აშშ-ში იკვლევენ თუ როგორ მართონ უპილოტო საფრენი აპარატები ისეთი უახლესი გამანადგურებლებიდან, როგორებიცაა Lockheed Martin F-35 და Boeing F-15EX. უპილოტოები მეწინავე მზვერავებად იქნება გამოყენებული - განახორციელებენ საჰაერო სივრცის საკნიერებას და საფრთხეების აღმოჩენას. პროგრამა ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებს საჰაერო ძალების ხელოვნურ ინტელექტს Skyborg-ს და უახლეს უპილოტო საფრენ აპარატ XQ-58A Valkyrie-ს.
ამ კონცეფციის თანახმად - F-35A Block-4 და F-15EX სპეციალური საბორტე აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით უნდა აღიჭურვოს, რაც მათ რამდენიმე უპილოტოს ერთდროულად მართვის შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ უპილოტოს მეწინავე მეთვალთვალედ გამოყენების შემთხვევაში, პილოტირებად გამანადგურებელს რადარი გამორთული ექნება, რაც მის აღმოჩენასა და განადგურებას საგრძნობლად გაართულებს, და როგორც კი უპილოტო აღმოაჩენს სამიზნეს, პილოტის მის მიმართულებით რაკეტას გაუშვებს.
აშშ-ს საჰაერო ძალების თანახმად ფრთოსანი უპილოტოს როლში კომპანია Kratos Defense-ს უპილოტო XQ-58A Valkyrie იქნება გამოყენებული, რომელიც საჰაერო ძალების ხელოვნური ინტელექტით - Skyborg-ით იქნება აღჭურვილი.
Skyborg-ი ეს მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც შეუძლია იყოს როგორც პილოტირებადი გამანადგურებლის დამხმარე პროგრამა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატის ინტელექტუალური მართვის პროგრამა. აღნიშნულ პროგრამაში მას შეეძლება შეასრულოს ან პილოტირებადი გამანადგურებლის უპილოტოს მმართველი მეორე პილოტის როლი, ან კიდევ იყოს უპილოტო XQ-58-ის საბორტე ინტელექტი საბრძოლო მისიაში.
მეწინმავე მეთვალთვალის კონცეფცია საკმაოდ საინტერესოა. როგორც ინტერნეტში გავრცელებული წყაროებიდან ხდება ცნობილი - საჰაერო ძალებს, რადარებითა და რაკეტებით აღჭურვილი ოთხი პილოტირებადი გამანადგურებლის ფორმაციიდან, შეუძლიათ პილოტირებადი და უპილოტო ოთხი საფრენი აპარატის ფორმაციაზე გადავიდეს, სადაც ერთი იქნება რაკეტებითა და რადარებით აღჭურვილი პილოტირებადი, ხოლო სამი კიდევ უპილოო საფრენი აპარატი. მაშტაბის გაზრდის შემთხვევაში ოთხი პილოტირებადი გამანადგურებელი 12 უპილოტოს მართვას შესძლებს. ეს ყველაფერი აშშ-ს საჰაერო ძალებს, პილოტების რაოდენობის გაზრდის გარეშე, ჰაერში უფრო მეტი საფრენი აპარატის აწევის საშუალებას მისცემს.
აღნიშნული კონცეფციის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე:
XQ-58 მაღალი ქვებგერითი სიჩქარეებით დაფრინავს და ასევე შეუძლია 500 ფუნტიანი მარგი დატვირთვით 1500 მილის დაფარვა. რა თქმა უნდა საჰაერო ძალები ამ მარგ დატვირთვაში რადარსა და ინფრაწითელი სენსორს განიხილავენ, მაგრამ როგორც კი შემუშავებული იქნება ადამიანებზე ცეცხლის გახსნის ეთიკური ინტელექტი (თუ საერთოდ როდესმე მოხდა მისი შემუშავება), მარგი დატვირთვა რა თქმა უნდა შეიცვლება ჰაერი-ჰაერი და ჰაერი-მიწა შეიარაღებით.
აღსანიშნავია, რომ გამანადგურებლებისა და უპილოტოების კომბინაცია ფრენისთვის 2023 წელს იქნება მზად. სწორედ ამ წელს მწარმოებელი ქარხნის კონვეერზე Block-4 დონემდე მოდერნიზირებული პირველი F-35-ები იქნება გამოშვებული, რომელთა საბორტე აპარატურა პილოტს უპილოტოებთან ინტეგრირებულად მოქმედების საშუალებს მისცემს.
No comments:
Post a Comment