Sunday, September 9, 2012

ლაზერით მართვადი ჰაერი–ხმელეთი კლასის რაკეტა Sidewinder–ის ბაზაზე

იარაღის ბაზრის კვლევებმა აჩვენა რომ სხვადასხვა საჰაერო ძალები ინტერესს იჩენენ ჰაერი–ხმელეთის კლასის, მსუბუქ ზეზუსტ იარაღს – რომელიც საშუალებას მისცემს გაანადგურონ მცირე ზომის,დაუჯავშნავი და მსუბუქად დაჯავშნული სამიზნეები. ამ მიზნების გასანადგურებლად იარაღის ბაზაზრზე მხოლოდ მძიმე დაჯავშნული და დაცული ობიექტების გასანადგურებელი იარაღის მოიპოვება – რაც არაეკონომიურია. 





















მცირე და ნაკლებად დაცული მიზნების გასანადგურებლად საჭიროა ახალი, კონკრეტულ მისაზე მორგებული იარაღი. საუბარია შემცირებულ ქობინიან და ზეზუსტ იარაღზე, რაც სიზუსტის წყალობით მაღალ ეფექტურობას მიაღწევს, ხოლო მცირე ქობინის წყალობით თავიდან აიცილებს გვერდით დაზიანებებს.
კომპანია Diehl Defence მუშაობენ ლაზერით მართვად Sidewinder–ზე (აბრევიატურით LaGS), რომელიც რაკეტა AIM-9L Sidewinder ბაზაზეა შექმნილი. LaGS საშუალებას იძლევა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა რთული გადაკეთებისა და დიდი ხარჯების გარეშე ადაპტირებული იქნას ჰაერი–მიწა კლასის იარარად.
რაკეტის IR დამიზნების თავაკი, რომელიც წინა ნაწილშია განთავსებული, იცვლება ნახევრადაქტიური ლაზერის თვიდამიზნებადი თავაკით. დამიზნების თავაკს რაკეტა მიჰყავს ლაზერით მონიშნული ობიექტისკენ. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ იაფია, ამას გარდა ჰაერი ჰაერი კლასის იარაღის საჭიროება ახალი რაკეტებით  (ისეთებით როგორებიცაა AIM-9X, IRIS-T, Pithon-5 და РВВ-МД) თავისუფლად იფარება და ამგვარად მოძველებული AIM-9L–სთვის ახალი, და საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი იქნება გამონახული ავიაციის არსენალში.
LaGS–ის სიზუსტე თვითმფრინავის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს გაანადგუროს მსუბუქად შეჯავშნული მიზნები როგორც ახლო საჰაერო მხარდაჭერის (CAS) ოპერაციებში, ასევე ურბანულ ტერიოტრიაზე  (Urban Close Air Support - UCAS) ოპერაციების დროს. 
კომპოანიის მიერ შემოთავაზებული გადაკეთება მომხმარებელს ხელში აძლევს იაფ და ეფექტურ იარაღს, რომელიც წინამობრეთთან შედარებთ წონა–გაბარიტებში უცვლელი რჩება, ასევე უცვლელი რჩება სხვა მონაცემებიც. ჰაერი–ჰაერი კლაისი იარაღისთვის განკუთვნილი თვითმფრინავზე არსებული საკიდრებიდან იარაღის გამოყენება შესაძლებელია შეზღუდვების და ცვლილებების გარეშე. თვითმფრინავთან იარაღის ბმა (როგორც ტექნიკური ასევე ინფორმაციული) ძველი ხერხით ხორციელდება. რაკეტა LaGS სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელი იქნება.


წყარო:

Laser-Guided Sidewinder (LaGS) for Air-to-Surface Missions of Combat Aircraftft



No comments:

Post a Comment