Showing posts with label გამოგონებები. Show all posts
Showing posts with label გამოგონებები. Show all posts

Wednesday, January 30, 2013

ქართული სამხედრო და ორმაგი გამოყენების გამოგონებები (ნაწილი -II)


ელგუჯა მეძმარიაშვილის გასაშლელი ხიდი

ხიდი 1  შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის სახით დაკავშირებული გრძივი კოჭების 2, 3, 6  და 7  რიგებით შედგენილ სავალ ლიანდებს 4.  ლუწი რიგების გრძივი კოჭები 2 და 6  მიერთებულია შუა და განაპირა განივღერძებთან 5  და 8  უძრავი შეერთებით 9  და ინტერვალით, ხოლო კენტი რიგების კოჭები 3 და 7 -  ამ ინტერვალში შემობრუნების შესაძლებლობის მქონე შეერთებით 10.  ლუწი და კენტი რიგების კოჭები შიდა ბოლოებით, სახსრულად 11,  განივი ღერძებით 12  და 13 დაკავშირებულია ერთმანეთთან. განაპირა კოჭების 6  და 7  მაერთებელ განივ ღერძებზე გვერდითი მხარეებიდან სახსრულად მიერთებულია საყრდენებთან 16  სრიალის შესაძლებლობით დაკავშირებული სადგარები 14.  სავალი ლიანდის ქვედა მხრიდან განივ ღერძებზე 8  დაფიქსირებულია ჭიმები 18.  ჭიმები და სავალი ლიანდები დაკავშირებულია ირიბანებით 20 და 21.  

გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა 
გამოგონება განეკუთვნება სამხედრო-საინჟინრო ტექნიკას, კერძოდ, ზღუდეზე დასაგებ გასაშლელ ხიდებს, რომლებიც  გამოიყენება ავარიული სიტუაციისა და სამხედრო მოქმედებების დროს მიუდგომელ ადგილებში სამაშველო-სამხედრო ტექნიკის გადასაყვანად.        
ცნობილია გასაშლელი ხიდი /1/, რომელიც შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის რიგების შემცველ მზიდ ნაწილს, ორ რიგად ფილებით ასაწყობ სავალ ლიანდებსა და საყრდენებს.  აღნიშნული ხიდის ნაკლია ფილებით ასაწყობი სავალი ნაწილის გაშლაზე შრომისა და დროის დიდი დანახარჯები.
ცნობილია გასაშლელი ხიდი, რომელიც შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის რიგების შემცველ მზიდ ნაწილს, მზიდი ნაწილის თავზე ასაწევი ფილებით შედგენილ ლიანდებს და საყრდენებს. აღნიშნული ხიდის ნაკლია მზიდი ნაწილის თავზე ასაწევი ფილებით გამოწვეული დაკეცილი მდგომარეობის დიდი გაბარიტები, რაც ართულებს გამოყენების ადგილამდე მის მიტანას.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ხიდის დაკეცილ მდგომარეობაში გაბარიტების შემცირება. ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ ხიდში, რომელიც შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის სახით დაკავშირებული გრძივი კოჭების რიგებით შედგენილ განშლად სავალ ლიანდებს, რომლებიც სახსრულად დაკავშირებულია საყრდენებთან, სავალი ლიანდების ქვედა მხრიდან დამაგრებულ მოქნილ ჭიმებს, სავალი ლიანდების გრძივ კოჭებსა და ჭიმებს შორის მათთან დაკავშირებულ ირიბანებს, სავალი ლიანდების განაპირა გრძივ კოჭებთან სახსრულად მიერთებულ
საყრდენებს, გასაშლელ მექანიზმსა და ჩასაკეტ მოწყობილობას, კენტი რიგების გრძივი კოჭები მიერთებულია შუა განივ ღერძებთან უძრავად და ინტერვალით, ლუწი რიგების კოჭები – ამ კოჭებს შორის ინტერვალში შემობრუნების შესაძლებლობით, ირიბანების ზედა ბოლოები სახსრულად მიერთებულია შუა განივ ღერძებთან სავალი ლიანდების გვერდებზე, ხოლო მათი ქვედა ბოლოები – მათ გადასაბმელ ქვედა განივ ღერძებზე, ჭიმები კოუშებით დამაგრებულია ლიანდების საყრდენებთან დამაკავშირებელ განივ ღერძებთან, ამასთან, ამ ღერძების ბოლოებზე დაყენებულია კოუშების შემზღუდველები.                      
