აშშ-ს საზღვაო ქვეითები .50 BMG კალიბრის პოლიმერული ვაზნების შეძენას გეგმავენ - თუმზაღა ტრადიციული კონსტრუქციის ვაზნები ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება შეიარაღებაზე
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი 2 400 000 ცალი .50 BMG კალიბრის პოლიმერული (კომპოზიტური) ჰილზის მქონე ვაზნების შესყიდვას გეგმავს. ამ ვაზნის მასრა რამდენიმე დეტალისგან შესდგება - მასრის კორპუსი პოლიმერულია და შეერთებულია თითბერისგან დამზადებული ფსკერის ნაწილთან. საზღვაო ქვეითთა სარდლობა (Marine Corps Systems Command — MCSC) გეგმავს ერთადერთ მომწოდებელთან - MAC, LLC-სთან (მასაჩუსეტის შტატი, სენტ ლუისი) გააფორმოს ხელშეკრულება.
MAC LCC-ის მიერ წარმოებული კომპოზიტურმასრიანი .50 BMG კალიბრის ვაზნა
ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთს ჩვეულებრივ ვაზნებთან ერთად სავარაუდოდ ჯავშანგამტანი ვაზნებიც უნდა მიეწოდოს. როგორც ცნობილია კომპანია MAC-ი ამ ცოტა ხნის წინ Nammo-ს ნაწილი გახდა, რომელიც თავის მხრივ ჭურვებისა და ვაზნების წარმოებაზეა სპეციალიზირებული. იანვარში Nammo-მ კომპანია MAC-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა და Nammo Small and Medium Caliber Ammuniton-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, რეიო ბრაგბერის განცხადების თანახმად - ეს ნაბიჯი Nammo-სა და MAC-ს ახალ ტექნოლოგიებში ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
MAC LCC-ის კომპოზიტურმასრიანი ვაზნის სქემა საპატენტო დოკუმენტაციიდან
პოლიმერულ მასრიანი ვაზნები არც თუ ისე ახალი კონცეფციაა. მასრების დამზადებაში პოლიმერების გამოყენების იდეა პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში გახმოვანდა. თვითონ კომპანია MAC-ი უკვე აწარმოებს 338 Norma Magnum (LWMMG) კალიბრი ვაზნებს მსუბუქი ტყვიამფრქვევებისთვის.
კლასიკური .50 კალიბრის ვაზნებთან შედარებით, ახალი პოლიმერულუ მასრიანი ვაზნები 25%-ით (ზოგიერთი წყაროს თანახმად 45%) იძლევა წონის შემცირების შესაძლებლობას. სამხედროთა მოთხოვნის თანახმად ახალი ვაზნები წინამორბედების ბალისტიკას უნდა იმეორებდეს, ასევე უნდა ჰქონდეს მიზანზე მსგავსი ზემოქმედება და უზრუნველყოფდეს ტყვიამფრქვევის ავტომატიკის გამართულ მუშაობას (მათი გადაკეთების გარეშე).
No comments:
Post a Comment