Friday, September 14, 2012

გერმანული STEALTH თვითმფრინავი (Lampyridae)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

1987 წელს, ერთი წლით ადრე, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი რეიგანი საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული stealth თვითმფრინავის F-117A ჩვენების ნებას დართავდა, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთმა კვლევითმა დელეგაციამ ვიზიტი განახორციელა გერმანული Messerschmitt-Bolkow-Blohm - MBB (ცნობილი Messerschmitt შთამომავალი ფირმის) დახურილი საწარმოო-საგამოცდო შენობებში, რომლებიც დასავლეთ გერმანიაში, ბავარიაში, Ottobrunn-ის რაიონში მდებარეობდა. ვიზიტის დროს ამერიკულმა დელეგაციამ აეროდინამიკურ მილში გამოსაცდელი 1/4 ზომების მქონდე თვითმფრინავის მოდელი აღმოაჩინა, რომელზეც MBB საიდუმლოდ 1981 წლიდან მუშაობდა.

"ციცინათელას" 3D გამოსახულება  


Luftwaffe-ს მაღალრანგიანი ჩინოსნების თანახმად, ამერიკელები შეშინდნენ ნანახისგან - მათ თვალწინ იდგა stealth თვითმფრინავი, რომელსაც გერმანელებმა Lampyridae (ციცინათელა) უწოდეს.
თვითმფრინავი შექმნილი იყო რადარის ამრეკლავი აეროდინამიკური სქემის ძირითადი პრინციპების გამოყენების საფუძველზე - ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნა ზესაიდუმლო ამერიკულ თვითმფრინავ F-117A-ში. გერმანული პროგრამა წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელებული პროგრამა Lippish DM-1 გამოძახილს. "ციცინათელას" ძრავებით აღჭურვილი მოდელი შემდეგში Emmeloord-ის აეროდინამიკურ მილში (9,5x9,5m2) იქნა გამოცდილი, რომელიც გერმანიის და ჰოლანდიის ერთობლივ საკუთრებას წარმოაგენს.

Lippish DM-1

აეროდინამიკურ მილში გამოცდამდე თვითმფრინავმა განახორციელა საცდელი ფრენა, რომლის დროსაც მისმა სიჩქარემ 225 კილომეტრ საათში მიაღწია, რომლის შემდეგაც მან წარმატებული დაშვება გაახორციელა. პირველ ფრენამდე მფრინავ-გამომცდელმა არა ერთი საათი გაატარა თვითმფრინავის სიმულატორში. მთლიანობაში პროგრამის არსებობის განმავლობაში 15 საცდელი ფრენა განხორციელდა, რომელთაგან სულ ცოტა ორი სამხრეთ აფრიკის საცდელ პოლიგონ Overberg Test Range იქნა ჩატარებული.

Lampyridae საფრენი პროტოტიპი

გამოცდების პროგრამების განმავლობაში შექმნილი იქნა მოდელების მთელი რიგი - ერთი ყოველმხრივი კორპუსის მქონე სრული ზომის მაკეტი, ერთი აეროდინამიკურ მილში გამოსაცდელი 3/4 ზომის მოდელი, ერთი დაბალ სიჩქარეზე გამოსაცდელი 1/3,5 ზომის მოდელი და ერთი ქვებგერითი სიჩქარის 1/20 ზომის მოდელი.
RCS გასაზომი მოდელი 1987 წელს იქნა აწყობილი, მოდელი ორიგინალი ზომებისა იყო (16 მეტრა სიგრძე, ფრთების გაქანი 8 მეტრი). მოდელმა დაადასტურა ამრეკლავი ზედაპირის ის მონაცემები რომლებიც თეორიული გათვლებით იქნა დაანგარიშებული. დასახული ამოცანის თანახმად ამრეკლავი ზედაპირი 20-30dB უნდა ყოფილიყო, რეალურმა ტესტებმა კი ეს მონაცემები უფრო დაბალი აჩვენა, თვითთ ამერიკულ F-117A-ს მონაცემებზე დაბალიც კი. თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ არ გახმოვანებულა. თვითმფრინავი პატარა და მსუბუქი უნდა ყოფილიყო, მისი კორპუსი ამერიკული F-117A-ს გვერდების რაოდენობის ნახევარს გამოიყენებდა. Lampyridae ფაქტიურად მე-2 თაობის F-117 იყო.

