Wednesday, January 9, 2013

რუსეთში აწყობილი პირველი ებრაული უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდები წარმატებით მიმდინარეობს

გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "ОПК "Оборонпром"–მი თავი 2013 წლის 9 იანვრის პრეს–რელიზში იტყობინება რომ წარმატებით გამოიცადა ეკატერინბურგში მდებარე გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება «ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხაში» (УЗГА – Уральский завод гражданской авиации) აწყობილი უპილოტო საფრენი აპარატები – «ფორპოსტი» და «ზასტავა» («Форпост» და «Застава»), რომლებიც თავის მხრივ ებრაული კომპანიის, Israel Aerospaces Industries–ის (IAI) მიერ წარმოებულ უპილოტო თვითმფრინავების, შესაბამისად Searcher Mk–II–ის და Bird Eye–400–ის რუსულ ვერსიებს წარმოადგენენ.
პრეს–რელიზში ნათქვამია რომ უპილოტო თვითმფრინავები «Форпост» და «Застава» გამოცდებს 2012 წლის დეკემბრის დასაწყისიდან გადიან ეკატერინბუგში მდებარე საფრენოსნო ბაზა "სალკაზე" («Салка»). მიუხედავად ექსტრემალური ამინდისა (ზოგიერთ დღეებში ბაზაზე ტემპერატურა –30˚С–ზე ჩამოდიოდა, ხოლო 2000 მეტრ სიმაღლეზე რეალური ფრენების დროს –50˚С–საც კი აღწევდა) უპილოტო თვითმფრინავის სისტემები უპრობლემოდ და შენიშვნების გარეშე ფუნქციონირებდა.

«ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანაში» აწყობილი უპილოტო "Форпост"–ის (IAI Searcher Mk II) გამოცდები  საცდელ ავიაბაზა "სალკაზე" (25.12.2012)

პრეს–რელიზი ასევე იტყობინება რომ – "უპილოტო თვითმფრინავის სისტემების აწყობითი წარმოება ხორციელდება 2010 წელს ОПК «Оборонпром»–სა და კომპანია Israel Aerospaces Industries შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ებრაულმა მხარემ რუსეთს გადასცა აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, საკონტროლო–შემმოწმებელი სტენდები და სატრენაჟორო კომპლექსები. ამას გარდა კომპანია IAI შემკვეთს აწვდის აპარატის კვანძებს და ნაწილებს და ახორციელებს ქარხნის ტექნიკური პერსონალის ტრენინგს. ამასთან უპილოტო თვითმფრინავის წარმოების ტექნოლოგია შეესაბამება რუსულ სანორმატივო–ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნებს".
ამ წარმოების ათვისებით რუსულმა მხარემ საკმაოდ დიდი გამოცდილება  შეიძინა, რომელიც მომავალში მას საშუალებას მისცემს მოახდინოს ამ უპილოტოების წარმოების ლოკალიზაცია.
შეგახსენებთ რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ УЗГА–სთან 2011–2013 წლებში 10 ცალი, 9,006 მილიარდი რუბლი ღირებულების "Форпост"–ისა და 27 ცალი, 1,3392 მილიარდი რუბლი ღირებულების "Застава"–ს მიწოდების შესახებ 2011 წელს გააფორმა ხელშეკურლება.

«ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანაში» აწყობილი უპილოტო "Форпост"–ის (IAI Searcher Mk II) გამოცდები  საცდელ ავიაბაზა "სალკაზე" (14.12.2012)

"Форпост"–ის (IAI Searcher Mk II) ასაწოყობი ხაზი «ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანაში»



No comments:

Post a Comment