ხიდის შესრულების ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, სავალი ლიანდების საყრდენებზე შესრულებულია გრძივი  მიმმართველები, ხოლო ლიანდების საყრდენებთან დამაკავშირებელ განივ ღერძებთან სახსრულად მიერთებულია სადგარები, რომლებსაც აქვს ამ მიმმართველებზე სრიალის შესაძლებლობა გამჭიმი ძალვების ზემოქმედებისას მათ გრძივად გადასაადგილებლად, ხოლო საყრდენებს ორივე ბოლოზე აქვს სადგარების სვლის შემზღუდველი ამაღლებული ნაწილები, ხიდის გარე მხარეს მდებარე სადგარების სვლის შემზღუდველებში შესრულებულია გრძივი ხვრელები, რომლებშიც ჩადგმულია საყრდენების განმბჯენი ზამბარები სადგარების უკუმიმართულებით გადასაადგილებლად.
ხიდის შესრულების მეორე ვარიანტის თანახმად, გასაშლელი მექანიზმი წარმოადგენს გრძივი კოჭების შუა განივ ღერძებზე შემობრუნების შესაძლებლობით დაყენებულ სადგარზე მიერთებულ ამძრავიან ჭიახრახნებს, ჭიახრახნებს აქვს შუა განივ ღერძებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობით დაყენებული ჭიათვლები, ხოლო ირიბანების ქვედა ბოლოების გადასაბმელ განივ ღერძებზე ლიანდებს შორის დაყენებულია ერთმანეთთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის მქონე კბილა თვლები ხიდის ელემენტების გაშლის სინქრონიზაციის უზრუნველსაყოფად.
ხიდის შესრულების მესამე ვარიანტის თანახმად, ირიბანების ქვედა ბოლოების გადასაბმელ განივ ღერძებზე ლიანდების ქვეშ ხისტად დაყენებულია ამძრავ მექანიზმთან დაკავშირებული დოლები, რომლებიც აღჭურვილია დოლის ცილინდრულ ზედაპირზე შესრულებული განივი ტიხრებით, ამასთან, ჭიმები დამაგრებულია ტიხრებს შორის, ხოლო ქვედა  განივ ღერძებზე დოლების ბოლოებთან მიერთებულია დამჭერები ჭიმების კბილებიანი მაკავებლების დასამაგრებლად.
ხიდის შესრულების მეოთხე ვარიანტის თანახმად, სავალი ლიანდების შუა ირიბანები დაკავშირებულია ერთმანეთთან მოქნილი კავშირებით.
ხიდის შესრულების მეხუთე ვარიანტის თანახმად, განშლადი სავალი ლიანდების ქვედა მხრიდან დამაგრებულ ჭიმებზე გრძივი კოჭების რიგების განაპირა ქვედა ბოლოების მხარეს მიმაგრებულია  მოქნილი დამცავი ფირფიტები დაკეცვის დროს კოჭების დასაცავად  და დაკეცილ მდგომარეობაში მათზე გადასაკრავად, ტრანსპორტირებისას დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ხიდის შესრულების მეექვსე ვარიანტის თანახმად, ჩასაკეტი მოწყობილობა შედგება გრძივი კოჭების მაერთებელ ზედა განივ ღერძებზე სახსრულად მიერთებული კაუჭიანი სატაცებისაგან და ამ კოჭების მაერთებელ ქვედა განივ ღერძებზე მიერთებული თითებისაგან, ამასთან,  კაუჭიანი სატაცების ზურგის მხარეს, გრძივი კოჭების ნაწილში დაყენებულია გამწევი ელემენტები, რომლებიც შესრულებულია მიმმართველებში ჩასმული ზამბარიანი საკეტელებისა და მათი მადებლოკირებელი ელექტრომაგნიტისაგან, ან  ამძრავი მექანიზმის მქონე ჩამკეტი ღეროებისაგან, რომლებიც ჩადგმულია სატაცებში შესრულებულ მიმღებ ნახვრეტებში, ამასთან, ჩამკეტ ღეროებზე ჩამოცმულია ჭიმვადი ზამბარები, რომელთა თითო ბოლო მიბჯენილია სატაცებზე და ჩამკეტ ღეროებზე შესრულებულ შემზღუდველებზე დამჭიმი ძალვების ასათვისებლად.



