროდ ჩასმულია ჰილზში, ხოლო წვის კამერის რეაქტიული საქშენი აღჭურვილია დისტანციური ამფეთქით და ფარით.
რეაქტიული ჭურვი შეიძლება დამზადდეს, როგორც ორსაფეხურიანი, ისე სამსაფეხურიანი მოქმედებისა, ასევე ნებისმიერი კალიბრის, საარტილერიო საზენიტო და სხვა სახის საარტილერიო ქვემეხებისათვის, დიდ სიმაღლეზე და შორ მანძილზე გასასროლად (იხ. სურათი).
.
დაწვრილებით:
საარტილერიო რეაქტიული ჭურვი
ფენოვანი ჯავშანი
გამოგონება განეკუთვნება საბრძოლო და სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებათა დაცვას. გამოგონების ტექნიკური შედეგია ჭურვებისა და ნამსხვრევების მიმართ
ჯავშნის მედეგობის ზრდა. ჯავშანი შეიცავს არანაკლებ ორ გარე – კერამიკულსა და შიგა – ლითონურ ფენასა და მათ შუა განლაგებულ, სულ მცირე ერთი ლითონის მავთულისგან დაწნულ ფენას.
წინადადება განეკუთვნება სამხედრო ტექნიკას და გამოიყენება საბრძოლო და სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებათა, მაგალითად, ჯავშანტრანსპორტირების, საბრძოლო შვეულმფრენების, მოძრავი საბანკო სეიფების, სპეცდანიშნულების მანქანების, მაღალი ენერგიის მქონე სხეულებისაგან, უპირატესად 14 მმ ყალიბის ტყვიებისაგან დასაცავად.
ცნობილია ანალოგიური ჯავშანის კონსტრუქციები /1, 2, 3/, შემოთავაზებულთან ყველაზე ახლოსაა დიდი ბრიტანეთის განაცხადის /3/ ჯავშანფილის კონსტრუქცია.
ცნობილი ჯავშანფილა შესდგება წინა კერამიკული ფირფიტისაგან, რომელიც შეერთებულია უკანა ლითონურ ფირფიტასთან. ამასთან, წინა
ფირფიტა შეიძლება იყოს დამზადებული 17 მმ სისქის ბორის კარბიდისაგან (B4C), ხოლო უკანა 1÷2 მმ სისქის ალუმინის შენადნობისაგან. ამ ჯავშანის ავტორები ამტკიცებენ, რომ ასეთი კონსტრუქციის ჯავშანფილა არ იმსხვრევა 50 ყალიბის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიის მოხვედრისას და გამოიყენება შვეულმფრენების ძრავების დასაცავად.
ცნობილი ჯავშანფილა მოქმედებს შემდეგნაირად: მოხვედრის შემდეგ რამოდენიმე მიკროწამის განმავლობაში ჭურვი ამსხვრევს კერამიკას, ეს
უკანასკნელი კი ჭურვს. როდესაც მსხვრევის პროცესი დასრულდება, უკანა ფირფიტა იწყებს ჩაღუნვას, მოდის დაჭიმულ-დაძაბულ მდგომარეობაში და შთანთქავს რა დამსხვრეული კერამიკისა და ჭურვის მთელ ენერგიას, აგძელებს ჩაღუნვას.
ცნობილი ჯავშანი არ არის თავისუფალი ნაკლოვანებებისაგან, რომელთაგან ძირითადია: უკანა ფირფიტის ჩაღუნვის უნარი შეიძლება აღმოჩნდეს არასაკმარისი და იგი შეიძლება გაირღვეს.
აღნიშნული ნაკლის აღმოფხვრის მიზნით, ანუ ჯავშანის ჩაღუნვის (დამყოლის) უნარის გაზრდისათვის შემოთავაზებულია "ფენოვანი ჯავშანი",
რომელშიც აღნიშნული მიზანი მიიღწევა იმით, რომ წინა ფირფიტას ეძლევა მეტი ჩაღუნვის უნარიანობა, ვიდრე პროტოტიპს.
წინადადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ შემოთავაზებული ფენოვანი ჯავშანი წინა-კერამიკულ და უკანა-ლითონურ ფენებს შორის
შეიცავს დამატებით შთანთქმელ ფენას 0,5 მმ სისქის ლითონური მავთულისაგან მოქსოვილი ბალიშის სახით, მაგალითად, სამზარეულო
ჭურჭლის სახეხი მავთულის "ღრუბელი". სწორედ ეს ფენა განიცდის დამატებით ჩაღუნვას ტყვიის ან ჭურვის მოხვედრისას.
წინადადება ილუსტრირებულია ნახაზით, რომელიც შესდგება ერთი ფიგურისაგან, რომელზედაც ნაჩვენებია კერამიკული ფირფიტა 1, მავთულისაგან მოქსოვილი მაამორტიზებელი ბალიში 2 და ლითონური ფირფიტა 3.
შემოთავაზებული ჯავშანი მოქმედებს შემდეგნაირად: ჭურვი კერამიკულ ფირფიტაში მოხვედრის შემდეგ იწყებს, ცნობილ ჯავშანში მის
დამსხვრევას, ხოლო კერამიკის ნამსხვრევები ამსხვრევენ ჭურვს, მაგრამ შემოთავაზებულ ჯავშანში ეს პროცესი იმავდროულად მიმდინარეობს
შთანთქმელი ფენის კუმშვით, რაც დამატებით შთანთქავს დარტყმის ენერგიას მხოლოდ მაშინ, როცა მთლიანად იქნება ამოწურული შთანთქმელი ბალიშის შთანთქმისუნარიანობა, რასაც დასჭირდება დამატებით მიკროწამები, დაიწყებს ჩაღუნვას უკანა ლითონური ფირფიტა, მაგრამ საქმე, შეიძლება იქამდეც არ მივიდეს, ვინაიდან ჭურვის ენერგიის უმეტესი ნაწილი უკვე შთანთქმული იქნება კერამიკული ფირფიტის მსხვრევის პროცესისა და მავთულისაგან დაწნული ბალიშის სახით შთანთქმული ფენის კუმშვისაგან.
საორიენტაციო გათვლები გვაძლევენ საშუალებას ვივარაუდოთ, რომ შემოთავაზებული ჯავშანის მედეგობა, სხვა თანაბარი პირობების დროს
იქნება 20÷25%-ით უფრო მეტი, ვიდრე ცნობილი ჯავშანისა, ანუ ის შესძლებს გაუძლოს გაცილებით მეტი ყალიბის ტყვიას.
დაწვრილებით:
ფენოვანი ჯავშანი
ჯავშანი
გამოგონების ტექნიკური შედეგია ტყვიების, ჭურვებისა და ნამსხვრევების მიმართ ჯავშნის მედეგობის ზრდა. ჯავშანი შედგება არანაკლებ ორი გარე-კერამიკული და შიგა-ლითონური ფენისაგან. კერამიკული ფენა ფორიანია, ამასთან, ფორიანობა იზრდება შიგა ზედაპირიდან გარე ზედაპირამდე 1 - 2 % - დან 20 - 25 % - მდე შესაბამისად.
გამოგონება განეკუთვნება სამხედრო ტექნიკას და გამოიყენება საბრძოლოსატრანსპორტო საშუალებათა, მათ შორის საფრენი აპარატების ეკიპაჟისა და აგრეგატების ტყვიისა და ჭურვებისაგან დასაცავად. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეცავტომობილების, მაგალითად, საბანკო ავტომობილების და სხვათა დაჯავშნისათვის.
ცნობილია ჯავშანის კონსტრუქციები, რომელთაც აქვთ ანალოგიური დანიშნულება /1, 2, 3/. მათგან შემოთავაზებულთან ყველაზე ახლოსაა ჯავშანი /3/, შერჩეული, როგორც პროტოტიპი. პროტოტიპი შედგება ორი ფენისაგან - გარე ფენისაგან, რომელიც უშუალოდ აღიქვამს ტყვიებისა და ნამსხვრევების დარტყმებს, და შინა ფენისაგან. გარეთა ფენა შესრულებულია კერამიკისაგან, მაგალითად, ალუმინის ჟანგისაგან ან ბორის კარბიდისაგან. ჭურვი, მოხვდება რა ამ ფენაში, ამსხვრევს მას და აქცევმ ფხვნილად, ხოლო ეს ფხვნილი თავის მხრივ ამსხვევს
ჭურვს. ამ პროცესზე იხარჯება ჭურვის გარკვეული ენერგია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის გამჭოლუნარიანობას. შინაგანი ფენა, რომელიც შედგება ლითონისაგან, მაგალითად, ალუმინის ან მისი შენადნობისაგან, აღიქვამს გარე კერამიკული ფენის ჩაღუნვას და იცავს ეკიპაჟს შესაძლო ნამსხვრევებისაგან.
