ელგუჯა მეძმარიაშვილის გასაშლელი ხიდი
ხიდი 1 შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის სახით დაკავშირებული გრძივი კოჭების 2, 3, 6 და 7 რიგებით შედგენილ სავალ ლიანდებს 4. ლუწი რიგების გრძივი კოჭები 2 და 6 მიერთებულია შუა და განაპირა განივღერძებთან 5 და 8 უძრავი შეერთებით 9 და ინტერვალით, ხოლო კენტი რიგების კოჭები 3 და 7 - ამ ინტერვალში შემობრუნების შესაძლებლობის მქონე შეერთებით 10. ლუწი და კენტი რიგების კოჭები შიდა ბოლოებით, სახსრულად 11, განივი ღერძებით 12 და 13 დაკავშირებულია ერთმანეთთან. განაპირა კოჭების 6 და 7 მაერთებელ განივ ღერძებზე გვერდითი მხარეებიდან სახსრულად მიერთებულია საყრდენებთან 16 სრიალის შესაძლებლობით დაკავშირებული სადგარები 14. სავალი ლიანდის ქვედა მხრიდან განივ ღერძებზე 8 დაფიქსირებულია ჭიმები 18. ჭიმები და სავალი ლიანდები დაკავშირებულია ირიბანებით 20 და 21.
გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა
გამოგონება განეკუთვნება სამხედრო-საინჟინრო ტექნიკას, კერძოდ, ზღუდეზე დასაგებ გასაშლელ ხიდებს, რომლებიც გამოიყენება ავარიული სიტუაციისა და სამხედრო მოქმედებების დროს მიუდგომელ ადგილებში სამაშველო-სამხედრო ტექნიკის გადასაყვანად.
ცნობილია გასაშლელი ხიდი /1/, რომელიც შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის რიგების შემცველ მზიდ ნაწილს, ორ რიგად ფილებით ასაწყობ სავალ ლიანდებსა და საყრდენებს. აღნიშნული ხიდის ნაკლია ფილებით ასაწყობი სავალი ნაწილის გაშლაზე შრომისა და დროის დიდი დანახარჯები.
ცნობილია გასაშლელი ხიდი, რომელიც შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის რიგების შემცველ მზიდ ნაწილს, მზიდი ნაწილის თავზე ასაწევი ფილებით შედგენილ ლიანდებს და საყრდენებს. აღნიშნული ხიდის ნაკლია მზიდი ნაწილის თავზე ასაწევი ფილებით გამოწვეული დაკეცილი მდგომარეობის დიდი გაბარიტები, რაც ართულებს გამოყენების ადგილამდე მის მიტანას.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ხიდის დაკეცილ მდგომარეობაში გაბარიტების შემცირება. ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ ხიდში, რომელიც შეიცავს პანტოგრაფული მექანიზმის სახით დაკავშირებული გრძივი კოჭების რიგებით შედგენილ განშლად სავალ ლიანდებს, რომლებიც სახსრულად დაკავშირებულია საყრდენებთან, სავალი ლიანდების ქვედა მხრიდან დამაგრებულ მოქნილ ჭიმებს, სავალი ლიანდების გრძივ კოჭებსა და ჭიმებს შორის მათთან დაკავშირებულ ირიბანებს, სავალი ლიანდების განაპირა გრძივ კოჭებთან სახსრულად მიერთებულ
საყრდენებს, გასაშლელ მექანიზმსა და ჩასაკეტ მოწყობილობას, კენტი რიგების გრძივი კოჭები მიერთებულია შუა განივ ღერძებთან უძრავად და ინტერვალით, ლუწი რიგების კოჭები – ამ კოჭებს შორის ინტერვალში შემობრუნების შესაძლებლობით, ირიბანების ზედა ბოლოები სახსრულად მიერთებულია შუა განივ ღერძებთან სავალი ლიანდების გვერდებზე, ხოლო მათი ქვედა ბოლოები – მათ გადასაბმელ ქვედა განივ ღერძებზე, ჭიმები კოუშებით დამაგრებულია ლიანდების საყრდენებთან დამაკავშირებელ განივ ღერძებთან, ამასთან, ამ ღერძების ბოლოებზე დაყენებულია კოუშების შემზღუდველები.
