ირანის მასმედიის თანახმად ქვეყნის სარაკეტო–კოსმოსურმა ძალებმა რაკეტა Pishgam–ის (Pioneer) დახმარებით განახორციელეს მაიმუნის წარმატებული მოგზაურობა კოსმოსში, რაკეტა ფრენისას 120 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც თავისი მგზავრი დედამიწაზე უვნებლად დააბრუნა.
ანალოგიური კოსმოსური გამოცდა შარშან წარუმატებლად დასრულდა, ხოლო 2010 წელს ირანელმა მეცნიერებმა წარმატებით ამოგზაურეს თაგვი, კუ და რამოდენიმე ჭია კოსმოსში. იგივე განცხადების თანახმად ირანი ათლწულის ბოლოსთვის გეგმავს კოსმოსში ასტრონავტი გაგზავნოს, ამ მიზნებისთვის ქვეყანაში კოსმოსური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ირანმა ადგილობრივი წარმოების კოსმოსური თანამგზავრი Omid (იმედი) პირველად 2009 წელს გაუშვა კოსმოსშ. პირვეი ბიოკაფსულა ქვეყანამ 2010 წლის თებერვალში, რაკეტა Kavoshgar-3–ის (Explorer-3) დახმარებით ამოგზაურა. 2011 წლის ივნისში ირანმა 15,3 კგ წონის კოსმოსური ზონდი Rasad (Observation) ორბიტაზე გაიყვანა. ასევე 2012 წლის 3 თებერვალს გაშვებული იქნა კავშირგაბმულობისა და ტელემეტრიის თანამგზავრი Navid-e Elm-o Sanat.
აღსანიშნავია რომ ირანი გაეროს ფარგლებში არსებული კოსმოსი მშვიდობისთვის გამოყენების ორგანიზაციის, რომელიც 1959 წელს ჩამოყალიბდა, დამაარსებელი 24 ქვეყნის შემადგენლობაში შედის.
No comments:
Post a Comment