Showing posts with label ქურთები. Show all posts
Showing posts with label ქურთები. Show all posts

Thursday, April 23, 2020

M60A3 vs 12,7mm rifle


Turkish tank M60A3, which was destroyed by a large-caliber rifle "Zagros" (12,7mm). After penetration, the bullet caused the tank round to explode, killed three members of the crew.
Syria, February 4, 2016.







Tuesday, October 22, 2019

დღის ფოტო - გრძნობები და პოლიტიკა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

საკულტო ფოტო - ბოლო ამერიკელმა დატოვა სირია, გამოსვლისას ამერიკელ სამხედროს მხარზე YPJ-ს ბეიჯი უკეთია, ამით ის თავისი მოკავშირეების მხარდაჭერას გამოხატავს, რომლებიც მას იძულებით დაატოვებინეს სირიაში (YPJ წარმოადგენს YPG-ს ქალტა შენაერთს, რომელიც ISIS-ს გააფთრებული ებრძოდა).

 As the last U.S. troops pull out of Syria, an American soldier wears a YPJ emblem on his uniform as a sign of solidarity with the Kurdish ally they are leaving behind. (The YPJ is the women's unit of YPG, they fiercely fought ISIS).

Thursday, October 17, 2019

აშშ და თურქეთი სირიაში დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის, განცხადების თანახმად, დღეს აშშ-მ და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 5 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, თურქეთის საზღვრიდან სამხრეთით 20 კილომეტრიანი ზონიდა ქურთების უსაფრთხო ადგილას გაყვანა უნდა განხორციელდეს.



ერდოღანთან 4 საათიან შეხვედრის შემდეგ, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი სირიაში თურქეთის შეჭრის შედეგად გამოწვეული სისხლის ღვრის შეჩერებას ისახავდა მიზნად.

შეთანხმების შედეგად აშშ თურქეთს სანქციებს აღარ დაადებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა ქურთული მხარეც და მათი განცხადების თანახმად ისინი ნებისმიერი შეთანხმების წინაღმდეგი იქნებიან. 



P.S. ვნახოთ საბოლოოდ რა გამოცხვება მთელი ამ დომხალიდან.

Monday, October 14, 2019

შეტაკებები სირიისა და თურქეთის არმიას შორის

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................ 

 ინტერნეტში გავრცელებული ცნობების თანახმად თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა სირიელებს რუსების მიერ გადაცემული Т-62МВ ჩაიგდეს ხელში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ მანიბჯის მისადგომებთან პროთურქულ და თურქულ ძალებსა და სირიის არმიას შორის შეტეკებები დაიწყო (წყარო - Calibre Obscura)



თურქეთის არმია მანბიჯის მისადგომებთან

Sunday, October 13, 2019

ადს-ით აღჭურვილი თურქული ტანკები სირიაში

სირიაში გადასროლილი თურქული ტექნიკის გავრცელებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თურქებმა უკვე სერიულად დაიწყეს თავისი ტანკების აქტიური დაცვის სისტემით აღჭურვა. ქვემოთ მოყვანილ ფოტო სირიის საზღვართან, დაბა Akcakale-ში 2019 წლის 11 ოქტომბერსაა გადაღებული. მასზე ასახული M60T ადს (APS) PULAT-ითაა აღჭურვილი, რომელიც უკრაინული ადს Заслон-ის თურქულ ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერია - თურქეთი ტანკების აქტიური დაცვით აღჭურვას იწყებს

P.S. ადს-ით აღჭურვილი ტექნიკის ბრძოლაში გამოყენების ეს დადასტურებული მეორე შემთხვევაა, ხოლო დაუდასტურებული კიდევ მესამე - პირველად დადასტურებულად ადს-იანი მანქანები ებრალებმა გამოიყენეს ბრძოლაში (Markava Mk4 + Trophy), მეორე უკვე თურქები გახდნენ. თუმცა დაუდასტურებელი ცნობების თანახმად პირველად ადს-იანი მანქანები საბჭოთა კავშირმა 80-იანი წლების მეორე ნახევარში გამოიყენა ავღანეთში (Т-55АД + 030М Дрозд).

ადს Дрозд-ით აღჭურვილი Т-55АД  ავღანეთში. გამშვებები დაცლილია, ტანკი როგორც ჩანს დაზიანებული. თუმცა არაა გამორიცხული რომ ტანკი უბრალოდ გამოცდების შედეგად იყოს განადგურებული

Thursday, February 8, 2018

ქურთების მიერ თურქული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ტსმრ-ების გამოყენების სტატისტიკა

ქურთების მიერ თურქული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ტსმრ-ების გამოყენების სტატისტიკა

  • 21 იანვარი - ტსმრ «Конкурс», სამიზ ნე Leopard-2A4
  • 28 იანვარი - ტსმრ «Конкурс», სამიზნე სასაზღვრო  პოლიციის განყოფილება
  • 30 იანვარი - ტსმრ «Toophan», (ამერიკული BGM-71 TOW ბაზაზე შექმნილი ირანული ტსმრ) სამიზნე », სამიზ ნე Leopard-2A4
  • 31 იანვარი - ტსმრ «Конкурс», სამიზ ნე ბულდოზერი, სასაზღვრო  პოლიციის განყოფილებადა გაურკვეველი ობიექტი.
  • 3 თებერვალი - ტსმრ «Конкурс», სამიზ ნე Leopard-2A4, ბულდოზერი და ამოუცნობი ტანკი (სავარაუდოდ М-60 Sabra).
  • 4 თებერვალი - ტსმრ «Конкурс», სამიზნე ბულდოზერი დასასაზღვრო  პოლიციის განყოფილება.