აქვს რა ეჭვმიუტანელი დადებითი თვისებები, პროტოტიპი ამავე დროს არასაკმარისად დამყოლია, რაც პირველ რიგში დამახასიათებელია გარე ფენისათვის, ანუ კერამიკისათვის. ეს თვისება არის პროტოტიპის და სხვა ცნობილი კონსტრუქციების ძირითადი ნაკლოვანება.
ამ ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით შემოთავაზებულია "ჯავშანი". აღნიშნული მიზანი მიიღწევა იმით, რომ გარეთა ფენას, ე.ი. კერამიკის ფენას ეძლევა დამყოლუნარიანობის თვისება.
წინადადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კერამიკის ფენა კეთდება ფორიანი, ამასთან ფორიანობა იზრდება შინაზედაპირიდან, სადაც ის ნულის ტოლია, გარე ზედაპირისაკენ,სადაც იგი აღწევს 20-25%.
შემოთავაზებული წინადადება აიხსნება ნახაზით, რომელიც შედგება ერთი ფიგურისაგან, რომელზედაც ნაჩვენებია ლითონის შინა ფენა 1, გარე-კერამიკული ფენა 2 და ფორები 3 ფენაში 2.
ფორები კერამიკაში წარმოიქმნება შესაბამისი ფხვნილების შემავსებელთან ერთად დაწნეხვის პროცესში. დაწნეხვა ხორციელდება აფეთქების ენერგიის საშუალებით. შეცხობის პროცესში შემავსებელი გამოიდევნება და სტოვებს ფორებს.
ჯავშანი მუშაობს შემდეგნაირად: კერამიკის 2 გარეთა ფენაზე მოხვედრისას ჭურვი შედარებით ადვილად ამსხვრევს მას, გარდაქმნის რა ფხვნილად, რომელიც არათუ ამსხვრევს ჭურვს, აგრეთვე აქრობს ჭურვის წინ მიმავალ დარტყმით ტალღას. ფორიანობის შემცირებასთან ერთად კერამიკული ფენის წინააღმდეგობა მატულობს და იგი აქრობს ჭურვის დარტყმით ენერგიას. შინა ლითონური ფენა ასრულებს იგივე როლს, რაც პროტოტიპშია, მაგრამ განიცდის გაცილებით ნაკლებ დატვირთვებს, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს მის ეფექტურობას.
საორიენტაციო გათვლები გვიჩვენებენ, რომ შემოთავაზებული ჯავშანის მედეგობა 20-25%-ით მეტია პროტოტიპის მედეგობაზე.
1958-1992 წლების საპატენტო მასალების შესწავლამ აჩვენა, რომ შემოთავაზებული ჯავშანის ანალოგი სხვა ქვეყნებში არ მოიპოვება.
დაწვრილებით:
ჯავშანი
გ.გ.კახიანის ავტომატური პისტოლეტი
გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ, პისტოლეტებს და გამიზნულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ცნობილია ავტომატური თვითსატენი პისტოლეტები ჩახმახის დასარტყმელსასხლეტი მექანიზმით. ერთ-ერთი ასეთი პისტოლეტის ანალოგია “მაუზერი-მ 712” 1932 წ.“მაუზერი-მ 712”-ს აქვს დიდი უკუქცევის ძალა, რომელიც აქვეითებს სროლის შედეგს. პისტოლეტი შეიცავს დეტალების სიმრავლეს, ცეცხლის გადამყვანი მოუხერხებელია ექსპლუატაციისას.
