Friday, April 18, 2014

ჟენევის შეთანხმება უკრაინის შესახებ


გუშინ ჟენევაში რუსეთსა, უკრაინასა, აშშ–სა და ეკ–ს შორის განხორციელებული მოლაპარაკების შედეგად გაკეთებული განცხადება:

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟენევაში განხორციელებული შეხვედრის შედეგად, ქვეყანაში დაძაბულობის დეესაკლაციის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პირველ რიგში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ მიღწეული იქნა ხელშეკრულება. ყველა მხარემ ვალდებულება აიღო თავი შეეკავებინა ძალადობისგან, დაშინებისგან ან მაპროვოცირებელი მოქმედებისგან. შეხვედრის მონაწილეებმა მკაცრად დაგმეს და გააკრიტიკეს ეკსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რელიგიური და ეროვნული რასიზმი და მათ შორის ანტისემიტიზმი.
ყველა არაკანონიერი შეიარაღებული ფორმიერბა უნდა განიარაღდეს; ყველა არაკანონიერად მიტაცებული შენობები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ყველა უკანონოდ მიტაცებული ქუჩები, მოედნები და უკრაინის ქალაქების სხვა საზოგადო ადგილები უნდა განთავისუფლდეს.
პროტესტის ყველა მონაწილეს, რომელიც თვითნებურად გაანთავისუფლებს შენობებს და სხვა საზოგადო ადგილებს და ჩააბარებს იარაღს, გარანტირებული აქვს ამნისტია. ამნისტია არ შეეხება იმათ, ვინც მძიმე დანაშაულში ჩაიდინა.
გადაწყდა რომ ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია წამყვან როლს შეასრულებს და დაეხმარება უკრაინულ ხელისუფლებას და ადგილობრივ საზოგადოებებს სიტუაციის დესკალაციისკენ მიმართული ამ ზომების მყისიერ რეალიზაციაში, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა. აშშ, ეკ და რუსეთი ვალდებულები არიან მხარი დაუჭირონ ამ მისია, მათ შორის დამკვირვებლების წარმოდგენით.
დაანონსირებული საკონსტიტუციო პროცესი იქნება საერთო, გამჭვირვალე და საპასუხისმგებლო. მასში მყისიერად მოხდება ფართო ეროვნული დიალოგის ჩართვა, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინის ყველა რეგიონის და პოლიტიკური წრეების ინტერესებს, და ასევე შესაძლებლობას მისცემს გათვალისწინებული იქნეს საზოგადო აზრი და შემოთავაზებული ცვლილებები.

წყარო:

No comments:

Post a Comment