შაბათს, 18 მაისს, სსსტც "დელტა"-ს ორგანიზებით საბრძოლო-სიმულაციური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ჩართული იყო "დელტა"-ს ჯავშანტექნიკა - 4 ცალი ჯავშანმანქანა "დიდგორი", ერთი ქსმ "ლაზიკა", ერთი КрАЗ-ის ბაზაზე შექმნილი ცზრს, ერთი 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი და ოთხმოცამდე სტრაიკბოლისტი. სიმულაციას ასევე ესწრებოდა ორ ათეულამდე სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენელი.
სცენარის მიხედვით სტრაიკბოლის ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და შეიქმნა მოიერიშე და დაცვის რაზმები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ "დელტა"-ს მიერ ღონისძიებისთვის გამოყოფილ ტექნიკას.
No comments:
Post a Comment