ცნობილია აგრეთვე პისტოლეტი სტეჩკინი (აპს), რომელსაც გააჩნია პისტოლეტის და ტყვიამფრქვევის თვისებები. კალიბრი – 9 მმ-ია, გააჩნია თავისუფალი ჩამკეტი, თვითშემყენი, დასარტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩახმახით. ამასთან, დამცველი ასრულებს სამ ფუნქციას: დამცველისას, ერთჯერადი ცეცხლის რეჟიმზე და ერთჯერადიდან ავტომატურ რეჟიმზე გადამსვლელის. ცეცხლის ტემპი – 700-750
გასროლა წუთში, მჭიდი – 20 ვაზნაზეა გათვლილი, ვაზნები ჭადრაკისებურადაა განლაგებული. სამიზნე 25-დან 200 მეტრამდე; პისტოლეტს ერთვის ბუდე-კოლოფი, რომელიც გამოიყენება როგორც კონდახი. იმის გამო, რომ აპს-ის ვაზნა ნაკლები ძალისაა, ვიდრე “მაუზერი-მ 712”-ისა, მას უკუქცევის ნაკლები ძალა აქვს და ცეცხლის ავტომატური ეფექტი კი მაღალია.
პისტოლეტი “სტეჩკინი” მოძველებული მოდელია, რთულია მისი დაშლა-აწყობა და საჭიროებს დიდი რაოდენობით დამხმარე ხელსაწყოს. პისტოლეტი მცირე სიმძლავრიანია. ცეცხლის გადამყვანი ართულებს იარაღის ექსპლუატაციას საბრძოლო ვითარებაში, აბნევს მებრძოლს და აკარგვინებს დროს. სისტემის ნაკლია აგრეთვე მჭიდის ჩამკეტი, რომელიც განლაგებულია მჭიდის ქვემო ბოლოში და საჭიროებს ამოსაღებად დამხმარე ხელს.
გამოგონების მიზანია შეიქმნას გაუმჯობესებული ავტომატური პისტოლეტის მოდელი, რომელშიც თავმოყრილია ახალი არატრადიციული, ტექნიკურად უფრო სრულქმნილი კვანძები. პისტოლეტი უნდა იყოს სუპეროპერატიული, სიმძლავრისა და სიმსუბუქის შენარჩუნებით.
დაწვრილებით:
გ.გ.კახიანის ავტომატური პისტოლეტი
გ.გ.კახიანის პისტოლეტი
გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ, პისტოლეტებს და გამიზნულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ცნობილია ავტომატური თვითსატენი პისტოლეტები ჩახმახის დასარტყმელსასხლეტი მექანიზმით. ერთ-ერთი ასეთი პისტოლეტის ანალოგია “ბერეტა-84”.“ბერეტა-84” წარმოადგენს თვითშემყენებელი ავტომატური პისტოლეტის მოწყობილობას, რომლის უკუმგდები ზამბარა ლულის ქვეშაა მოთავსებული, დასარტყმელ-სასხლეტი ზამბარა კი მდებარეობს პისტოლეტის ტარში, მჭიდის უკან. “ბერეტა-84”-ის პროგრესულობა სხვა, ადრე გამოშვებულ ტიპიურ პისტოლეტებთან, მაგალითად “ბერეტა-მ-34”-თან შედარებით, არის თვითშემყენებლობა. მჭიდის ჩამკეტი მოთავსებულია ტარში სასხლეტი კავის უკან, რაც ძალზე მოსახერხებელია პისტოლეტიდან მჭიდის ამოღებისას. “ბერეტა-84”-ის ლულა სრულად არ არის დახურული ჩამკეტით, რაც ამცირებს მის წონას და ლულის სწრაფი გაცივების
საშუალებას იძლევა.
“ბერეტა-84”-ის ერთი ნაკლია მისი დეტალების სიმრავლე. სროლის შემდეგ პისტოლეტის ჩამკეტი ღია რჩება, ახალი მჭიდის ჩადებისას სავაზნის გადატენვა ხდება ჩამკეტის ფიქსატორის ბერკეტზე თითის დაჭერით, რაც ზედმეტ დროს მოითხოვს ექსტრემალურ ვითარებაში.
გამოგონების მიზანს წარმოადგენს ისეთი პისტოლეტის შექმნა, რომელიც უფრო ეფექტური იქნება მუშა კვანძების კონსტრუქციული სრულყოფის ხარჯზე, ექნება მაქსიმალური სიმძლავრე, სიმსუბუქე, სისწრაფე სავაზნეში ვაზნების ავტომატური მიწოდებისა და მჭიდის გამოცვლის დროს.
