Wednesday, September 12, 2012

უკანასკნელი "Super Sherman"




იუგოსლავია, 1961 წელი, ამერიკული ტანკ Sherman-ის იუგოსლავური მოდერნიზაცია. ტანკზე აყენია - 122მმ-ნი ქვემეხი А-19 მოდერნიზირებული ვერტიკალური ამძრავით, 520 ცხენისძალიანი ძრავა B-2P და რადიოსადგური SCR-528. 
მანქანის წონა 33,5 ტონამდე გაიზარდა, სიჩქარე 42კმ/სთ-დან 50კმ/სთ-მდე, საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 400 ლიტრიდან 211 ლიტრამდე შემცირდა. უგზობაზე მანქანის მანევრულობა გაუარსედა, მანქანაში ქვემეხისთვის 27-30 ჭურვი თავსდებოდა, ქცემეხთან შეწყვილებული იყო M1919A5 ტყვიამფრქვევი 2250 ტყვიანი მარაგით (ტყვიამფრქვევს ქვემეხისგან დამოუკიდებლად მართვის რეჟიმში შესაძლებელი იყო მისი +20 გრადუსით ზემოთ და -10 გრადუსით ქვემოთ მოძრაობა), ტყვიამფრქვევის კოშკურა მოცილებული იქნა და გამოიყენებოდა ჭურვების შესანახად.
ასევე შეიცვალა ტანკის სამიზნე მოწყობილობები - დაყენდა СУ-100-ს სამიზნე ТШ-15. მანქანის ჯავშნის სისქე წინიდან 100მმ უდრიდა, გვერდებიდან 45-50 მილიმეტრს.



წყარო:

Ultimate "super Sherman"

No comments:

Post a Comment