დაწვრილებით:


ტრანსფორმირებადი გასაშლელ-დასაკეცი ხიდი

გამოგონება განეკუთვნება ხიდმშენებლობას, კერძოდ დაბრკოლებათა გადასალახად გათვალისწინებულ სწრაფად ასაგებ, საიერიშო ტრანსპორტირებად ტექნიკას.
ცნობილია ასაწყობი ხიდი, რომელიც შეიცავს ასაწყობ სამონტაჟო გრძივ ხარაჩოს ტიპის ელემენტს და ძირითად მზიდ დასაკეც ბლოკებს, მათი ერთმანეთთან ფიქსაციის კვანძებს /1/.
ზემოაღნიშნული ხიდი რთულია, ვინაიდან ხარაჩოს ტიპის სამონტაჟო გრძივი ელემენტის და ძირითადი დასაკეცი ბლოკების ადგილზე მისატანად საჭიროა დამოუკიდებელი სატრანსპორტო ერთეულები, აგრთევე ამწე-მექანიზმები, მუშა ხელი ამ ელემენტების გადმოსაღებად, დასამონტაჟებლად და დასაფიქსირებლად. ხიდის ასაგებად საჭიროა დიდი დრო, რის გამოც იგი არამობილურია.
პროტოტიპად მიჩნეულია “ლიანდის ტიპის ასაწყობი ხიდის დასამონტაჟებელი მოწყობილობა”, რომელიც შეიცავს დასამონტაჟებელ და სანაპირე პორტალურ საყრდენებს, ორ გრძივ გასაგორებელ კოჭს საგორავებით, მიერთებულს სანაპირე პორტალურ საყრდენთან ირიბანებით. პორტალურ საყრდენს გააჩნია საძირკველი საპირწონედ დასაყენებელი ორი ავტომანქანისათვის. სანაპირე პორტალური საყრდენი აღჭურვილია ისრით, ტვირთამწევი მექანიზმის მოსაწყობად, ყოველ გასაგორებელ კოჭს გააჩნია პორტალური საყრდენის გარეთ გამომავალი კონსოლი, მეორე ბოლოზე კი გადასაგდები ნაწილი ლიანდის ნაპირზე დასაშვებად /2/.
ლიანდის ძელებს დებენ გასაგორებელი კოჭების კონსოლებზე, რომელიც ასრულებს სამონტაჟო მოედნის ფუნქციას, ლიანდის გაწევა ხორციელდება ავანბეკის საშუალებით.
ზემოაღნიშნული მოწყობილობა რთულია და არასაიმედო, ვინაიდან იგი შედგება ნაპირზე ასაწყობი რამდენიმე დამოუკიდებელი ელემენტებისაგან. ამ ელემენტების დაყენება შრომატევადია, მოიცავს მოედნის, გასაგორებელი კოჭის სამონტაჟო და სანაპირო პორტალური საყრდენების და სხვა ელემენტების მონტაჟს. გარდა ამისა, ამ ელემენტების ნაპირამდე მისატანად საჭიროა რამდენიმე სატრანსპორტო ერთეული, დასამონტაჟებლად კი ამწე საშუალება და შესაბამისი მუშა ხელი. ლიანდის გამოგორება ხდება ავანბეკის საშუალებით. ყოველივე ეს მოითხოვს პროფესიონალიზმს, დროისა და შრომის დიდ დანახარჯებს.
ხიდი შესრულებულია ტელესკოპურად დაკავშირებული ერთი ან მეტი გრძივი რიგისაგან, დასაკეცი პილონისა და საყრდენებისაგან, ხიდი აღჭურვილია ტელესკოპური საპირწონით _ საყრდენით,  რიგები და ძელები იხსნება ცალცალკე ან ერთდროულად. ხიდი აღჭურვილია დასაკეცი სავალი ნაწილით, სატრანსპორტო საშუალების გასატარებელი მიმმართველით, ხიდის მოძრავი ბოლოებით კი ნაპირზე წაცურების, გადაგორების და ჩაანკერების მექანიზმებით.
ხიდი აღჭურვილია ასაკეცი, ასაწევ-მოსაბრუნებელი და ჩასაწევი საყრდენებით მათი გრძივი რიგების მიმართ ბრუნვისა და ფიქსაციის მექანიზმით, ბოლოები კი _ ფსკერზე ფიქსაციისა და ჩაანკერების მექანიზმებით.
ხიდის დაშლა _ მუშა მდგომარეობაში გადაყვანა _ ხდება ავტომატურად. ტექნიკური შედეგია აგების დროისა და შრომატევადობის შემცირება.



დწვრილებით:
ტრანსფორმირებადი გასაშლელ-დასაკეცი ხიდი


გასაშლელი და ხიდის გამწყობი


 





დაწვრილებით:
გასაშლელი ხიდი და ხიდის დამწყობი






ქართული სამხედრო და ორმაგი გამოყენების გამოგონებები (ნაწილი -I)

საარტილერიო რეაქტიული ჭურვი ფუნქციური შესაძლებლობის გაფართოება


ჭურვი შეიცავს ღრუ კორპუსს 1, რომელიც ტიხრით 5  გაყოფილია ორ ნაწილად, ამასთან,  ერთ ნაწილში შესრულებულია ნახვრეტი 3 მასში ასაფეთქებელი ნივთიერების ჩასადებად და ამფეთქის 4 განსათავსებლად,  ხოლო მეორე ნაწილი შესრულებულია წვის კამერის სახით.  კორპუსი მჭიდროდ ჩასმულია ჰილზში 12,  წვის კამერის რეაქტიული საქშენი 9 კი აღჭურვილია დისტანციური ამფეთქით და 8 და ფარით 10. 

გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა

გამოგონება განეკუთვნება საბრძოლო მასალებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო საქმეში შეიარაღებული  ძალების მიერ მტრის საწინააღმდეგოდ, როგორც დიდი სიმაღლიდან მტრის თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, ისე შორ მანძილზე მტრის ობიექტის და ტექნიკის გასანადგურებლად.
რეაქტიული ჭურვი "კატიუშას" ტიპისა, რომელიც სპეციალური ლაფეტური დანადგარიდან გასროლის შემდეგ, ჰაერში ფრენისას, ქმნის მხოლოდ ერთ ტრაექტორიას, რის გამოც საბრძოლო ასაფეთქებელი ჭურვის დაცემის მანძილი ძალზე მოკლეა, რადგან იგი ერთსაფეხურიანია, რაც ცნობილი რეაქტიული ჭურვის მთავარ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს.
ეს ამოცანა მიიღწევა საარტილერიო  რეაქტიული ჭურვით, რომელიც შეიცავს ღრუ კორპუსს კონუსური სათაო ნაწილით, სადაც კორპუსის ღრუ ტიხრით გაყოფილია ორ ნაწილად, ამასთან, ერთი ნაწილი შესრულებულია მასში ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსების შესაძლებლობით, ხოლო მეორე კი წვის კამერის სახით, გარდა ამისა, კორპუსს აქვს ნახვრეტი შესრულებული სათაო ნაწილში ასაფეთქებელი ნივთიერების ჩასადებად და ამფეთქის დასაჭერად, წვის კამერას კი გააჩნია რეაქტიული საქშენი, გარდა ამისა, იგი დამატებით შეიცავს ჰილზს ასაფეთქებელი ნივთიერებითა და კაპსულ-დეტონატორით და ქამარს, კორპუსი მჭიდროდ ჩასმულია ჰილზში, ხოლო წვის კამერის რეაქტიული საქშენი აღჭურვილია დისტანციური ამფეთქით და ფარით.
რეაქტიული ჭურვი შეიძლება დამზადდეს, როგორც ორსაფეხურიანი, ისე სამსაფეხურიანი მოქმედებისა, ასევე ნებისმიერი კალიბრის, საარტილერიო საზენიტო და სხვა სახის საარტილერიო ქვემეხებისათვის, დიდ სიმაღლეზე და შორ მანძილზე გასასროლად (იხ. სურათი).

