Sunday, May 25, 2014

რუსეთის არმიის მოდერნიზირებული Панцирь-С1

რუსეთის არმიამ საექსპულატაციო გამოცდილების მიღების შემდეგ, გადაწყვიტა ცოტა შეეცვალა Панцирь-С1–ის კონსტრუქცია – ძირითადი ცვლილება რლს–სა და ოლს–ს შეეხო. კერძოდ ოპტიკური სადგურისთვის საბრძოლო მოდულში შიდა ბუდე გაკეთდა, რომელშიც ის მარშის ან ტრანსპორტირების დროს დაკეცილ მდგომარეობაში იმალება. ხოლო რლს ორმხრივი გახდა – ძველი რადარისგან განსხვავებით, რომელსაც სივრცის საკონტროლებლად უნდა ებრუნა, ახალ რადარს ორი ფარი გააჩნია, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო მხარეს იყურებიან და ერთად 180 გრადუსის კონტროლი შეუძლიათ (თითოეული მათგანის ხედვის არე 90 გრადუსია).

მოდერნიზირებული Панцирь-С1

შედარებისთვის სერიული Панцирь-С1 - ისრებით ვიზუალური სხვაობებია მითითებული
ოპტიკურლოკაციური სადგურისთვის სპეციალური ბუდის შექმნის აუცილებლობა ექსპულატაციის მომენტში გამოჩნდა – კომპლექსის რკინიგზით ტრანსპორტირებისას მანქანა სარკინიგზო გაბარიტებში ვერ ეტეოდა და მისი ოლს–ეს დემონტაჯი და ცალკე გადატანა იყო საჭირო, რის შედეგადაც სამხედროებმა მისი ჩაკეცვის ფუნქცია მოითხოვეს. ახალი Панцирь-С1 ასევ ახალი სანავიგაციოს სისტემითა და გამომთვლელი აპარატურითაა აღჭურვილი.
უფრო დაწვრლიებით ამ ახალ მანქანაზე და ასევე მისი პერსპექტგიული მოდერნიზაციის შესახებ (პირობითად Панцирь-СМ) ქვემოთ მოყვანილი ჟურნალის სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ:




No comments:

Post a Comment