რუსული გაზეთი "Ведомости", რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს შეისყიდოს Volvo FMX ბაზაზე განთავსებული უნივერსალური საავტომობილო საწვავგასამართი კომპლექსები (Автомобильный Топливо Заправщик - АТЗ) 12-10FMX40 (მანქანები სავარაუდოდ სავალი ნაწილის 6x6 ფორმულით იქნება).
მოცემული საწვავგასამართი მანქანების მიწოდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში წლის ბოლოს დაიწყება. "დიახ, მიწოდება წლის ბოლოს დაიწყება. ამჟამად მანქანები საჯარისო გამოცდებს გადის. ამ ეტაპის შემდეგ მანქანები სახელმწიფო გამოცდებს დაიწყებს - რაც თავის მხრივ 45 დღე-ღამე გაგრძელდება" - განაცხადა ბულგაკოვმა.
ახალი მანქანა, АТЗ 12-10FMX40, საშუალებას იძლევა ერთდროულად 10 მანქანის საწვავით გამართვა მოხდეს (ამჟამად არსებული საწვავგამმართველი მანქანებს ერთდროულად მხოლოდ 2 მანქანის მომსახურება შეუძლიათ).
ახალი საწვავგასამართი კომპლექსები Volvo FMX ბაზაზე განთავსდება. მანქანის მოტორესურსი 2 მილიონი კილომეტრია, სამსახურის ვადა - არანაკლებ 30 წელი. ამას გარდა, ცისტერნას, რომელიც მანქანაზე მონტაჟდება, რემონტი პრაქტიკულად არ ესაჭიროება, რადგანაც იგი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული - აცხადებს ბულგაკოვი.
ახალი კომპლექსი 10 წუთის განმავლობაში ავტომატურად წმინდავს და ამზადებს ცისტერნას. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მინიმალურ ვადებში მოხდეს ცისტერნის მომზადება სხვადასხვა ტიპის საწვავის გადასაზიდად. ახალი კომპლექსის შესყიდვა და არმიისთვის მიწოდება 2020 წლამდე გათვლილ სამხედრო შესყიდვეის პროგრამაშია შეყვანილი.
Volvo ბაზაზე განთავსებული, რუსეთის არმიის გამოცდებში მონაწილე, საწვავგამმართველი კომპლექსი 12-10FMX40
სავარაუდოდ საწვავგასამართი კომპლექსების აწყობა ЗАО «Вольво Восток»-ის ასაწყობ ქარხანაში განხორციელდება. ეს ქარხანა 2009 წელს ამოქმედდა, კალუგაში მდებარეობს და Volvo ტიპის სატვირთო მანქანების აწყობითაა დაკავებული. ცნობილია რომ რუსეთის "წარმოებისა და ვაჭრობის სამინისტროს" №380 ბრძანების თანახმად, კალუგის ქარხანაში წარმოებული Volvo, აღიარებულია როგორც რუსული ნაწარმი და დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისთვის შესასყიდად ნებადართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და კომუნალური ტექნიკის ჩამონათვალში.
წყარო:
Закупка топливозаправщиков Volvo
Минобороны закупит топливозаправочные комплексы на базе Volvo
No comments:
Post a Comment