.

დაწვრილებით:
საარტილერიო რეაქტიული ჭურვი



ფენოვანი ჯავშანი

გამოგონება განეკუთვნება საბრძოლო და სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებათა დაცვას. გამოგონების ტექნიკური შედეგია   ჭურვებისა და ნამსხვრევების მიმართ 
ჯავშნის მედეგობის ზრდა.  ჯავშანი შეიცავს არანაკლებ ორ  გარე – კერამიკულსა და შიგა – ლითონურ ფენასა და მათ შუა განლაგებულ, სულ მცირე ერთი ლითონის მავთულისგან დაწნულ ფენას.

წინადადება განეკუთვნება სამხედრო ტექნიკას და გამოიყენება საბრძოლო და სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებათა, მაგალითად, ჯავშანტრანსპორტირების, საბრძოლო შვეულმფრენების, მოძრავი საბანკო სეიფების, სპეცდანიშნულების მანქანების, მაღალი ენერგიის მქონე სხეულებისაგან, უპირატესად 14 მმ ყალიბის ტყვიებისაგან დასაცავად.
ცნობილია ანალოგიური ჯავშანის კონსტრუქციები /1, 2, 3/, შემოთავაზებულთან ყველაზე ახლოსაა დიდი ბრიტანეთის განაცხადის /3/ ჯავშანფილის კონსტრუქცია.
ცნობილი ჯავშანფილა შესდგება წინა კერამიკული ფირფიტისაგან, რომელიც შეერთებულია უკანა ლითონურ ფირფიტასთან. ამასთან, წინა
ფირფიტა შეიძლება იყოს დამზადებული 17 მმ სისქის ბორის კარბიდისაგან (B4C), ხოლო უკანა 1÷2 მმ სისქის ალუმინის შენადნობისაგან. ამ ჯავშანის ავტორები ამტკიცებენ, რომ ასეთი კონსტრუქციის ჯავშანფილა არ იმსხვრევა 50 ყალიბის  ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიის მოხვედრისას და გამოიყენება შვეულმფრენების ძრავების დასაცავად.
ცნობილი ჯავშანფილა მოქმედებს შემდეგნაირად: მოხვედრის შემდეგ რამოდენიმე მიკროწამის განმავლობაში  ჭურვი ამსხვრევს კერამიკას, ეს
უკანასკნელი კი ჭურვს. როდესაც მსხვრევის პროცესი დასრულდება, უკანა ფირფიტა იწყებს ჩაღუნვას, მოდის  დაჭიმულ-დაძაბულ მდგომარეობაში და შთანთქავს რა დამსხვრეული კერამიკისა  და ჭურვის მთელ ენერგიას, აგძელებს ჩაღუნვას.
ცნობილი ჯავშანი არ არის თავისუფალი ნაკლოვანებებისაგან, რომელთაგან ძირითადია: უკანა ფირფიტის ჩაღუნვის უნარი შეიძლება აღმოჩნდეს არასაკმარისი და იგი შეიძლება გაირღვეს.
აღნიშნული ნაკლის აღმოფხვრის მიზნით, ანუ ჯავშანის ჩაღუნვის (დამყოლის) უნარის გაზრდისათვის შემოთავაზებულია "ფენოვანი ჯავშანი",
რომელშიც აღნიშნული მიზანი მიიღწევა იმით, რომ წინა ფირფიტას ეძლევა მეტი ჩაღუნვის უნარიანობა, ვიდრე პროტოტიპს.
წინადადების არსი მდგომარეობს  იმაში, რომ შემოთავაზებული ფენოვანი ჯავშანი წინა-კერამიკულ  და უკანა-ლითონურ ფენებს შორის
შეიცავს დამატებით შთანთქმელ ფენას 0,5 მმ სისქის ლითონური მავთულისაგან მოქსოვილი ბალიშის სახით, მაგალითად, სამზარეულო
ჭურჭლის სახეხი მავთულის "ღრუბელი". სწორედ ეს ფენა განიცდის დამატებით ჩაღუნვას ტყვიის ან ჭურვის მოხვედრისას.
წინადადება ილუსტრირებულია ნახაზით, რომელიც შესდგება ერთი ფიგურისაგან, რომელზედაც ნაჩვენებია კერამიკული ფირფიტა 1, მავთულისაგან მოქსოვილი მაამორტიზებელი ბალიში 2 და ლითონური ფირფიტა 3.



