Showing posts with label .50 BMG. Show all posts
Showing posts with label .50 BMG. Show all posts

Sunday, July 19, 2020

The Navy is eyeing suppressors for its upgraded 'Ma Deuce' .50 cal machine guns

Sailors from Coastal Riverine Squadron (CRS) 1 conduct category III qualifications on the M2A1 heavy machine gun at Marine Corps Base Camp Pendleton, Calif. CRS-1 is qualifying for future mobilization requirements. (U.S. Navy/Hospital Corpsman 1st Class Kenji Shiroma)


The Navy is considering giving Ma Deuce a quiet new update.

In a request for information (RFI) issued on Tuesday, Naval Supply Systems Command announced a search for defense industry sources equipped to manufacture suppressors for the M2A1 variant of the tried-and-true M2 .50 caliber machine guns.

According to the RFI, the ideal suppressor will reduce the 160-decibel roar of a .50 cal to somewhere below the Pentagon's 140-decibel standard for hearing damage.

In addition, the suppressor should reduce muzzle flash by up to 95% compared to a standard barrel — all without compromising the weapon's accuracy, reliability, and rate of fire.

The Navy isn't the first service to slap suppressors on Ma Deuce. In May 2017, the Marine Corps announced that infantry Marines with the Bravo Company, 1st Battalion, 2nd Marines, became the first to deploy with suppressors on every weapon, including their M2 .50 cals.

Sunday, September 15, 2019

აშშ-ს სპეცდანი უკვე იყენებს პოლიმერის მასრებს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


150 წლიანი ისტორიის შემდეგ საბრძოლო მასალების გარეგანმა იერმა როგორც იქნა შეცვლა დაიწყო

ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ცდილობდნენ გადაეჭრათ ტყვიაწამლის წარმოების საკმაოდ რთული ამოცანა - როგორ შეეცვალა ვაზნის თუთბრის მასრა უფრო მსუბუქი მასალით, რომელიც ასევე მედეგი იქნებოდა ისეთი ექსტრემალური გარემო პირობებისადმი, როგორიცაა მაგალითად ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოება.

ამ ამოცანის გადაჭრას ბევრი ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

არ იბზარება ყინვაზე, არ რბილდება მზეზე

ერთ-ერთი მსუბუქი მასალა, რომელიც, როგორც ბევრი იმედოვნება თუთბერს შეცვლიდა, თავის თავში რამდენიმე სხვადასხვა პილიმერის სახეობას შეიცავს - რომელიც მყარი პლასტიკის სახეს წარმოადგენს. მაგრამ არსებობდა საკმაოდ დიდი პრობლემები - მიუხედავად იმისა, რომ ეს ადრეული პოლიმერები ნორმალური ტემპერატურის პირობებში კარგ რეზულტატებს უჩვენებენ, სიცივეზე ისინი მყიფდებიან და მსხვრევადები ხდებიან, ან რბილდებიან და დნებიან მაღალ ტემპერატურებზე და ეს სწორედ ის პირობებია, რომელშიც სამხედროები იყენებენ ტყვიაწამალს.

«პოლიმერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა საბრძოლო მასალებში, უბრალოდ არ არსებობდა» - განაცხადა ჯო გიბბონსმა, მეცნიერმა, რომელმაც 2003 წელს თავის გუნდდთან ერთად ახალი პოლიმერის შექმნაზე დაიწყო მუშაობა და ამგვარად ტყვიაწამლის წარმოებაში რევოლუცია მოახდინა.

«ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ახალი პოლიმერების შექმნა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ რეალობაში ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს მართლა მოახერხა».

