Showing posts with label შვედეთი. Show all posts
Showing posts with label შვედეთი. Show all posts

Tuesday, November 26, 2019

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ერთიანი საბრძოლო უნიფორმა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


Nordic Combat Uniform System (შემოკლებით NCU) - ეს არის ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას საბრძოლო ტანსაცმელის უნიფიცირებული კომპლექტი, რომელშიც შევა ყველაფერი, დაწყებული თეთრეულიდან და დასრულებული გარე შრეებით, რომლების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ექსტრემალურ სიცივეში, სკანდინავიასა და ევროპაში და ჯუნგლებშიც. კომპლექტი ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი შაბლონით და მასალით შეიქმნება, მაგრამ ყველა ქვეყანას საკუთარი შეფერილობა ექნება. ყელსახვევი, თათმანები, ბათინკები და მსგავსი ნივთები პროგრამაში არ შედის და ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად განახორციელებს მათ შეძენას.

უნიფორმის საცდელი გამოყენება 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე განხორციელდება და მასში ოთხივე ქვეყნის 480 სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული (ყველა ქვეყნიდან თითო, 120 კაციანი, ასეული). უნიფორმის მიღება 2021 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.


Wednesday, November 13, 2019

Strv 81, Strv 103, Strv 122 - შვედური ტანკების სახელები და მათი დეფინიცია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როდესაც საუბარი მიდის შვედურ ტანკებზე, ჩვენ ვისმენთ შემდეგ ინდექსებს - Strv 81, Strv 103 ან Strv 122. რა არის ეს? შემთხვევითი ასოებისა და ციფრების კრებული თუ სხვა რამე?

Strv ეს შემოკლებული Stridsvagn, რაც შვედურიდან ითარგმნება როგორც - საბრძოლო ტანკი.

ციფრების საქმე კიდევ უფრო რთულადაა. ნომერი შეიცავს ძირითადი შეიარაღების კალიბრს სანტიმეტრებში და მოდელის რიგითობის ციფრს.

Strv 122 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი შვედური Leopard-2A5).

შესაბამისად შვედური ტანკების სახელები შემდეგნაირად შეგვიძლია გავშიფროთ:

  • Strv 81 - 8 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (84 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Centurion Mk. 3)
  • Strv 101 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (105  მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Centurion Mk. 10)
  • Strv 102 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (105  მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი მოდერნიზირებული Strv 81)
  • Strv 103 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-3 მოდელი (ცნობილი უკოშკურო S-tank)
  • Strv 104 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-4 მოდელი (მოდერნიზირებული Strv 103)
  • Strv 121 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი Leopard-2A4)
  • Strv 122 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი შვედური Leopard-2A5).


ამას გარდა სახელწოდებებს ზოგჯერ ასოებსაც უმატებენ, რაც აღნიშნული მოდელის მოდერნიზაციას აღნიშნავცს, მაგალითად Strv 103B, Strv 102R, Strv 122B.

Thursday, April 11, 2019

ვერტმფრენი Ми-28А შვედეთში

ვერტმფრენი Ми-28А შვედური არმიის ახალი საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენის კონკურსში 1995 წელს იქნა მივლინებული. კონკურსის მიზანს ტსმრ TOW-ით აღჭურვილი მოძველებული Bo-105-ის ჩანაცვლება წარმოადგენდა. კონკურსში შემდეგი ვრეტმფრენები იყო ჩართული: AH-64A Apache, AH-1W Super Cobra, A-129 Mangusta, Tiger, CSH-2 Rooivalk, Mи-28А და и Ka-50.



Mи-28А შვედეთში 1995 წლის 7 ოქტომბერს ჩაიყვანეს. გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე შვედმა მფრინავმა ვერტმფრენის პილოტირებისა და შეიარაღების ოპერატორის კურსი გაიარა, თუმცაღა გამოცდებზე შვედები მხოლოდ ოპერატორის ადგილზე დაფრინავდნენ, პილოტირებას კიდევ მხოლოდ "მილის" საცდელ-საკოპნსტრუქციო ბიუროს პილოტები ახორციელებდნენ.

გამოცდების მსვლელობისას Ми-28А-მ 30 საათი იფრინა, ფრენების დროს ძრავის მტყუვნებას ადგილი არ ჰქონია. გამოცდების დროს ასევე განხორციელდა ტსმრ 9М120-ის 40 გაშვება, საიდანაც 35-მა მიზანი გაანადგურა (გაშვების მანძილი 4 680 მეტრამდე აღწევდა). რაკეტებისგან განხვავებით საბორტე ქვემეხიდან სროლამ დაუკმაყოფილებლად ჩაიარა - შეიარაღება და სამიზნე კომპლექსი არ იყო განულებული.