შემოთავაზებული  ჯავშანი მოქმედებს შემდეგნაირად: ჭურვი კერამიკულ ფირფიტაში მოხვედრის შემდეგ იწყებს, ცნობილ ჯავშანში მის
დამსხვრევას, ხოლო კერამიკის ნამსხვრევები ამსხვრევენ ჭურვს, მაგრამ შემოთავაზებულ ჯავშანში ეს პროცესი იმავდროულად მიმდინარეობს
შთანთქმელი ფენის კუმშვით, რაც დამატებით შთანთქავს დარტყმის ენერგიას მხოლოდ მაშინ, როცა მთლიანად იქნება ამოწურული შთანთქმელი ბალიშის შთანთქმისუნარიანობა, რასაც დასჭირდება დამატებით მიკროწამები, დაიწყებს ჩაღუნვას უკანა ლითონური  ფირფიტა, მაგრამ საქმე, შეიძლება იქამდეც არ მივიდეს, ვინაიდან ჭურვის ენერგიის უმეტესი ნაწილი უკვე შთანთქმული იქნება კერამიკული ფირფიტის მსხვრევის პროცესისა და მავთულისაგან დაწნული ბალიშის სახით შთანთქმული ფენის კუმშვისაგან.
საორიენტაციო გათვლები გვაძლევენ საშუალებას ვივარაუდოთ, რომ შემოთავაზებული ჯავშანის მედეგობა, სხვა თანაბარი პირობების დროს
იქნება 20÷25%-ით უფრო მეტი, ვიდრე ცნობილი ჯავშანისა, ანუ ის შესძლებს გაუძლოს გაცილებით მეტი ყალიბის ტყვიას.

დაწვრილებით:
ფენოვანი ჯავშანი


ჯავშანი 

გამოგონება განეკუთვნება საბრძოლო და სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებათა დაცვას.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ტყვიების, ჭურვებისა და ნამსხვრევების მიმართ ჯავშნის მედეგობის ზრდა. ჯავშანი შედგება არანაკლებ ორი  გარე-კერამიკული და შიგა-ლითონური ფენისაგან. კერამიკული ფენა ფორიანია, ამასთან, ფორიანობა იზრდება შიგა ზედაპირიდან გარე ზედაპირამდე 1 - 2 % - დან 20 - 25 % - მდე შესაბამისად.
გამოგონება განეკუთვნება სამხედრო ტექნიკას და გამოიყენება საბრძოლოსატრანსპორტო საშუალებათა, მათ შორის საფრენი აპარატების ეკიპაჟისა და აგრეგატების ტყვიისა და ჭურვებისაგან  დასაცავად. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეცავტომობილების, მაგალითად,  საბანკო ავტომობილების და სხვათა დაჯავშნისათვის.
ცნობილია ჯავშანის კონსტრუქციები, რომელთაც აქვთ ანალოგიური დანიშნულება /1, 2, 3/. მათგან შემოთავაზებულთან ყველაზე ახლოსაა ჯავშანი /3/, შერჩეული, როგორც პროტოტიპი. პროტოტიპი შედგება ორი ფენისაგან - გარე ფენისაგან, რომელიც უშუალოდ აღიქვამს ტყვიებისა და ნამსხვრევების დარტყმებს, და შინა ფენისაგან. გარეთა ფენა შესრულებულია კერამიკისაგან, მაგალითად, ალუმინის ჟანგისაგან ან ბორის კარბიდისაგან. ჭურვი, მოხვდება რა ამ ფენაში, ამსხვრევს მას და აქცევმ ფხვნილად, ხოლო  ეს ფხვნილი თავის მხრივ ამსხვევს
ჭურვს. ამ პროცესზე იხარჯება ჭურვის გარკვეული ენერგია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის გამჭოლუნარიანობას.  შინაგანი ფენა, რომელიც შედგება ლითონისაგან, მაგალითად, ალუმინის ან  მისი შენადნობისაგან, აღიქვამს გარე კერამიკული ფენის ჩაღუნვას და იცავს ეკიპაჟს შესაძლო ნამსხვრევებისაგან.
აქვს რა ეჭვმიუტანელი დადებითი თვისებები, პროტოტიპი ამავე დროს არასაკმარისად დამყოლია, რაც პირველ რიგში დამახასიათებელია გარე  ფენისათვის, ანუ კერამიკისათვის. ეს თვისება არის პროტოტიპის და სხვა ცნობილი კონსტრუქციების ძირითადი ნაკლოვანება.
ამ ნაკლოვანების აღმოფხვრის  მიზნით შემოთავაზებულია "ჯავშანი". აღნიშნული მიზანი მიიღწევა იმით, რომ  გარეთა ფენას, ე.ი. კერამიკის ფენას ეძლევა დამყოლუნარიანობის თვისება.
წინადადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კერამიკის ფენა კეთდება ფორიანი, ამასთან ფორიანობა იზრდება შინაზედაპირიდან, სადაც ის ნულის ტოლია, გარე ზედაპირისაკენ,სადაც იგი აღწევს 20-25%.
შემოთავაზებული წინადადება აიხსნება ნახაზით, რომელიც შედგება ერთი ფიგურისაგან, რომელზედაც ნაჩვენებია ლითონის შინა ფენა 1, გარე-კერამიკული ფენა 2 და ფორები 3 ფენაში 2.


