როგორც ცნობილია, 5-დან 6 იანვრის ღამეს სირიაში მდებარე რუსულ ბაზებზე, კერძოდ ჰმეიმის ავიაბაზაზე და ტარტუსის მატერიარლუ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაზე, თვითნაკეთი, ასაფეთქებელით დატვირთული, უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით განხორციელდა საჰაერო იერიში. სულ იერიშში ჩართული იყო 13 უპილოტო საფრენი აპარატი, აქედან ათი ჰმეიმის ავიაბაზისკენ მიემართებოდა, ხოლო სამი ტარტუსისკენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, იერიში წარმატებით იქნა მოგერიებული. ექვსი უპილოტო რუსულმა რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფმა აიყვანა კონტროლზე, აქედან სამი წარმატებით დასვა, ხოლო სამი დაჯდომისას აეთქდა.
კიდევ შვიდი უპილოტო ბაზების დაცვაზე მყოფი, Панцирь-С-ის ტიპის, ჰსთ კომპლექსებით იქნა განადგურებული.
რუსული მხარის განცხადების თანახმად ბაზას და მასზე მყოფ მატერიალურ ტექნიკურ საშუალებებს ზიანი არ მიადგა, რუსული კონტინგენტი შეუფერხებლად აგრძელებს ფუნქციონირებას.
წყარო:
ბლოგის მხრიდან მინდა დავამატო რომ, ინტერნეტში გავრცელებული არაოფიციალური წყაროების თანახმად, ავიაიერიშის დროს დაზიანდა ერთი ცალი, ავიაბაზის დაცვაზე მყოფი, С-400-ის ტიპის ჰსთ კომპლექსი.
ოფიციალური რუსული მხარე ამის თაობაზე არ ავრცელებს არანაირ ინფორმაციას. მოკლედ დაველოდოთ კიდევ ცოტა ხანს, სავარაუდოდ კიდევ გამოჩნდება საინტერესო ინფორმაცია ამ ბაზებზე განხორციელებული იერიშების შესახებ.
No comments:
Post a Comment