Monday, March 23, 2015

აშშ–ს გამანადგურებლები აღმოსავლეთ ევროპაში

 პარასკევს, 20 მარტს, გამანადგურებელთა 31–ე ფრთის 510–ე ესკადრილიის 14 ცალი F–16 იტალიიდან, ავიაბაზა ავიანოდან, რომელოიც მუდმივი დისლოკაციის ადგილია, ესტონეთში, ემარის აეროდრომზე გადაფრინდნენ. მათთან ერთად ესტონეთში მომსახურე პერსონალის 280 კაციანი ჯგუფიც იქნა გადასროლილი.
გეგმის მიხედვით ამერიკული გამანადგურებლები ესტონეთში 17 აპრილამდე დარჩებიან და მონაწილეობას მიიღებენ როგორს ესტონეთის ასევე ფინეთისა და შვედეთის საჰაერო ძალებთან ერთობლივ სწავლებებში.


წყარო:



18 მარტს, გერმანიიდან რუმენთში, კამპია ტურიზიის (Campia Turzii) აეროდრომზე, 10 ცალი F–16 იქნა გადასროლილი. გამანადგურებლებტან ერთად რუმინეთში 100–მდე მომსახურე პერსონალიც შაფრინდა.
ამერიკელები რუმინეთში 27 მარტამდე დარჩებიან და რუმინეთის საჰაერო ძალებთან ერთობლივ საჰაერო სწავლება "Dacian Warhawk"–ში მიიღებენ მონაწილეობას. 


წყარო:
USAFE, Romanian Airmen kick off Dacian Warhawk

No comments:

Post a Comment