ეს ახალი და მსუბუქი პოლიმერი მეწინავე მახასიათებლებით გამოირჩევა და მას შეუძლია მოაგვაროს დაბალი და მაღალი ტემპერატურების პრობლემა. 2007 წელს, როდესაც გიბბონსმა დაინახა თავისი ახალი გამოგონების პოტენციალი, მისისიპის შტატში, ქალაქ ბაი-სენტ-ლიუსში კომპანია MAC LLC (დღეს ეს კომპანია Nammo-ს მიერაა შესყიდული) ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა თავისი პოლიმერის მასრა 150 წლის განმავლობაში დამკვიდრებული თუთბერის მასრების რეალურ კონკურენტად გაეხადა

«ჩვენ ტყვიაწამლის მწარმოებლების მიერ დამკვიდრებული ხედვის უარყოფა მოვახდინეთ» - განაცხადა გიბბონსმა, რომელიც ამჟამად მისისიპში მდებარე MAC LLC-ეს ქარხანას ხელმძღვანელობს.

«ადამიანები 70-80 წლის მანძილზე ცდილობდნენ პოლიმერული მასრების დამზადებას, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით პირველი რეალურად წარმატებული გუნდი. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ვიპოვიდით სწორ მასალას და როგორც ჩანს ჩვენ ეს მოვახერხეთ. დღეს ჩვენ თუთბერის მასრებს რეალურ კონკურენციას ვუწევთ».

უკვე წარმოებაში

კომპანია MAC LLC-ეს თავისი წარმატების დასადასტურებლად სერიული წარმოება შეუძლია მოიყვანოს, ის წელიწადში უკვე აწარმოებს .50 კალიბრს (12.7მმ)  4 მილიონ ვაზნას და ამ რაოდენობის 10 მილიონამდე გაზრდა შეუძლია. კომპანიამ დამატებითი იმპულსი 2018 წელს მიიღო, როდესაც ტყვიაწამლის წარმოებაზე სპეციალიზირებულმა Nammo-მ MAC LLC-ს აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ამგვარად გაიზარდა MAC-ის მიერ მოცული ბაზრის არეალი და მისი ევროპული დებიუტი ლონდონში მიმდინარე გამოფენა DSEi-2019-ზე განხორციელდა.

.50 კალიბრის პოლიმერულ მასრიანმა ვაზნებმა წარმატებით გაიარეს აშშ-ს მთავრობის საკვალიფიკაციო გამოცდები და მათ უკვე იყიენებენ რამდენიმე ქვედანაყოფში, მათ შორის აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობაც (USSOCOM). ეს ვაზნები კომპოზიტური მასრით გამოირჩევიან - კორპუსის უმეტესი ნაწილი პოლიმერულია, ხოლო მასრის სახაზინო ნაწილი ისევ თუთბერისაა, რათა გარანტირებულად მოხდეს პოლიმერის მასრის შეკვრა და მისი იარაღიდან ექსტრაქცია.

ტვირთის შემცირება

.50 კალიბრის ვაზნებს მსოფლიოში ცნობილი M2 Browning-ის ტიპის ტყვიამფრქვევი იყენებს. ტყვიამფრქვევი თითქმის ასი წლის წინ იქნა შექმნილი და ის დღემდე გამოიყენება მსოფლიოს ათობით ქვეყნის არმიებში არსებული პლატფორმებიდან - სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტიდან და ვერტმფრენებიდან.

დღევანდელი ოპერაციებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმები არ იყოს ძალიან გადატვირთული და ამასთან შეეძლოთ საკმარისი მარგი ტვირთის ტარება.

«წონას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს» - განაცხადა USSOCOM-ის შესყიდვების ყოფილმა სპეციალისტმა და Nammo-ს დღევანდელმა დირექტორმა აშშ-ში, დევიდ როლენმა.

«არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ცალკეული ჯარისკაცი თუ სატრანპოსრტო საშუალება, მათი შესაძლებლობებს წონა საგრძნობლად ზღუდავს».

როლენის თანახმად, ისეთი მსუბუქი საშუალებები, როგორებიცაა - მცირე ზომის ტაქტიკური ტრანსპორტი, საპატრულო კატერები და სადაზვერვო-საბრძოლო ვერტმფრენები, ამ ახალი .50 კალიბრიანი ვაზნებით უზარმაზარ მოგებას ნახულობენ, მისი თქმით პლატფორმაზე ჩატვირთულ 1500 ვაზნაზე წონის ეკონომია 122 გირრვანქას (55,3 კგ) შეადგენს. ეს ტრანსპორტს დამატებითი საწვავის წაღების საშუალებას აძლევს - რითაც იზრდება ფრენისა და მორიგეობის დრო, ან პირიქით შუძლიათ ისეთი დამატებითი აღჭურვილობის წაღება, როგორიცაა მაგალითად სამაშველო ეკიპირება, წყალი და საკვები ან დამატებითი ამუნიცია.

წონას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფოტოზე აშშ-ს სპეცდანი პოლიმერულ მასრებს AH-6 Little Bird-ზე ტესტავს

წონის კიდევ უფრო შემცირება

როგორც Nammo-ს წარმომადგენელი განმარტავს, ან კი თუთბერის ანალოგთან შედარებით ერთი პოლიმერული მასრა 20% მსუბუქია, Nammo-მ და MAC LLC-იმ ტყვიამფრქვევის ლენტის პოლიმერული წევრების შექმნით, კიდევ უფრო შეამცირეს საბრძოლო მარაგის წონა, ასევე შექმნილი იქნა ვაზნების განსათავსებელი ხარისხიანი პოლიმერის კოლოფი და ამ ყველაფრის დახმარებით საბრძოლო მარაგის წონა 33%-ით იქნა შემცირებული.

პოლიმერული მასრები, ლენტი და კოლოფი

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ .50 კალიბრის ტყვიების მარაგი, რომელიც ადრე 900 კილოს იწონიდა, დღეს 600 კილომდე ჩამოვიდა.

«MAC კლიენტებს, მსუბუქი პოლიმერის მასრის გარდა, Nammo, მის მიერ შემუშავეწბული ვაზნების სხვა ტექნოლოგიებსაც სთავაზობს - მაგალითად პოპულარულ მრავალმიზნობრივ (Multipurpose - MP) გასროლას».

ეს ვაზნა შესდგება ვოლფრამის კარბიდის ჯავშანგამტანი გულარისგან და ცეცხლგამჩენი ძირისგან, რისი წყალობითაც მას გამტანობის გარდა მთელი რიგი ცეცხლგამჩენი, აფეთქებადი და მსხვრევადი ეფექტის გამოწვევაც შეუძლია. ამას გარდა ის საკმაოდ მაღალი სიზუსტითაც გამოირჩევა.

წარმოებისა და გამოცდების მსვლელობისას კომპანიამ პოლიმერული ვაზნის კიდევ ერთი დადებითი მხარე დაადასტურა - თუთბერის მასრიან ვაზნებთან შედარებით, ის უკეთესი სიზუსტით გამოირჩევა.

ეს პოლიმერის წარმოების ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული, რომელიც წონა-გაბარიტების ნაკლები გაფანტვით გამოირჩევა და იწვევს უფრო ერთფეროვან ბალისტიკურ მონაცემებს. აშშ-ს ძალებმა, რომლებიც პოლიმერის ვაზნებს იყენებდნენ ეს დადებითი მხარე გარდამტეხ მომენტად დაასახელეს, განსაკუთრებით დიდ მანძილებზე სროლისას, რომელზეც .50 კალიბრის სნაიპერული შაშხანა M107 (Barrett M82) მუშაობს.

მომავლის გეგმები

სანამ USSOCOM-ი პოლიმერის ვაზნებით დაინტერესდებოდა, მანამდე მას აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი ტესტავდა და ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კომპანიასა და კორპუსს შორის დღესაც გრძელდება.

იმას გარდა, რომ Nammo და MAC LLC-სი კლიენტებს .50 კალიბრის უკვე მწიფე ტექნოლოგიებს სთავაზობ, ისინი სხვა კალიბრების შესწავლასაც ახორციელებენ.

დღეისთვის MAC LLC-ს "US Defense Ordnance Technology Consortium"-მთან გაფორმებული აქვს 7,62 მილიმეტრიანი ვაზნის პოლიმერული მასრის შექმნის ხელშეკრულება. ასევე "US Combating Terrorism Technical Support Office"-სთვის მიმდინარეობს .338 Norma Magnum-ის ვაზნაზე მუშაობა. ასევე არსებობს უფრო მსხვილი კალიბრებში (20 და 25 მილიმეტრიან) პოტენციური დაინტერესებაც, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ გეგმებია.

Sunday, April 7, 2019

.50 BMG კალიბრის პოლიმერული ვაზნები აშშ-ს საზღვაო ქვეითებისთვის

აშშ-ს საზღვაო ქვეითები .50 BMG კალიბრის პოლიმერული ვაზნების შეძენას გეგმავენ - თუმზაღა ტრადიციული კონსტრუქციის ვაზნები ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება შეიარაღებაზე


აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი  2 400 000 ცალი .50 BMG კალიბრის პოლიმერული (კომპოზიტური) ჰილზის მქონე ვაზნების შესყიდვას გეგმავს. ამ ვაზნის მასრა რამდენიმე დეტალისგან შესდგება - მასრის კორპუსი პოლიმერულია და შეერთებულია თითბერისგან დამზადებული ფსკერის ნაწილთან. საზღვაო ქვეითთა სარდლობა (Marine Corps Systems Command — MCSC) გეგმავს ერთადერთ მომწოდებელთან - MAC, LLC-სთან (მასაჩუსეტის შტატი, სენტ ლუისი) გააფორმოს ხელშეკრულება.

MAC LCC-ის მიერ წარმოებული კომპოზიტურმასრიანი  .50 BMG კალიბრის ვაზნა


ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთს ჩვეულებრივ ვაზნებთან ერთად სავარაუდოდ ჯავშანგამტანი ვაზნებიც უნდა მიეწოდოს. როგორც ცნობილია კომპანია MAC-ი ამ ცოტა ხნის წინ Nammo-ს ნაწილი გახდა, რომელიც თავის მხრივ ჭურვებისა და ვაზნების წარმოებაზეა სპეციალიზირებული. იანვარში Nammo-მ კომპანია MAC-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა და Nammo Small and Medium Caliber Ammuniton-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, რეიო ბრაგბერის განცხადების თანახმად - ეს ნაბიჯი Nammo-სა და MAC-ს ახალ ტექნოლოგიებში ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

MAC LCC-ის კომპოზიტურმასრიანი ვაზნის სქემა საპატენტო დოკუმენტაციიდან

პოლიმერულ მასრიანი ვაზნები არც თუ ისე ახალი კონცეფციაა. მასრების დამზადებაში პოლიმერების გამოყენების იდეა პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში გახმოვანდა. თვითონ კომპანია MAC-ი უკვე აწარმოებს 338 Norma Magnum (LWMMG) კალიბრი ვაზნებს მსუბუქი ტყვიამფრქვევებისთვის.

კლასიკური .50 კალიბრის ვაზნებთან შედარებით, ახალი პოლიმერულუ მასრიანი ვაზნები 25%-ით (ზოგიერთი წყაროს თანახმად 45%) იძლევა წონის შემცირების შესაძლებლობას. სამხედროთა მოთხოვნის თანახმად ახალი ვაზნები წინამორბედების ბალისტიკას უნდა იმეორებდეს, ასევე უნდა ჰქონდეს მიზანზე მსგავსი ზემოქმედება და უზრუნველყოფდეს ტყვიამფრქვევის ავტომატიკის გამართულ მუშაობას (მათი გადაკეთების გარეშე).