2013 წელის 30 ოქტომბერი, კალიფორნია – გამანადგურებელი F-35 Lightning II ახორციელებს ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტის, AIM-120 AMRAAM–ის, პირველ გაშვებას
2014 წლის 15 აპრილი, ტეხასის შტატი, ფორტ–უორტი (FORT WORTH) – კომპანია Lockheed Martin–ის განცხადების თანახმად, F-35 Lightning II–ის ფლოტის ფრენის ხანგრძლივობამ 15 000 საათს გადააჭარბა.
7 აპრილის მდგომარეობით სერიულმა F-35–მა 8050, ხოლო პროტოტიპებმა და სისტემების დემონსტრატორებმა 7123 საათი იფრინეს. აქედან 2014 წელს გამანადგურებლების ფლოტმა 2683 საათი იფრინა, რომლების მოდელებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა (პირველი ციფრი პროტოტიპი/მეორე ციფრი სერიული მანქანები):
F-35A - 328/963 სთ.
F-35B - 191/1012 სთ.
F-35C - 91/98 სთ.
ასევე განცხადებაში ნათქვამია რომ თებერვალ–მარტში მოხდა რაკეტა AIM-120 AMRAAM–ის მორიგი წარმატებული გამოცდა და რომ კომპანია მეორე კვარტალში შეიარაღების გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.
წყარო:
No comments:
Post a Comment