გ.გ.კახიანის პისტოლეტი
ტიხრის ტყვიამედეგი კონსტრუქცია
გამოგონება გამოიყენება ტყვიამედეგი ვერტიკალური ტიხრის კოსტრუქციისას, რომელიც შეიცავს ერთ ან მრავალშრიან შემონაკერს 11, 12 ორი მხრიდან, დამცავ ფირფიტებსა 13–16 და შემონაკერებს 11, 12 შორის დაყენებულ მრავალრიცხოვან დგარებს 17–19, 51–53. შემონაკერები 11, 12 პირდაპირ ან არაპირდაპირ ეყრდნობა დგარებს 17–19, 51–53. სხვა ტყვიამედეგი ფირფიტები, რომლებიც, სულ მცირე, ნაწილობრივ შედგება თაბაშირბოჭკოვანი მასალებისგან, ახდენს განფენილი ტყვიამედეგი დაბრკოლების 25 ფორმირებას.
გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება ტყვიამედეგი ვერტიკალური ტიხრის კონსტრუქციას, რომელიც შეიცავს ერთ ან მრავალშრიან შემონაკერს ორი მხრიდან, დამცავ ფირფიტებსა და ორი მხრიდან გალაგებულ შემონაკერებს შორის დაყენებულ მრავალრიცხოვან დგარებს.წინამდებარე გამოგონების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შემოთავაზებული იქნეს ტყვიამედეგობის უნარის მქონე ტიხრის ისეთი ტყვიამედეგი კონსტრუქცია, რომელიც შეიძლება ადვილად იქნეს გადატანილი და აწყობილი.
დაწვრილებით:
ტიხრის ტყვიამედეგი კონსტრუქცია
ტყვიამფრქვევის კონსტრუქციის გამარტივება
ტყვიამფრქვევი შეიცავს კორპუსს 1, საკვალთს 3, საკვალთის ჩარჩოსთან 6 შეერთებულ მოძრავ ლულას 5, სარტყამს 11 უკუსვლის ზამბარით 12, სასხლეტს 16 გამშვები ბერკეტით 17, ვაზნების მიმღებ და მასრების გამოსაგდებ ფანჯარას საკვალთის ჩამკეტ მექანიზმს, რომელიც შესრულებულია საკვალთის ჩარჩოზე კრონშტეინის 18 მეშვეობით დამაგრებული უღლის 20 სახით. უღლის უკანა ნაწილზე დამაგრებულია გორგოლაჭი 21, ამ უკანასკნელის მოპირდაპირედ კი, კორპუსზე, - რკალისებრური დეტალი.
გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ, ტყვიამფრქვევებს, უფრო კონკრეტულად კი საკვალთის ჩამკეტ მექანიზმებს.ცნობილია ტყვიამფრქვევი, რომელიც შეიცავს სადგარის კორპუსს, საკვალთის ჩარჩოს და მასთან დაკავშირებულ მოძრავ ლულას, ვაზნების მიმღებ და გილზების გამოსაგდებ ფანჯრებს, საკვალთის ჩამკეტი მექანიზმით, სარტყამს უკუსვლის ზამბარით, სასხლეტს გამშვები მექანიზმით, მჭიბს, სამიზნეს /1/.
ასეთი ტყვიამფრქვევი ნახევრადჩაკეტილი საკვალთით რთული კონსტრუქციისა და, სათანადოდ, ძნელად დასაშლელ-ასაწყობი, ტყვიამფრქვევის
გაბარიტები მას მოუხერხებელს ხდის, ამასთან, ლულის გამოცვლა მოითხოვს დიდ დროს და საკმაოდ რთულია.
