Showing posts with label 2012. Show all posts
Showing posts with label 2012. Show all posts

Wednesday, May 15, 2013

RIMPAC 2012 – ყველაზე მსხვილმაშტაბიანი საერთაშორისო საზღვაო სწავლება

RIMPAC–ის ისტორიის განმავლობაში ყველაზე ფართომაშტაბიანი RIMPAC 2012–ი გამოდგა. როგორც ამბობენ ათასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო – ამიტომ წარმოგიდგენთ ამ სწავლების ვიდეოს და გთავაზბოთ დატკბეთ ამ სანახაობით:

Wednesday, April 3, 2013

ვერტმფრენმშენებლობა რუსეთში – 2012 წლის შედეგები

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea



გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "რუსეთის ვერტმფრენები"–ის (ОАО "Вертолеты России") მიერ 2012 წელს სულ გამოშვებული იქნა 290 ვერტმფრენი. გამოშვებული ვერტმფრენების ტიპები ქარხნების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:
  • ОАО "Казанский вертолетный завод" - 98 ცალი ვერტმფრენი (93 ცალი Ми-8/Ми-17 სერიიდან და ექვსი ცალი "Ансат-У") (აქედან 29 ცალი შიდა მყიდველისთვის)
  • ОАО "Кумертаусское авиационное производственное предприятие" - 17 ცალი ვერტმფრენი (ერთი ცალი Ка-31, ხუთი ცალი Ка-32А11ВС, 11 ცალი Ка-226) (აქედან 15 ან 16 შიდა მყიდველისთვის)
  • ОАО "Арсеньевская авиационная компания "Прогресс" - 21 ცალი Ка-52 (ყველა შიდა მყიდველისთვის)
  • ОАО "Улан-Удэнский авиационный завод" - 100 ცალი ვერტმფრენი (ყველა Ми-8/Ми-17 სერიიდან) 
  • ОАО "Роствертол" - 54 ცალი ვერტმფრენი (შვიდი ცალი Ми-26, 15 ცალი Ми-28Н და 32 ცალი Ми-35 სერიიდან).
წყარო:

ასევე წყაროს თანახმად ცნობილი ხდება რომ თითო Ка-52–ის ღირებულება 810,47 მილიონი რუბლია, რაც სავარაუდოდ 27 მილიონი დოლარის ექვივალენტია – საკმაოდ მაღალი ფასია იმის გათვალისწინებით რომ ამერიკული AH-64E–ს ღირებულება FY-2013 მიხედვით 37 მილიონ დოლარს აღწევს:


ცხრილიდან ჩანს რომ 10 ცალი ახალი AH-64E ყიდვა 371,1 მილიონი დოლარი ჯდება. ცხრისლის წყარო – PROGRAM ACQUISITION COSTS BY WEAPON SYSTEM

Wednesday, September 12, 2012

Volvo-ს საწვავმზიდები რუსეთის არმიაში

რუსული გაზეთი "Ведомости", რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს შეისყიდოს  Volvo FMX ბაზაზე განთავსებული უნივერსალური საავტომობილო საწვავგასამართი კომპლექსები (Автомобильный Топливо Заправщик  - АТЗ) 12-10FMX40 (მანქანები სავარაუდოდ სავალი ნაწილის 6x6 ფორმულით იქნება)

მოცემული საწვავგასამართი მანქანების მიწოდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში წლის ბოლოს დაიწყება. "დიახ, მიწოდება წლის ბოლოს დაიწყება. ამჟამად მანქანები საჯარისო გამოცდებს გადის. ამ ეტაპის შემდეგ მანქანები სახელმწიფო გამოცდებს დაიწყებს - რაც თავის მხრივ 45 დღე-ღამე გაგრძელდება" - განაცხადა ბულგაკოვმა. 

ახალი მანქანა, АТЗ 12-10FMX40, საშუალებას იძლევა ერთდროულად 10 მანქანის საწვავით გამართვა მოხდეს (ამჟამად არსებული საწვავგამმართველი მანქანებს ერთდროულად მხოლოდ 2 მანქანის მომსახურება შეუძლიათ).

ახალი საწვავგასამართი კომპლექსები Volvo FMX ბაზაზე განთავსდება. მანქანის მოტორესურსი 2 მილიონი კილომეტრია, სამსახურის ვადა - არანაკლებ 30 წელი. ამას გარდა, ცისტერნას, რომელიც მანქანაზე მონტაჟდება, რემონტი პრაქტიკულად არ ესაჭიროება, რადგანაც იგი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული - აცხადებს ბულგაკოვი.

ახალი კომპლექსი 10 წუთის განმავლობაში ავტომატურად წმინდავს და ამზადებს ცისტერნას. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მინიმალურ ვადებში მოხდეს ცისტერნის მომზადება სხვადასხვა ტიპის საწვავის გადასაზიდად. ახალი კომპლექსის შესყიდვა და არმიისთვის მიწოდება 2020 წლამდე გათვლილ სამხედრო შესყიდვეის პროგრამაშია შეყვანილი.

Volvo ბაზაზე განთავსებული, რუსეთის არმიის გამოცდებში მონაწილე, საწვავგამმართველი კომპლექსი 12-10FMX40

სავარაუდოდ საწვავგასამართი კომპლექსების აწყობა ЗАО «Вольво Восток»-ის ასაწყობ ქარხანაში განხორციელდება. ეს ქარხანა 2009 წელს ამოქმედდა, კალუგაში მდებარეობს და Volvo ტიპის სატვირთო მანქანების აწყობითაა დაკავებული. ცნობილია რომ რუსეთის "წარმოებისა და ვაჭრობის სამინისტროს" №380 ბრძანების თანახმად, კალუგის ქარხანაში წარმოებული Volvo, აღიარებულია როგორც რუსული ნაწარმი და დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისთვის შესასყიდად ნებადართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და კომუნალური ტექნიკის ჩამონათვალში.




წყარო:
Закупка топливозаправщиков Volvo

Минобороны закупит топливозаправочные комплексы на базе Volvo

Friday, July 27, 2012

Red Flag - 2012

2012 წლის 11 ივნისს ალიასკაში, ელისსონის საჰაერო ბაზაზე დაიწყო საერთაშორისო საჰაერო სწავლება RED FLAG-2012. წინასწარი ცნობებით სწავლებაზე რუსული მხარეც იყო მიწვეული, მაგრამ როგორც ჩანს გაურკვეველი მიზეზების გამოს რუსული გამანადგურებლები სწავლებაზე არ გამოჩენილან.

ორი გერმანული Eurofighter Typhoons და KC-135R Stratotanker

A-10 Thunderbolts II

იაპონური F-15J Eagle

პოლონური F-16C Fighting Falcons

A-10 Thunderbolt II და F-16C Fighting Falcons

იაპონური F-15J Eagle


KC-135R Stratotanker

და ყველაზე საინტერესო - სწავლებაში თავი გერმანულმა EF-2000-ებმა გამოიჩინეს, როგორც ბოროტი ენები ამბობენ ახლო საჰაერო ბრძოლებში F-22-ები გააბახესო.




Thursday, June 7, 2012

Бронницы-2012

Скорпион ЛША და Скорпион ЛТА










КамАЗ Выстрел




МТЛБ