გამოცდების დროს ასევე მაღალი შეფასება მიიღო ვერტმფრენის პასიური დაცვის საშუალებებმა (რადიოლოკაციურმა და ოპტიკურმა). ასევე პოზიტიური შეფასება მიიღო პილოტისა და ოპერატორის სამუშაო ადგილების ერგონიმიკამ. შვედების მიერ სუსტ მხარედ დასახელდა ვერტმფრენის ღამის ხედვის ხელსაწყოები, რაც მის ეფექტურობას ღამის პირობებში საგრძნობლად ამცირებდა.

მთლიანობაში გამოცდების შედეგად Ми-28А საიმედო ვერტმფრენად დასახელდა, რომელიც კარგად იყო ადაპტირებული ბრძოლის ველზე საოპერიროდ. მაგრამ კონკურის შედდეგებზე ამანდ დიდი გავლენა ვერ მოახდინა - შვედებმა რუსული ვერტმფრენი უარყვეს. თუმცა კონკურსი მთლიანობაშ წარუმატებელი გამოდგა და მოძველებული Bo-105 ქვეყნის სამსახურში 2010 წლამდე დარჩა.

Saturday, August 27, 2016

რუსული Ми-28А და შვედეთის Strv 121 (იგივე Leopard-2A4)


1995 წელი, შვედეთის Strv 121 (იგივე Leopard-2A4) რუსული Ми-28А, ამ ბოლოს სატენდერო გამოცდების დროს

Friday, December 12, 2014

დღის ფოტო – დილის განწყობისთვის

2008 წელი, ჩადი – შვედური არმიის მოტომექანიზირებული ქვედანაყოფი პატრულირების მომენტში

Wednesday, September 25, 2013

პირველი წინა სერიული თვითმავალი ჰაუბიცა Archer

შვედეთის თავდაცვითი შესყიდვების უწყებამ, Försvarets Мaterielverk–მა (FMV), 2013 წლის 23 სექტემბერს კომპანია BAE Systems Bofors–ისგან კარლსკრუგში მდებარე საწარმოში, 155მმ/52 კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა Archer–ის პირველ წინა სერიული, ოთხმანქანიანი ბატარეა მიიღო.
ეს არის პირველი ოთხი BAE Systems Bofors Archer–ის (FH77BW L52, შვედური სამხედრო დასახელება Artillerisystem 08) სისტემა, რომელიც შვედეთის არმიასთან 2009 წელს გაფორმებული 24 მანქანიანი კნტრაქტის ნაწილია. თავდაპირველად, კონტრაქტის თანახმად ეს სისტემები შვედეთის არმიას 2011–2012 წლებში უნდა მიეღო. მაგრამ მანქანის დამუშავების და დეფექტების აღმოფხვრის გაჭიანურებისა და წარმოებაში არსებული პრობლემების გამო თვითმავალი ჰაუბიცა Archer გრაფიკს საგრძნობლად ჩამორჩა. შედეგად პირველი, ოთხმანქანიანი ბატარეა შემკვეთს ახლა გადაეცა, ხოლო დანარჩენი 20 მანქანის მიწოდება 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ასევე 2009 წლის კონტრაქტის თანახმად, 24 ცალი Archer ნორვეგიის არმიას უნდა მიეწოდოს.

წყარო:

Friday, March 22, 2013

თურქულ–შვედური გამანადგურებლის ერთობლივი პროექტი


თურქეთის "ეროვნული გამანადგურებლის" შექმნის პროგრამის ფარგლებში თრუქულმა ΤΑΙ–მ და შვედურმა SAAB–მა ხელი მოაწერეს ტექნიკური თანამშრომლობის  ხელშეკრულებას, რომელშიც ტურქული მხარე წამყვან მოთამაშედ მონაწილეობს. აღსანიშნავია ისიც რომ თურქეთის შესყიდვების სამინისტრომ ამ პროგრამაზე მუშაობის დაწყება თურქულ კომპანიებს 2011 წელს დაავალა.
თურქეთსა და შვედეთს შორის (ისევე როგორს თურქეთსა და KAI–ის შორის) ფლირტი გამანადგურებლის პროგრამის შესახებ გასული ათწლეულის მეორე ნახევარში დაიწყო. გეგმების მიხედვით თურქეთმა ახალი გამანადგურებელი 2023 წელს უნდა ჩაუშვას სერიაში.


წყარო:
TAI and Saab to design Turkey’s indigenous fighter


Saturday, January 19, 2013

დღის ფოტო – ტანკი Heavy Metal


შვედეთი, ტანკი Strv–104, 1977 წელი.


ჭაჭვებიან ეკრანებზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ეს ანტიკუმულაციური ეკრანებია – ებრაული Merkava–ას მსგავსად.