გამოგონების არსი ისაა, რომ ტყვიამფრქვევი შეიცავს კორპუსს, საკვალთის ჩარჩოსთან შეერთებულ მოძრავ ლულას, ვაზნების მიმღებ და მასრების
გამოსაგდებ ფანჯარას, საკვალთს ჩამკეტი მექანიზმით, სარტყამს უკუსვლის ზამბარით და სასხლეტს გამშვები ბერკეტით, საკვალთის ჩამკეტ მექანიზმს, რომელიც შესრულებულია საკვალთის ჩარჩოზე კრონშტეინის მეშვეობით დამაგრებული უღლის სახით, რომლის უკანა ნაწილზე დამაგრებულია გორგოლაჭი, ხოლო ამ უკანასკნელის მოპირდაპირედ, კორპუსზე, რკალისებური დეტალი, ამასთან, სარტყამი აღჭურვილია უკუსვლის ზამბარის ტელესკოპური მიმმართველით, საკვალთის ჩარჩოს უკან მოთავსებულია ზამბარა მისი უკუსვლის უზრუნველსაყოფად
ტყვიამფრქვევი
მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლის ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება
რაკეტა-მატარებელი შეიცავს ორ საფეხურს 1 და 2, აღჭურვილს რეაქტიული ძრავებით 10 და 11. თითოეული საფეხურის წვის კამერა ტიხრით 7 და 8 გაყოფილია ორნაწილად ისე, რომ ერთ ნაწილში წარმოქმნილია ღრუ ნაკვეთური 5 და 6 მათში საწვავისა და შემდგომი საფეხურის ან სასარგებლო ტვირთის განსათავსებლად. გარდა ამისა თითოეული საფეხური აღჭურვილია რვა რეაქტიული ძრავით, რომელთაგან ოთხი განკუთვნილია დამატებითი წევის შესაქმნელად, ოთხი კი საფეხურის ვარდნის სიჩქარის შესამცირებლად.
გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება რაკეტათმშენებლობის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საბრძოლო ჭურვის ზეშორმანძილზე გასასროლ იარაღად, საჭიროების შემთხვევაში, მტრის საწინააღმდეგოდ, ასევე საპლანეტაშორისო საფრენ აპარატად, კოსმოსური სივრცისა და დედამიწის ახლო მდებარე პლანეტების კვლევისა და იქიდან საჭირო ინფორმაციის მისაღებად თუ შემოთავაზებულ მრავალსაფეხურიან მფრინავ რაკეტა-მატარებელს საბრძოლო ჭურვის მაგივრად აღვჭურვავთ ჰერმეტული კონტეინერით, მასზე მოთავსებული საჭირო აპარატურებით, მასში მოთავსებული რობოტული მოწყობილობით ორმხრივი კავშირისათვის.ცნობილია რაკეტა-მატარებელი, რომელიც შეიცავს სულ მცირე, ორ საფეხურს განთავსებულს საერთო კორპუსში, ამ რაკეტის უარყოფითი მხარეა მცირე ფუნქციური შესაძლებლობები.
აღნიშნული უარყოფითი მხარეები აღმოფხვრილია მრავალსაფეხურიანი რაკეტამატარებლით, რომელიც შეიცავს, სულ მცირე ორ საფეხურს აღჭურვილს რეაქტიული ძრავით და სტაბილიზატორებით, თითოეული საფეხურის ძრავი შესრულებულია საქშენიანი წვის კამერის სახით. თითოეული საფეხურის საქშენიანი წვის კამერა ტიხრით გაყოფილია ორ ნაწილად ისე, რომ ერთ ნაწილში წარმოქმნილია ღრუ ნაკვეთური, მასში საწვავის და შემდგომი საფეხურის ან სასარგებლო ტვირთის განსათავსებლად, გარდა ამისა თითოეული საფეხურის წვის კამერა და ღრუ ნაკვეთური აღჭურვილია დისტანციური ამფეთქით, ხოლო ღრუ ნაკვეთურში განთავსებული ყოველი საფეხურის წვის კამერის საქშენი – ფარით, ამასთან, თითოეულ საფეხურზე დამაგრებულია რვა დამატებითი რეაქტიული ძრავა, რომელთაგან ოთხი განკუთვნილია დამატებითი წევის შესაქმნელად, ოთხი კი საფეხურის ვარდნის სიჩქარის შესამცირებლად.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ფუნქციური შესაძლებლობის გაფართოება. შემოთავაზებული გამოგონება წარმოდგენილია 3 ფიგურად, გრძივ ჭრილში.
მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებელი
No comments:
Post a Comment