6 აპრილს, აშშ-ს საზღვაო ძალების "სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად - გამანადგურებელ F/A-18 Super Hornet-ის ავიაპარკი საბრძოლო მზადყოფნის დაგეგმილ 80%-იან ზღვარს უახლოვდება.
2017 წელს აშშ-ს საზღვაო ძალების F/A-18 Super Hornet-ების მხოლოდ მესამედი იმყოფებოდა საბრძოლო მდგომარეობაში. სამხედრო უწყების მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების თანახმად - 546 საგემბანო გამანადგურებლების თითქმის ნახევარი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. წლევანდელი მონაცემებით გამანადგურებელების 63% - 73%-ს ნებისმიერ მომენტში შეუძლია საბრძოლო ამოცანაზე გასვლა. ამასთან აშშ-ს საზღვაო ძალების სარდლობა წლის ბოლოს ამ მონაცემის 80%-მდე გაზრდას გეგმავს.
თემატური სტატიები:
აშშ-ს საზღვაო ძალების საჰაერო შემადგენლობის მეთაურის, სკოტტ კონნის, განცხადების თანახმად - სამხედრო უწყებამ F/A-18E/F Super Hornet-ების მომსახურების შესაფასებლად და პროცესის გაუმჯობესებისა და დაჩქარების მიზნით მწარმოებელთა წარმომადგენლები მიიწვია. შედეგად ერთი თვითმფრინავის გეგმიური მომსახურების ვადა 120 დღიდან 60 დღემდე შემცირდა, ასევე შემცირდა სათადარიგო ნაწილების მიწოდების დროც - 30-დან 2 დღემდე. ამას გარდა სამხედროებმა საგრძნობლად გაზარდეს F-35-ების პარკის საბრძოლო მზადყოფნის დონეც და ასევე გეგმავენ ამ მაჩვენებლის 80%-მდე გაზრდას.
აშშ-ს საზღვაო ძალების Super Hornet-ებისა და Growler-ების მზადყოფნის ინფოგრაფიკა
გამანადგურებელი Boeing F/A-18 Hornet და მისი უახლესი მოდიფიკაცია F/A-18E/F Super Hornet, აშშ-ს საზღვაო ძალების შეიარაღებაზე 1983 წლიდან იმყოფება და მათი თანდათანობითი ჩანაცვლება უახლესმა F-35C Lightning II-მა უნდა განახორციელოს. ამ უკანასკნელის პროგრამა გრაფიკს რამდენიმე წლით ჩამორჩება, რაც კომპანია Boeing-ს საშუალებას აძლევს როგორც განაგრძოს F/A-18E/F Super Hornet-ის პროგრამა, ასევე წარადგინოს მისი უახლესი მოდიფიკაციებიც.
No comments:
Post a Comment