Thursday, April 11, 2019

ვერტმფრენი Ми-28А შვედეთში

ვერტმფრენი Ми-28А შვედური არმიის ახალი საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენის კონკურსში 1995 წელს იქნა მივლინებული. კონკურსის მიზანს ტსმრ TOW-ით აღჭურვილი მოძველებული Bo-105-ის ჩანაცვლება წარმოადგენდა. კონკურსში შემდეგი ვრეტმფრენები იყო ჩართული: AH-64A Apache, AH-1W Super Cobra, A-129 Mangusta, Tiger, CSH-2 Rooivalk, Mи-28А და и Ka-50.



Mи-28А შვედეთში 1995 წლის 7 ოქტომბერს ჩაიყვანეს. გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე შვედმა მფრინავმა ვერტმფრენის პილოტირებისა და შეიარაღების ოპერატორის კურსი გაიარა, თუმცაღა გამოცდებზე შვედები მხოლოდ ოპერატორის ადგილზე დაფრინავდნენ, პილოტირებას კიდევ მხოლოდ "მილის" საცდელ-საკოპნსტრუქციო ბიუროს პილოტები ახორციელებდნენ.

გამოცდების მსვლელობისას Ми-28А-მ 30 საათი იფრინა, ფრენების დროს ძრავის მტყუვნებას ადგილი არ ჰქონია. გამოცდების დროს ასევე განხორციელდა ტსმრ 9М120-ის 40 გაშვება, საიდანაც 35-მა მიზანი გაანადგურა (გაშვების მანძილი 4 680 მეტრამდე აღწევდა). რაკეტებისგან განხვავებით საბორტე ქვემეხიდან სროლამ დაუკმაყოფილებლად ჩაიარა - შეიარაღება და სამიზნე კომპლექსი არ იყო განულებული.


გამოცდების დროს ასევე მაღალი შეფასება მიიღო ვერტმფრენის პასიური დაცვის საშუალებებმა (რადიოლოკაციურმა და ოპტიკურმა). ასევე პოზიტიური შეფასება მიიღო პილოტისა და ოპერატორის სამუშაო ადგილების ერგონიმიკამ. შვედების მიერ სუსტ მხარედ დასახელდა ვერტმფრენის ღამის ხედვის ხელსაწყოები, რაც მის ეფექტურობას ღამის პირობებში საგრძნობლად ამცირებდა.

მთლიანობაში გამოცდების შედეგად Ми-28А საიმედო ვერტმფრენად დასახელდა, რომელიც კარგად იყო ადაპტირებული ბრძოლის ველზე საოპერიროდ. მაგრამ კონკურის შედდეგებზე ამანდ დიდი გავლენა ვერ მოახდინა - შვედებმა რუსული ვერტმფრენი უარყვეს. თუმცა კონკურსი მთლიანობაშ წარუმატებელი გამოდგა და მოძველებული Bo-105 ქვეყნის სამსახურში 2010 წლამდე დარჩა.

No comments:

Post a Comment