ხიდის შესრულების ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, სავალი ლიანდების საყრდენებზე შესრულებულია გრძივი მიმმართველები, ხოლო ლიანდების საყრდენებთან დამაკავშირებელ განივ ღერძებთან სახსრულად მიერთებულია სადგარები, რომლებსაც აქვს ამ მიმმართველებზე სრიალის შესაძლებლობა გამჭიმი ძალვების ზემოქმედებისას მათ გრძივად გადასაადგილებლად, ხოლო საყრდენებს ორივე ბოლოზე აქვს სადგარების სვლის შემზღუდველი ამაღლებული ნაწილები, ხიდის გარე მხარეს მდებარე სადგარების სვლის შემზღუდველებში შესრულებულია გრძივი ხვრელები, რომლებშიც ჩადგმულია საყრდენების განმბჯენი ზამბარები სადგარების უკუმიმართულებით გადასაადგილებლად.
ხიდის შესრულების მეორე ვარიანტის თანახმად, გასაშლელი მექანიზმი წარმოადგენს გრძივი კოჭების შუა განივ ღერძებზე შემობრუნების შესაძლებლობით დაყენებულ სადგარზე მიერთებულ ამძრავიან ჭიახრახნებს, ჭიახრახნებს აქვს შუა განივ ღერძებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობით დაყენებული ჭიათვლები, ხოლო ირიბანების ქვედა ბოლოების გადასაბმელ განივ ღერძებზე ლიანდებს შორის დაყენებულია ერთმანეთთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის მქონე კბილა თვლები ხიდის ელემენტების გაშლის სინქრონიზაციის უზრუნველსაყოფად.
ხიდის შესრულების მესამე ვარიანტის თანახმად, ირიბანების ქვედა ბოლოების გადასაბმელ განივ ღერძებზე ლიანდების ქვეშ ხისტად დაყენებულია ამძრავ მექანიზმთან დაკავშირებული დოლები, რომლებიც აღჭურვილია დოლის ცილინდრულ ზედაპირზე შესრულებული განივი ტიხრებით, ამასთან, ჭიმები დამაგრებულია ტიხრებს შორის, ხოლო ქვედა განივ ღერძებზე დოლების ბოლოებთან მიერთებულია დამჭერები ჭიმების კბილებიანი მაკავებლების დასამაგრებლად.
ხიდის შესრულების მეოთხე ვარიანტის თანახმად, სავალი ლიანდების შუა ირიბანები დაკავშირებულია ერთმანეთთან მოქნილი კავშირებით.
ხიდის შესრულების მეხუთე ვარიანტის თანახმად, განშლადი სავალი ლიანდების ქვედა მხრიდან დამაგრებულ ჭიმებზე გრძივი კოჭების რიგების განაპირა ქვედა ბოლოების მხარეს მიმაგრებულია მოქნილი დამცავი ფირფიტები დაკეცვის დროს კოჭების დასაცავად და დაკეცილ მდგომარეობაში მათზე გადასაკრავად, ტრანსპორტირებისას დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ხიდის შესრულების მეექვსე ვარიანტის თანახმად, ჩასაკეტი მოწყობილობა შედგება გრძივი კოჭების მაერთებელ ზედა განივ ღერძებზე სახსრულად მიერთებული კაუჭიანი სატაცებისაგან და ამ კოჭების მაერთებელ ქვედა განივ ღერძებზე მიერთებული თითებისაგან, ამასთან, კაუჭიანი სატაცების ზურგის მხარეს, გრძივი კოჭების ნაწილში დაყენებულია გამწევი ელემენტები, რომლებიც შესრულებულია მიმმართველებში ჩასმული ზამბარიანი საკეტელებისა და მათი მადებლოკირებელი ელექტრომაგნიტისაგან, ან ამძრავი მექანიზმის მქონე ჩამკეტი ღეროებისაგან, რომლებიც ჩადგმულია სატაცებში შესრულებულ მიმღებ ნახვრეტებში, ამასთან, ჩამკეტ ღეროებზე ჩამოცმულია ჭიმვადი ზამბარები, რომელთა თითო ბოლო მიბჯენილია სატაცებზე და ჩამკეტ ღეროებზე შესრულებულ შემზღუდველებზე დამჭიმი ძალვების ასათვისებლად.
დაწვრილებით:
ტრანსფორმირებადი გასაშლელ-დასაკეცი ხიდი
გამოგონება განეკუთვნება ხიდმშენებლობას, კერძოდ დაბრკოლებათა გადასალახად გათვალისწინებულ სწრაფად ასაგებ, საიერიშო ტრანსპორტირებად ტექნიკას.
