Saturday, September 15, 2012

რუსეთის არმიის "სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში" (РВСН) მართვის ახალი თაობის, ავტომატიზირებულ სისტემებს იღებენ


რუსეთის არმიის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში სარაკეტო-ბირთვული იარაღის მე-4 თაობის "საბრძოლო მართვის ავტომატიზირებული სისტემების" (АБСУ) მიღება დაიწყეს. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ვადიმ კოვალმა 5 სექტემბერს განაცხადა.
"ეს სიახლე, ტრადიციული ამოცანების გადაჭრის გარდა - რაც ბრძანებების დაყვანაში, მოხსენებების შეგროვებაში და გამშვები დანადგარების საბრძოლო მზადყოფნის კონტროლში გამოიხატება, უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმების ავტომატიზირებულ შეცვლას და რაკეტების მიზანჩვენების ოპერატიულ შეცვლას" - განაცხადა კოვალმა. "ბრძანებების დაყვანის და მოხსენებების მონაცემების შემგროვებელი ტრაქტები იქმნება საკაბელო, რადიო და თანამგზავრული კავშირის არხებით და გააჩნიათ აუცილებელი სიცოცხლისუნარიანობა და ხარვეზებმდგრადობა". 

ამასთან ერთად, კოვალენკოს თქმით "უზრუნველყოფილია ბრძანებების უშუალო დაყვანა გამშვებ მოწყობილობებთან, შუალედური რგოლების გვერდის ავლით, მათ შორის ბირთვული და რადიოელექტრონული ზემოქმედების პირობებში".
"აპარატურის ყველა კომპლექსში, რომლებიც რუსული წარმოების ელემენტთა ბაზაზეა შექმნილი, უზრუნველყოფილია კავშირგაბმულობის საშუალებების და მონაცემთა გადაცემი სამმაგი რეზერვირება, ხოლო აპარატურაში გაუმართაობის მოძებნა ტიპიური ელემენტის დონემდეა ლოკალიზირებული - რომელიც აღმოჩენის შემდეგ შეცვლას ექვემდებარება" - მოყვა სარაკეტო ჯარების წარმომადგენელი.
მისი მონაცემებით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ეს ავტომატიზირებული მართვის სისტემა გახდება შეიარაღებული ძალების ანალოგიური სისტემების შემადგენელი ნაწილი. "ცენტრალიზირებული საბრძოლო მართვის გარდა, ეს სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს მისი საინფორმაციო ბმა სხვა სახეობის და გვარეობის ჯარების ანალოგიურ სისტემებთან" - დააზუსტა კოვალენკომ.


წყარო:
В РВСН поступают автоматизированные системы управления ракетно-ядерным оружием нового поколения



No comments:

Post a Comment