Friday, May 30, 2014

ჯავშანმანქანების გამოფენა ბრონიცაში

მოსკოვთან მდებარე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 21–ე სამეცნიერო–კვლევით გამოსაცდელი ინსტიტუტის საცდელ პოლიგონ "ბრონცაზე", 29 მაისს, სამხედრო მძღოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. გამოფენილი იქნა სამხედრო და სპეციალური დანიშნულებსი ავტოტექნიკა და ასევე განხორციელდა საჩვენებელი შემოვლები.
სამხედრო საწარმოებმა წარმოადგინეს საევაკუაციო საშუალებები, რემონტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, ძარა–კონტეინერები, ძარა–ფურგონები, მულტილიფტები, ტექნიკური დაზვერვის სატრანსპორტო საშუალებები, პოლარულ პირობებში და არქტიკაში ექსპულატაციისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ტექნიკა.
ასევე გამოფენილი იქნა ჯავშანტექნიკა – "Тайфун-У", "Тайфун-К", "Скорпион", "Тигр-М", БТР-82А1, შეჯავშნული მანქანა "Булат", "Федерал-М".

"Скорпион"–ის სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შესახებ არა ერთხელ ვწერდი:
 მანქანაზე ეკიპაჟის ქონების გადასატანი თაროები გაჩნდა

წარმოდგენილი იქნა მოდერნიზირებული БТР-82А1 – მოდერნიზაცია საცეცხლე შესაძლებლობებს შეეხო, თუმცა კონკრეტულად რა ღონისძიებებია გატარებული ჯერ–ჯერობით უცნობია

"Тайфун-К"–ს კაბინით (კაბინა დამატებითი ჯავშნის გარეშეა) აღჭურვილი КАМАЗ-6560 "Торнадо" 

КамАЗ "Тайфун" შიგნიდან

არქტიკული შეწყვილებული შეჯავშნული ყველგანმავალი ДТ-3ПБ

დამატებითი კერამიკული ფილებით აღჭურვილი МТ-ЛБ

დამატებითი კერამიკული ფილებით აღჭურვილი  БТР-82


წყარო:


No comments:

Post a Comment