30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით თურქეთში მიმდინარე თავდაცვითი ტექნოლოგიების გამოფენა IDEF-2019-ზე, უკრაინულმა მხარემ ლაზერით მართვადი რაკეტებისგან ჯავშანტექნიკის დაცვის 90 ცალი კომპლექტი შეიძინა.
უკრაინულმა მხარემ ხელშეკრულება ანკარაში მდებარე თურქულ კომპანია Nero industries-თან გააფორმა. კომპანიის საიტზე ლაზერული სენსორისა და საკვამლე ფარდის დამყენებელი სისტემის შესახებ შემდეგი ინფორმაცია იძებნება:
როგორც ჩანს კომპლექსი შეიძლება ორნაირად დაკომპლექტდეს და აღიჭურვოს ან 360 ან 180 გრადუსიანი ლაზერული დეტექტორებით. სხვა მხრივ შესრულება არ განსხვავდება - ტანკზე ყენდება საკვამლე მორტირები და სისტემის მართვის პანელი.
P.S. ისე საინტერესოა თვითონ უკრაინული КОЕП Варта რატო არ შეიძინეს. წარმოების პრობლემა თუ დაბალი ეფექტურობა?
უკრაინული ელექტრო-ოპტიკური ხარვეზების კომლექს Варта-თი აღჭურვილი ძირითადი საბრძოლო ტანკი БМ Оплот
No comments:
Post a Comment