სტატისტიკური ინფოგრაფიკა (გადიდებადია)

Saturday, February 3, 2018

ქურთებმა მორიგი Leopard-2A4 შეიწირეს

მორიგი ვიდეო, რომელზეც ქურთების მიერ თურქული Leopard-2A4-ის სრული აორთქლებაა გამოსახული. ძაან დიდ ეჭვს იწვევს აფეთქება, არაა გამორიცხული რომ, ტანკის გვერდზე მდგომი სატვირთო სატანკო ჭურვებით იყოს დატვირთული. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ტსმრ-ი ტანკს ბორტის სწორედ იმ ნაწილში მოხვდა სადაც კორპუსის საბრძოლო მარაგია განთავსებული


სავარაუდოდ ვიდეოზე ასახული ტანკის ნარჩენები, როგორც ჩანს რეალურად საბრძოლო მარაგის მომტან მანქანასთან ერთად აფეთქდა, თურქული წყაროების მიხედვით ხუთი ადამიანი დაიღუპა - 4 ტანკის ეკიპაჟი და 1 სატვირთოს მძღოლო როგორც ჩანს

Sunday, January 21, 2018

როგორც ჩანს სირიაში თურქული Leopard-2A4-ების გალახვა გრძელდება

გუშინ ერდოგანის განცხადების თანახმად, თურქულმა არმიამ თურქეთის საზღვრის მიმდებარე სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო, სირიის ტერიტორიაზე თურქული ჯავშანტექნიკაა შეყვანილი, ძირითადი დარტყმა ქურთების ერთ-ერთ ცენტრზე, აფრინზე და მის შემოგარენზე ხორციელდება.
ქურთების განცხადების თანახმად, დღეს, ტსმრ-ის გამოყენებით, ორი თურქული ტანკი იქნა განადგურებული, ერთ-ერთის განადგურების ვიდეო უკვე გავრცელდა. ვიდეოზე გარკვევით ჩანს რომ მართვადი რაკეტა თურქულ Leopard-2A4-ს კოშკურის მარჯვენა ბოტის უკანა ნაწილში მოხვდა

ვიდეოსქრინშეოტზე გარკვევით ჩანს ყვითელი ფერის Leopard-2A4 (ამ ტანკის ოთხკუთხედი კიჩო გამოირჩევა)

სავარაუდოდ მსხვერპლი, თუმცა შეიძლება სხვა ტანკიცაა.



Sunday, April 30, 2017

SOCOM Stryker-ები თურქეთის საზღვართან

ამერიკის არმიის ქვედანაყოფებმა, სირიის ჩრდილოეთით, თურქეთ-სირიის საზღვართან, თურქული არმიის დისლოკაციის ადგილებთან ახლოს პოზიციები დაიკავეს. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ამერიკელებმა კონკრეტულ რაიონში მოსახვედრად ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გადაკვეთეს. კონკრეტულად მათ დანიშნულების ადგილზე მისაღწევად Qamishli გაიარეს.
როგორც ცნობილია, ამ ბოლო დღეებში, თურქეთის არმიასა და ქურთულ YPG-ს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა. სავარაუდოდ თირქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე ქურთების საჰაერო დაბომბვის გადაწყვეტილების პასუხად YPG-მ რეიდებისა და იერიშები სერია წამოიწყო.
ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც ამერიკელები თავისი მოკავშირეების შუაში დგებიან, პირველად ამერიკელებს ქალაქ Manbij-ისკენ მიმავალი თურქული არმიისა და ქურთებს შუა მოუწიათ ჩადგომა (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ). გაურკვეველია ისლამური სახელმწიფოს ხათრით რამდენ ხანს აიტანს ამერიკა ცხელსისხლიან ქურთებსა და თურქებს.


Minigan-ებით აღჭურვილი SOCOM-ის ჯტრ Strayker-ები




Sunday, March 5, 2017

აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმები სირიაში

აშშ-ს NAVY SEAL-ები მანბაჯში, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. სპეცები როგორც ჩანს ჯტრ Stryker-ის ბაზაზე შექმნილ მანქანას იყენებენ.












Thursday, February 9, 2017

ტსმრ Javelin ქურთების ხელში (vol-2)

სირიელი ქურთები ცეცხლის ხაზზე. როგორც ფოტოზე ჩანს ქურთები ამერიკულ ტსმრ Javelin-ს იყენებენ. ეს ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი ქურთების ხელში უკვე მოერედ დაფიქსირდა, პირველ შემტხვევაზე უკვე ვწერდი ბლოგზე - ტსმრ Javelin ქურთების ხელში (ფოტო და ვიდეო)


Friday, May 27, 2016

ამერიკის სპეციალრუი დანიშნულების ძალები სირიაში

ინტერნეტში გავრცელდა სირიაში, ქურთ მებრძოლებთან ერთად "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქის, რაქაას იერიშში მონაწილე აშშ-ს სპეციალური დანიშნულების მეთაურობის მებრძოლების ფოტოსურათები. ფოტოები 2016 წლის 26 მაისსა ქალაქ რაქქის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ფასიტაშია გაკეთებული. სამხედრო მოსამსახურეებს ამერიკული "სამხრე ნიშნების" გარდა ქურთული YPG-ს ნიშნებიც უკეთიათ.
როგოც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადების თანახმად, სირიაში ამერიკის სპეციალური ძალების სამმართველომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად 250 სამხედრო მოსამსახურე მიავლინა. ასევე ცნობილია რომ კიდევ 50 ამერიკელი სამხედრო მოსასმახურე სირიის ტერიტორიაზე ქურთი მებრძოლების მომზადებას ახორციელებს.

ფოტოების ავტორი Delil souleiman - U.S. Special Forces operating against ISIS in Syria's Raqqa