Lampyridae სხვადასხვა დანიშნულებისა და ზომის მოდელები


ამერიკული დელეგაციის ვიზიტიდან ცოტა ხანში, ზემოდან მოსული მითითების თანახმად, რომელის გამოცემის მიზეზიც ბოლომდე არავის არ აუხსნია, გერმანულმა მთავრობამ პროგრამის მიხურვა ბრძანა - თუმცაღა საცდელი მოდელის გამოცდებმა პროგრამის პერსპექტიულობა აჩვენეს.
გამოცდები იმდენად წარმატებული იყო რომ MBB-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო რომ შეკვეთას მიიღებდა ბონიდან და მსოფლიოში პირველი "უჩინმაჩინი" გამანადგურებლის სერიაში ჩაშვების საშუალება მიეცემოდა.
როდესაც 1995 წელს Lampyridae არსებობა ოფიციალურად გამოაშკარავდა, პროგრამაში მონაწილე ინჟინრების ნაწილი ამტკიცებდა რომ მისი დახურვის მიზეზი აშშ-ს მთავრობის გერმანიის მთავრობაზე განხორციელებული დიდი ზეწოლა გახდა. დასკნა შემდეგია - აშშ-ს სურდა ამ სფეროში პირველობა შეენარჩუნებინა და ასევე ეშინოდა ამ ტექნოლოგიების სსრკ-ს ხელში მოხვედრისა.

Lampyridae სქემატური გამოსახულება ამერიკულ ჟურნალში

70-ნი წლების შუა და ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ოპერატიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვარშავის ბლოკის ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საკმაოდ ხშირ ქსელს ქმნიდნენ გერმანიის საზღვრების გასწვრი და ამის გამო  Luftwaffe-ს მათთან ბრძოლის შედეგად მიუღებლად დიდი მსხვერპლი ექნებოდა. ზემოთხსენებული პრობლემის გადასაჭრელად, გერმანელი ინჟინრები იძულებულები გახდნენ საბჭოთა რადარებისგან დასაცავ ტექნოლოგიებზე ემუშავათ - რამაც ისინი stealth გამანადგურებლამდე მიიყვანა. ეს გზა ანალოგიური იყო იმისა რაც ამერიკელებმა განვლეს F-117A  შესაქმნელად - ამიტომ შემთხვევითი არაა რომ ორივე ქვეყანა ერთნაირ ტექნიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
Lampyridae სმოდელი

გერმანიაში მუშაობა პროგრამა Lampyridae დახურვის შემდეგაც გაგრძელდა. 90-ნი წლების შუა პერიოდში, MBB-ს მემკვიდრემ, კომპანია DaimlerChrysler Aerospace (DASA) დაიწყო მუშაობა პროგრამა Technology Demonstrator for Enhancement and Future Systems-ზე (TDEFS). პროგრამა TDEFS წარმოადგენდა Stealth ტექნოლოგიების საჩვენებელ ევროპულ სისტემას, რომელსაც გააჩნდა როგორც პილოტირებადი ასევე უპილოტო ვერსია, მაგრამ პროგრამამ განვითარება ვერ ჰპოვა კლიენტებში დაინტერესების არ ქონის გამო.
აღსანიშნავია რომ "ციცინათელას" შექმნისას შეძენილი გამოცდილება და ტექნოლოგიები უკვალოდ არ დაიკარგა, დაგროვილი ცოდნა გამოყენებული იქნა ისეთ პროგრამებში როგორებიცაა - Eurofighter Typhoon და EADS ΜΑΚO. ასევე ბავარიაში და ბრემენში, DASA-ს კვლევით ბიუროებში გაგრძელდა რადარის მშთანთქავ საფარველზე (RAM)  მუშაობა.

Technology Demonstrator for Enhancement and Future Systems-ზე (TDEFS)

EADS ΜΑΚO


წყარო:

No comments:

Post a Comment