ცნობილია ასაწყობი ხიდი, რომელიც შეიცავს ასაწყობ სამონტაჟო გრძივ ხარაჩოს ტიპის ელემენტს და ძირითად მზიდ დასაკეც ბლოკებს, მათი ერთმანეთთან ფიქსაციის კვანძებს /1/.
ზემოაღნიშნული ხიდი რთულია, ვინაიდან ხარაჩოს ტიპის სამონტაჟო გრძივი ელემენტის და ძირითადი დასაკეცი ბლოკების ადგილზე მისატანად საჭიროა დამოუკიდებელი სატრანსპორტო ერთეულები, აგრთევე ამწე-მექანიზმები, მუშა ხელი ამ ელემენტების გადმოსაღებად, დასამონტაჟებლად და დასაფიქსირებლად. ხიდის ასაგებად საჭიროა დიდი დრო, რის გამოც იგი არამობილურია.
პროტოტიპად მიჩნეულია “ლიანდის ტიპის ასაწყობი ხიდის დასამონტაჟებელი მოწყობილობა”, რომელიც შეიცავს დასამონტაჟებელ და სანაპირე პორტალურ საყრდენებს, ორ გრძივ გასაგორებელ კოჭს საგორავებით, მიერთებულს სანაპირე პორტალურ საყრდენთან ირიბანებით. პორტალურ საყრდენს გააჩნია საძირკველი საპირწონედ დასაყენებელი ორი ავტომანქანისათვის. სანაპირე პორტალური საყრდენი აღჭურვილია ისრით, ტვირთამწევი მექანიზმის მოსაწყობად, ყოველ გასაგორებელ კოჭს გააჩნია პორტალური საყრდენის გარეთ გამომავალი კონსოლი, მეორე ბოლოზე კი გადასაგდები ნაწილი ლიანდის ნაპირზე დასაშვებად /2/.
ლიანდის ძელებს დებენ გასაგორებელი კოჭების კონსოლებზე, რომელიც ასრულებს სამონტაჟო მოედნის ფუნქციას, ლიანდის გაწევა ხორციელდება ავანბეკის საშუალებით.
ზემოაღნიშნული მოწყობილობა რთულია და არასაიმედო, ვინაიდან იგი შედგება ნაპირზე ასაწყობი რამდენიმე დამოუკიდებელი ელემენტებისაგან. ამ ელემენტების დაყენება შრომატევადია, მოიცავს მოედნის, გასაგორებელი კოჭის სამონტაჟო და სანაპირო პორტალური საყრდენების და სხვა ელემენტების მონტაჟს. გარდა ამისა, ამ ელემენტების ნაპირამდე მისატანად საჭიროა რამდენიმე სატრანსპორტო ერთეული, დასამონტაჟებლად კი ამწე საშუალება და შესაბამისი მუშა ხელი. ლიანდის გამოგორება ხდება ავანბეკის საშუალებით. ყოველივე ეს მოითხოვს პროფესიონალიზმს, დროისა და შრომის დიდ დანახარჯებს.
ხიდი შესრულებულია ტელესკოპურად დაკავშირებული ერთი ან მეტი გრძივი რიგისაგან, დასაკეცი პილონისა და საყრდენებისაგან, ხიდი აღჭურვილია ტელესკოპური საპირწონით _ საყრდენით, რიგები და ძელები იხსნება ცალცალკე ან ერთდროულად. ხიდი აღჭურვილია დასაკეცი სავალი ნაწილით, სატრანსპორტო საშუალების გასატარებელი მიმმართველით, ხიდის მოძრავი ბოლოებით კი ნაპირზე წაცურების, გადაგორების და ჩაანკერების მექანიზმებით.
ხიდი აღჭურვილია ასაკეცი, ასაწევ-მოსაბრუნებელი და ჩასაწევი საყრდენებით მათი გრძივი რიგების მიმართ ბრუნვისა და ფიქსაციის მექანიზმით, ბოლოები კი _ ფსკერზე ფიქსაციისა და ჩაანკერების მექანიზმებით.
ხიდის დაშლა _ მუშა მდგომარეობაში გადაყვანა _ ხდება ავტომატურად. ტექნიკური შედეგია აგების დროისა და შრომატევადობის შემცირება.
ტრანსფორმირებადი გასაშლელ-დასაკეცი ხიდი
გასაშლელი და ხიდის გამწყობი
დაწვრილებით:
გასაშლელი ხიდი და ხიდის დამწყობი
No comments:
Post a Comment