ფორები კერამიკაში წარმოიქმნება შესაბამისი ფხვნილების შემავსებელთან ერთად დაწნეხვის პროცესში. დაწნეხვა ხორციელდება აფეთქების ენერგიის საშუალებით. შეცხობის პროცესში შემავსებელი გამოიდევნება და სტოვებს ფორებს.
ჯავშანი მუშაობს შემდეგნაირად: კერამიკის 2 გარეთა ფენაზე მოხვედრისას ჭურვი შედარებით ადვილად ამსხვრევს მას, გარდაქმნის რა ფხვნილად, რომელიც არათუ ამსხვრევს ჭურვს, აგრეთვე აქრობს ჭურვის წინ მიმავალ დარტყმით ტალღას. ფორიანობის შემცირებასთან ერთად კერამიკული ფენის წინააღმდეგობა მატულობს და იგი აქრობს ჭურვის დარტყმით ენერგიას. შინა ლითონური ფენა ასრულებს იგივე როლს, რაც პროტოტიპშია, მაგრამ განიცდის გაცილებით ნაკლებ დატვირთვებს, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს მის ეფექტურობას.
საორიენტაციო გათვლები გვიჩვენებენ, რომ შემოთავაზებული ჯავშანის მედეგობა 20-25%-ით მეტია პროტოტიპის მედეგობაზე.
1958-1992 წლების საპატენტო მასალების შესწავლამ აჩვენა, რომ შემოთავაზებული ჯავშანის ანალოგი სხვა ქვეყნებში არ მოიპოვება.

დაწვრილებით:
ჯავშანი



გ.გ.კახიანის  ავტომატური პისტოლეტი

ტექნიკური შედეგი – ეფექტურობის ამაღლება და ექსპლუატაციის მოხერხებულობის გაზრდა


გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა 
გამოგონება განეკუთვნება ცეცხლსასროლ  იარაღებს, კერძოდ, პისტოლეტებს და გამიზნულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ცნობილია ავტომატური თვითსატენი  პისტოლეტები ჩახმახის დასარტყმელსასხლეტი მექანიზმით. ერთ-ერთი ასეთი  პისტოლეტის ანალოგია “მაუზერი-მ 712” 1932 წ.
“მაუზერი-მ 712”-ს აქვს დიდი უკუქცევის ძალა, რომელიც აქვეითებს სროლის შედეგს. პისტოლეტი შეიცავს დეტალების სიმრავლეს, ცეცხლის გადამყვანი მოუხერხებელია ექსპლუატაციისას.
ცნობილია აგრეთვე პისტოლეტი სტეჩკინი (აპს), რომელსაც გააჩნია პისტოლეტის და ტყვიამფრქვევის თვისებები. კალიბრი – 9 მმ-ია, გააჩნია თავისუფალი ჩამკეტი, თვითშემყენი, დასარტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩახმახით. ამასთან, დამცველი ასრულებს სამ ფუნქციას: დამცველისას, ერთჯერადი ცეცხლის რეჟიმზე და ერთჯერადიდან ავტომატურ რეჟიმზე გადამსვლელის. ცეცხლის ტემპი – 700-750
გასროლა წუთში, მჭიდი – 20 ვაზნაზეა გათვლილი, ვაზნები ჭადრაკისებურადაა განლაგებული. სამიზნე 25-დან 200 მეტრამდე; პისტოლეტს ერთვის ბუდე-კოლოფი, რომელიც გამოიყენება როგორც კონდახი. იმის გამო, რომ აპს-ის ვაზნა ნაკლები ძალისაა, ვიდრე “მაუზერი-მ 712”-ისა, მას უკუქცევის ნაკლები ძალა აქვს და ცეცხლის ავტომატური ეფექტი კი მაღალია.
პისტოლეტი “სტეჩკინი” მოძველებული მოდელია, რთულია მისი დაშლა-აწყობა და საჭიროებს დიდი რაოდენობით დამხმარე ხელსაწყოს. პისტოლეტი მცირე სიმძლავრიანია. ცეცხლის გადამყვანი  ართულებს იარაღის ექსპლუატაციას საბრძოლო ვითარებაში, აბნევს მებრძოლს და აკარგვინებს დროს. სისტემის ნაკლია აგრეთვე მჭიდის ჩამკეტი, რომელიც განლაგებულია მჭიდის ქვემო ბოლოში და საჭიროებს ამოსაღებად დამხმარე ხელს.
გამოგონების მიზანია შეიქმნას გაუმჯობესებული ავტომატური პისტოლეტის მოდელი, რომელშიც თავმოყრილია ახალი არატრადიციული, ტექნიკურად უფრო სრულქმნილი კვანძები. პისტოლეტი უნდა იყოს სუპეროპერატიული, სიმძლავრისა და სიმსუბუქის შენარჩუნებით.




დაწვრილებით:
გ.გ.კახიანის ავტომატური პისტოლეტი



გ.გ.კახიანის პისტოლეტი

ტექნიკური შედეგი – ეფექტურობის ამაღლება და ექსპლოატაციის მოხერხებულობის გაზრდა.

გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება ცეცხლსასროლ  იარაღებს, კერძოდ, პისტოლეტებს და გამიზნულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ცნობილია ავტომატური თვითსატენი  პისტოლეტები ჩახმახის დასარტყმელსასხლეტი მექანიზმით. ერთ-ერთი ასეთი პისტოლეტის ანალოგია “ბერეტა-84”.
“ბერეტა-84” წარმოადგენს თვითშემყენებელი ავტომატური პისტოლეტის მოწყობილობას, რომლის უკუმგდები ზამბარა ლულის ქვეშაა მოთავსებული, დასარტყმელ-სასხლეტი ზამბარა კი მდებარეობს პისტოლეტის ტარში, მჭიდის უკან. “ბერეტა-84”-ის პროგრესულობა სხვა, ადრე გამოშვებულ ტიპიურ პისტოლეტებთან, მაგალითად “ბერეტა-მ-34”-თან შედარებით, არის თვითშემყენებლობა. მჭიდის ჩამკეტი მოთავსებულია ტარში სასხლეტი კავის უკან, რაც ძალზე მოსახერხებელია პისტოლეტიდან მჭიდის ამოღებისას. “ბერეტა-84”-ის ლულა სრულად არ არის დახურული ჩამკეტით, რაც ამცირებს მის წონას და ლულის სწრაფი გაცივების
საშუალებას იძლევა.
“ბერეტა-84”-ის ერთი ნაკლია მისი დეტალების სიმრავლე. სროლის შემდეგ პისტოლეტის ჩამკეტი ღია რჩება, ახალი მჭიდის ჩადებისას სავაზნის გადატენვა ხდება ჩამკეტის ფიქსატორის ბერკეტზე  თითის დაჭერით, რაც ზედმეტ დროს მოითხოვს ექსტრემალურ ვითარებაში.
გამოგონების მიზანს წარმოადგენს  ისეთი პისტოლეტის შექმნა, რომელიც უფრო ეფექტური იქნება მუშა კვანძების კონსტრუქციული სრულყოფის ხარჯზე, ექნება მაქსიმალური სიმძლავრე, სიმსუბუქე, სისწრაფე სავაზნეში ვაზნების ავტომატური მიწოდებისა და მჭიდის გამოცვლის დროს.



დაწვრილებით:
გ.გ.კახიანის პისტოლეტი


ტიხრის ტყვიამედეგი კონსტრუქცია

გამოგონება გამოიყენება ტყვიამედეგი ვერტიკალური ტიხრის კოსტრუქციისას, რომელიც შეიცავს ერთ ან მრავალშრიან შემონაკერს 11, 12 ორი მხრიდან, დამცავ ფირფიტებსა 13–16 და შემონაკერებს 11, 12 შორის დაყენებულ მრავალრიცხოვან დგარებს 17–19, 51–53. შემონაკერები 11, 12 პირდაპირ ან არაპირდაპირ ეყრდნობა დგარებს 17–19, 51–53. სხვა ტყვიამედეგი ფირფიტები, რომლებიც, სულ მცირე, ნაწილობრივ შედგება თაბაშირბოჭკოვანი მასალებისგან, ახდენს განფენილი ტყვიამედეგი დაბრკოლების 25 ფორმირებას.



გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება ტყვიამედეგი ვერტიკალური ტიხრის კონსტრუქციას, რომელიც შეიცავს ერთ ან მრავალშრიან შემონაკერს ორი მხრიდან, დამცავ ფირფიტებსა და ორი მხრიდან გალაგებულ შემონაკერებს შორის დაყენებულ მრავალრიცხოვან დგარებს.
წინამდებარე გამოგონების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შემოთავაზებული იქნეს ტყვიამედეგობის უნარის მქონე ტიხრის ისეთი ტყვიამედეგი კონსტრუქცია, რომელიც შეიძლება ადვილად იქნეს გადატანილი და აწყობილი.

დაწვრილებით:
ტიხრის ტყვიამედეგი კონსტრუქცია




ტყვიამფრქვევის კონსტრუქციის გამარტივება

ტყვიამფრქვევი შეიცავს კორპუსს 1, საკვალთს 3, საკვალთის ჩარჩოსთან 6 შეერთებულ მოძრავ ლულას 5, სარტყამს 11 უკუსვლის ზამბარით 12, სასხლეტს 16 გამშვები ბერკეტით 17,  ვაზნების მიმღებ და მასრების გამოსაგდებ ფანჯარას საკვალთის ჩამკეტ მექანიზმს, რომელიც შესრულებულია საკვალთის ჩარჩოზე კრონშტეინის 18 მეშვეობით დამაგრებული უღლის 20 სახით. უღლის უკანა ნაწილზე დამაგრებულია გორგოლაჭი 21, ამ უკანასკნელის მოპირდაპირედ კი, კორპუსზე, - რკალისებრური დეტალი.


გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა 
გამოგონება განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ, ტყვიამფრქვევებს, უფრო კონკრეტულად კი საკვალთის ჩამკეტ მექანიზმებს.
ცნობილია ტყვიამფრქვევი, რომელიც  შეიცავს სადგარის კორპუსს, საკვალთის ჩარჩოს და მასთან დაკავშირებულ მოძრავ ლულას, ვაზნების მიმღებ და გილზების გამოსაგდებ ფანჯრებს, საკვალთის ჩამკეტი მექანიზმით, სარტყამს უკუსვლის ზამბარით, სასხლეტს გამშვები მექანიზმით, მჭიბს, სამიზნეს /1/.
ასეთი ტყვიამფრქვევი ნახევრადჩაკეტილი საკვალთით რთული კონსტრუქციისა და, სათანადოდ, ძნელად დასაშლელ-ასაწყობი, ტყვიამფრქვევის
გაბარიტები მას მოუხერხებელს ხდის,  ამასთან, ლულის გამოცვლა მოითხოვს დიდ დროს და საკმაოდ რთულია.
გამოგონების არსი ისაა, რომ ტყვიამფრქვევი შეიცავს კორპუსს, საკვალთის ჩარჩოსთან შეერთებულ მოძრავ ლულას, ვაზნების მიმღებ და მასრების
გამოსაგდებ ფანჯარას, საკვალთს ჩამკეტი მექანიზმით, სარტყამს უკუსვლის ზამბარით და სასხლეტს გამშვები ბერკეტით, საკვალთის ჩამკეტ მექანიზმს, რომელიც შესრულებულია საკვალთის ჩარჩოზე კრონშტეინის მეშვეობით დამაგრებული უღლის სახით, რომლის უკანა ნაწილზე დამაგრებულია გორგოლაჭი, ხოლო ამ უკანასკნელის მოპირდაპირედ, კორპუსზე, რკალისებური დეტალი, ამასთან, სარტყამი აღჭურვილია უკუსვლის ზამბარის ტელესკოპური მიმმართველით, საკვალთის ჩარჩოს უკან მოთავსებულია ზამბარა მისი უკუსვლის უზრუნველსაყოფად




დაწვრილებით:
ტყვიამფრქვევი


მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლის ფუნქციური შესაძლებლობების  გაფართოება

რაკეტა-მატარებელი შეიცავს ორ საფეხურს 1 და 2,  აღჭურვილს რეაქტიული ძრავებით 10  და 11.  თითოეული საფეხურის წვის კამერა ტიხრით 7 და 8 გაყოფილია ორნაწილად ისე,  რომ ერთ ნაწილში წარმოქმნილია ღრუ ნაკვეთური 5 და 6 მათში საწვავისა და შემდგომი საფეხურის ან სასარგებლო ტვირთის განსათავსებლად. გარდა ამისა თითოეული საფეხური  აღჭურვილია რვა რეაქტიული ძრავით,  რომელთაგან ოთხი განკუთვნილია დამატებითი წევის შესაქმნელად,  ოთხი კი საფეხურის ვარდნის სიჩქარის შესამცირებლად.


გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება რაკეტათმშენებლობის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საბრძოლო ჭურვის  ზეშორმანძილზე გასასროლ იარაღად, საჭიროების შემთხვევაში, მტრის საწინააღმდეგოდ, ასევე საპლანეტაშორისო საფრენ აპარატად, კოსმოსური სივრცისა და დედამიწის ახლო მდებარე პლანეტების კვლევისა და იქიდან საჭირო ინფორმაციის მისაღებად თუ შემოთავაზებულ მრავალსაფეხურიან მფრინავ რაკეტა-მატარებელს საბრძოლო ჭურვის მაგივრად აღვჭურვავთ ჰერმეტული კონტეინერით, მასზე მოთავსებული საჭირო აპარატურებით, მასში მოთავსებული რობოტული მოწყობილობით ორმხრივი კავშირისათვის.
ცნობილია რაკეტა-მატარებელი, რომელიც შეიცავს სულ მცირე, ორ საფეხურს განთავსებულს საერთო კორპუსში, ამ  რაკეტის უარყოფითი მხარეა მცირე ფუნქციური შესაძლებლობები.
აღნიშნული უარყოფითი მხარეები აღმოფხვრილია მრავალსაფეხურიანი რაკეტამატარებლით, რომელიც შეიცავს, სულ მცირე ორ საფეხურს აღჭურვილს რეაქტიული ძრავით და სტაბილიზატორებით, თითოეული საფეხურის ძრავი შესრულებულია საქშენიანი წვის კამერის სახით. თითოეული საფეხურის საქშენიანი წვის კამერა ტიხრით გაყოფილია ორ ნაწილად ისე, რომ ერთ ნაწილში წარმოქმნილია ღრუ ნაკვეთური, მასში საწვავის და შემდგომი საფეხურის ან სასარგებლო ტვირთის განსათავსებლად, გარდა ამისა თითოეული საფეხურის წვის კამერა და ღრუ ნაკვეთური აღჭურვილია დისტანციური ამფეთქით, ხოლო ღრუ ნაკვეთურში განთავსებული ყოველი საფეხურის წვის კამერის საქშენი – ფარით, ამასთან, თითოეულ საფეხურზე დამაგრებულია რვა დამატებითი რეაქტიული ძრავა, რომელთაგან ოთხი განკუთვნილია დამატებითი წევის შესაქმნელად, ოთხი კი  საფეხურის ვარდნის სიჩქარის შესამცირებლად.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ფუნქციური შესაძლებლობის გაფართოება. შემოთავაზებული გამოგონება წარმოდგენილია 3 ფიგურად, გრძივ ჭრილში.



დაწვრილებით:
მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებელი