სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
როდესაც საუბარი მიდის შვედურ ტანკებზე, ჩვენ ვისმენთ შემდეგ ინდექსებს - Strv 81, Strv 103 ან Strv 122. რა არის ეს? შემთხვევითი ასოებისა და ციფრების კრებული თუ სხვა რამე?
Strv ეს შემოკლებული Stridsvagn, რაც შვედურიდან ითარგმნება როგორც - საბრძოლო ტანკი.
ციფრების საქმე კიდევ უფრო რთულადაა. ნომერი შეიცავს ძირითადი შეიარაღების კალიბრს სანტიმეტრებში და მოდელის რიგითობის ციფრს.
Strv 122 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი შვედური Leopard-2A5).
შესაბამისად შვედური ტანკების სახელები შემდეგნაირად შეგვიძლია გავშიფროთ:
- Strv 81 - 8 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (84 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Centurion Mk. 3)
- Strv 101 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (105 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Centurion Mk. 10)
- Strv 102 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (105 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი მოდერნიზირებული Strv 81)
- Strv 103 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-3 მოდელი (ცნობილი უკოშკურო S-tank)
- Strv 104 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-4 მოდელი (მოდერნიზირებული Strv 103)
- Strv 121 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი Leopard-2A4)
- Strv 122 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი შვედური Leopard-2A5).
ამას გარდა სახელწოდებებს ზოგჯერ ასოებსაც უმატებენ, რაც აღნიშნული მოდელის მოდერნიზაციას აღნიშნავცს, მაგალითად Strv 103B, Strv 102R, Strv 122B.
No comments:
Post a Comment