Monday, May 26, 2014

"Бардак" ქართულად – ანუ მოდერნიზირებული БРДМ-2


მოკლედ დღეს "დელტა"–მ ჯავშანტექნიკაში სიახლე წარმოადგინა (ოფიციალურად, თორო ისე დიდი ხანია დადიოდა ხმები ამ მანქანის შესახებ და რამდენჯერმე მისი ფოტოც გამოჩნდა ტელესიუჟეტებში). ახალი ჯავშანმანქანა საბჭოთა БРДМ-2–ის ქართული მოდერნიზაციაა:

საბჭოთა БРДМ-2

БРДМ-2–ის ქართული მოდერნიზაცია:

გარეგნულად მანქანაში შემდეგი ცვლილებებია შეტანილი:
  • გაძლიერდა საცეცხლე ძალა – 14,5მმ ტყვიამფრქვევის ნაცვლად მანქანაზე უკვე კარგად ცნობილი, ქსმ "ლაზიკა"–ს, საბრძოლო მოდული დამონტაჟდა, რომელიც 23მმ–ნი 2А14 ქვემეხითაა აღჭურვილი.
  • მოდულის დაყენებასთან ერთად შესაბამისად გაუმჯობესდა ცეცხლის მართვის კომპლექსი – თუმცა უკვე მე–2 წელია სტაბილიზატორის გარეშე (წარმომადგენლის თქმით მუშაობა მიდისო).
  • მანქანის კორპუსი დაგრძელდა და გაიზარდა მისი შიდა მოცულობა.
  • ორივე გვერდზე მანქანას დესანტირებისთვის კარები გაუკეთდა.
  • მოხსნილია ორი შუალა, დამხმარე საბურავი.
  • მანქანის ფსკერი "V"-სებურია, რაც მის ნაღმდგრადობას საგრძნობლად ზრდის.
  • დემონტირებულია საცურაო საშუალებები – ტალღამრეკლი და წყალმტყორცნი.
  • შეცვლილაია გამონაბოლქვის სისტემა.
  • კორპუსის უკანა ნაწილი სრულებით გადაკეთებულია.
  • მანქანაზე დამონტაჟდა 6 ცალი საკვამლე მორტირი (3 თითო ბორტზე).
  • კორპუსის უმეტესი ნაწილი შეცვლილია.

БРДМ-2–ის ქართულ მოდერნიზაციაზე შემოდგმული "ლაზიკა"–ს საბრძოლო მოდული

კორპუსში ორი კარები გამოიჭრა:
– კარები მარცხენა ბორტში

– კარები მარჯვენა ბორტში. 

უკანა ნაწილიდან  წყალმტყორცნის დემონტაჟი მოხდა. ასევე ჩანს მარჯვენა ბორტის 3 საკვამლე მორტირი.

 მანქანას წინიდან ტალღამრეკლი მოხსნეს

მანქანის მარჯვენა ბორტი – კარგად ჩანს "V"–სებური ფსკერი


ახლა იმის შესახებ რასაც ვიზუალურად ვერ ვხდეავთ:

  • მანქანის ჯავშანდაცვა გაიზარდა – ფირმის წარმომადგენლის სიტყვების მიხედვით, მოდერნიზირებული  БРДМ-2–ის კორპუსი "Didgori"-ს კორპუსის ჯავშნის ანალოგიურია. მანქანის შიგნიდან არაა გამოკრული ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩული (თუმცა წარმომადგენლის თქმით – კლიენტის სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია).
  • შეცვლილია მანქანის გული – ბენზინის ГАЗ-41 ძრავის ნაცვლად მანქანაში ჩადგმულია ამერიკული დიზელის ძრავა, სავარაუდოდ Caterpillar (თუმცა ეს მე ვკითხე და "კი ეგ არისო" ისე მიპასუხეს, რომ ეჭვი შემეპარა საერთოდ გაგონილიც არ ჰქონდა ასეთი ძრავების შესახებ).

მოდერნიზირებული БРДМ-2–ის ტტმ (ფოტო გადიდებადია)


და ერთი რაღაცა, რისი კითხვაც დამავიწყდა – ეს კბილებიანი რკინის ძელი რისთვისაა (რაღაცა ანალოგიური "ლაზიკა"–ზეც ეყენა)? თუ ვინმემ იცით იქნება გაგვიზიაროთ



5 comments:

  1. დელტაში ყოფნისას გვითხრეს ბუჩქების და ტოტების გასაჭრელადო

    ReplyDelete
  2. ეს რაღაცა ქართული ნოუ–ჰაუა თუ რამე სხვაა? მთელი მსოფლიო ბუჩქებზე და ტოტებზე ზემოდან დადის, ტელავს და ამტვრევს და ჩვენ ვართ რაღაცა გენიოსები კაცო :D

    ReplyDelete
    Replies
    1. შეიძლება თქვენი გვერდიდან ტექსტის კოპირება ?? ნებართვას ვითხოვ ? :)

      Delete
    2. კი ბატონო, უბრალოდ ბმული მიუთითეთ ხოლმე, ანუ წყაროს, საიდანაც სტატია ან ინფორმაცია, ან ფოტო არის არებული.

      Delete
  3. trosis gadasachrelia eg win ro gauban, moduli ar daziandeba ra

    ReplyDelete