Friday, June 14, 2013

European Defence Agency–მ პროექტი e-Quip ჩაუშვა


დღეს, 2013 წლის 14 ივნისს, ევროპის თავდაცვითმა სააგენტომ (European Defence Agency, EDA) პროექტ e-Quip–ის ჩაშვების შესახებ განაცხადა – პროგრამა მთავრობათშორის ელექტრონულ სავაჭრო მოედანს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელი იქნება სამხედრო დანიშნულების ნაწარმის ნაჭარბის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
e-Quip–ის დახმარებით მთავრობები სამხედრო სისტემების ნაჭარბის,  ტყვიაწამლის, სამხედრო ქონებისა და ასევე აუმოქმედებელი სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სიმძლავრეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოახერხებენ.
პროეკტი თავის ისტორიას 2012 წლის მარტიდან იწყებს, როდესაც European Defence Agency–მ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს სამხედრო ნაწარმის ნაჭარბის სარეალიზაციო ელექტრონული სავაჭრო მოედნის შექმნის წინადადებით მიმართა.
მოცემულმა ნაბიჯმა, სააგენტოს აზრით, ოპტიმიზაცია უნდა გაუკეთოს იმ სამხედრო აღჭურვილობის ნაჭარბის გამოყენების პროცესს, რომელიც გამონთავისუფლდება ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის შემცირების შედეგად და ასევე ევროპის ქვეყნების არმიების უცხო ქვეყნებში არსებული ბაზების შეკვეცით (პირველ რიგში ავღანეთში). ამჟამად პროგრამა e-Quip–მა ევროკავშირის 13 ქვეყნის სამხედრო უწყების თანხმობა მიიღო.
European Defence Agency–ს განცხადებით, e-Quip არ წარმოადგენს კომერციულ მოედანს, პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა სააგნეტოს ბიუჯეტიდან განხორციელდება. EDA–ს მონაწილე ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება განათავსოს ინფორმაცია არსებული სამხედრო დანიშნულების ნაჭარბის, უქმად მდგომი ტექნიკის მომსახურებისა და სარემონტო სიმძლავრეების და ასევე ჯარებისა და პერსონალის მომზადების შეთავაზებული პროგრამების შესახებ. ყველაფერი ამის მიუხედავად, პროგრამა e-Quip ჯერ–ჯერობით დახურულ მოედანს წარმოადგენს – სამოქალაქო აქტივისტებს და მასმედიას არ ექნებათ განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგის საშუალება. European Defence Agency–ს წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება განთავსებული ინფორმაციის "მგრძნობიალობით" ახსნა. აღსანიშნავია რომ პროგრამის მონაწილეები ევროკავშირის ყველა ქვეყანა და + ნორვეგიაა.

P.S. იქნებ ჩვენც გამოვკრათ რამეს ხელი.

EDA–ს პრეს–რელიზი აღნიშნული თემის შესახებ:



No comments:

Post a Comment