Showing posts with label აშშ–ს დახმარება. Show all posts
Showing posts with label აშშ–ს დახმარება. Show all posts

Saturday, October 5, 2019

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის $132 მილიონია გათვალისწინებული

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„გამოქვეყნდა აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ 26 სექტემბერს მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2020 ფისკალური წლის კანონპროექტი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას. 

კანონპროექტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები (აღნიშნული ჩანაწერი პირველად 2017 წელს გაკეთდა). აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოიყენებოდეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

2020 წლის კანონპროექტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. კერძოდ, საქართველომ მიიღო 40 მილიონიანი დაფინანსება საგარეო სამხედრო დაფინასების ფონდის (FMF) ფარგლებში, რაც შარშანდელ თანხას 5 მილიონი დოლარით აღემატება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს 285 მილიონი დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის  მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Saturday, December 1, 2018

რუსეთი საქართველოში ამერიკული აეროდრომის წინააღმდეგ

აშშ-ს ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები სწავლება Noble Partner-2018-ზე. ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, საჩვენებელი გამოსვლა (წყარო - Noble Partner 2018 - საჩვენებელი გამოსვლა)

რუსეთი არ მალავს გაღიზიანებას აშშ-საქართველოს შეთანხმების გამო, ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობის თაობაზე. მოსკოვი სეპარატისტებთან ერთად გეგმავს ვაზიანის თემა, ჟენევის დისკუსიების 46-ე რაუნდზე წამოჭრას, რომელიც შვეიცარიაში 10-11 დეკემბერს შედგება. ნახეთ ზაზა წულაძის სიუჟეტი.


Monday, November 12, 2018

ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომი აშენდება

ლევან იზროიას განცხადების თანახმად "ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობა დაიწყება".


ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის (აშშ-ს არმიის გადაადგილებებისა და ტრანსპორტირების სტრატეგიული სარდლობა) მეთაურთან, გენერალ სტეფან რ. ლიონსთან (Stephen R. Lyons) შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

წყარო - MOD Georgia

Tuesday, November 6, 2018

პირველად აშშ-ის ასეული საქართველოში როტაციული საფუძველზე



„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ ოფიციალურად დაიხურა. ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა შეაჯამეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას მან თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალ მიდგომაზე გაამახვილა, რომელიც სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება და ნატოში გაწევრიანებისთვის ყოველდღიურ მზადყოფნას, ნატოს სტანდარტებთან მეტ თავსებადობასა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეს გულისხმობს. მან ასევე,  ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა და სამხედრო და სამოქალაქო რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.  მინისტრის განცხადებით, საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადექვატური სამხედრო მზადყოფნა. დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის თვალსაზრისით აქცენტი გაკეთდა საზოგადოების მდგრადობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტოს მიერ გატარებულ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ლევან იზორიამ ახალი ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის დაარსებისა და პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ის ასეულის საქართველოში, საბრძოლო მზადყოფნის ცენტრში მომზადების მიზნით როტაციული პრინციპით ჩამოსვლის შესახებ.
 „კონფერენციის განმავლობაში მიმოვიხილეთ როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მზადყოფნის საკითხები, ასევე სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია აგრესიის შესაკავებლად. ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ საკითხებს ისეთი საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა, რათა მოხდეს მოსახლეობის ინტეგრაცია და მომზადება, რათა ქვეყნის დაცვის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. აქ არ არის საუბარი მარტო სამხედრო თავდასხმის შეკავებაზე. უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია ისეთ დივერსიულ ქმედებებს, როგორიცაა პროპაგანდა, დეზინფორმაცია და კიბერთავდასხმა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა კონფერენციის შეჯამებისას.

Wednesday, June 27, 2018

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა GDRP დაიწყო

ლევან იზორია GDRP-ის პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. 


ამ ეტაპზე ქვედანაყოფის მომზადების მე-9 კვირა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას და აღდგენას მოიცავს. წვრთნის ეს ეტაპი მომდევნო საველე სწავლებისათვის მომზადებასაც გულისხმობს, რომელიც მოგვიანებით ჩატარდება. საველე სწავლებაზე 43-ე ბატალიონი 6 საწვრთნელ წერტილზეა გაშლილი. თითოეულ საწვრთნელ უბანზე სხვადასხვა ტიპის სამხედრო მომზადება მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბატალიონის საველე შტაბს ესტუმრა და დეტალურად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ლევან იზორია წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად შეხვდა, სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სისტემების განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის გზით, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება ტაქტიკური ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, წვრთნის აღჭურვისა და დაკისრებული ეროვნული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი მზადყოფნის დონეზე შენარჩუნების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარება. წვრთნებს მხარს უჭერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები - კაპიტნის საკარიერო სკოლა, არტილერიის სკოლა და ლოგისტიკის სკოლა.


Wednesday, June 20, 2018

ქართული არმია აშშ-სგან გადასატან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს - FIM-92 Stinger-ებს მიიღებს



P.S. რამდენად უახლესია ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, იმედია მალე სხვა მრავალ სიახლესაც გავიგებთ.

„ანტისატანკო სისტემების - ჯაველინების გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში განხორციელებული სწორი პოლიტიკის აღიარებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ თავდაცვის უწყების ბოლო ექვსი თვის საქმიანობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაღრმავებისკენაა მიმართული. ამ კონტექსტით, ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ბიუჯეტზე, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს წარმოადგენს. მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებული ძალების აღჭურვისკენაა მიმართული, რაც ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით, ალიანსის რვა წევრ ქვეყანასთან ერთად, საქართველო ნატოს სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, უწყების შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია 2019-2025 წლების პერიოდს მოიცავს და მასში განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს.

Friday, March 2, 2018

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ უკრაინაში Javelin-ების გაყიდვის ნებართვა გასცა

ვაშინგტონი, 2018 წლის 1 მარტი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინისთვის 47 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის რაკეტებისა და "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (Command Launch Units) მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა. აშშ-ს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency), კონგრესს ამ სავარაუდო გაყიდვის შესახებ დოკუმენტაცია დღეს წარუდგინა.

უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 210 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ისა და 37 ცალი "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (მათ შორის 2 ცალი სათადარიგო ნაწილებად იქნება გამოყენებული) მიწოდების მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნაში ასევე შედის "ძირითადი უნარ-ჩვევების სავარჯიშო" ტრენაჟორი (Basic Skills Trainers - BST), ტექნიკური დახმარება აშშ-ს მთავრობისგან და მიმწოდებლისგან, ტრანსპორტირება და პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლოჯისტიკური და მხარდამჭერი ელემენტები. პროგრამის მთლიანი ღირებულებ 47 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ძირითადი მიმწოდებლებად Raytheon / Lockheed Martin Javelin გამოვლენ. მაგრამ მიუხედავად ამისა ამ რაკეტებს ამერიკული მხარე საქართველოს აშშ-ს არმიის მარაგებიდან გადასცემს, ხოლო გამშვები მოწყობილობები "თავდაცვის მხარდაჭერის სპეციალური ფონდის" მარაგებიდან იქნება გამოყოფილი.

ეს უწყისი არ ნიშნავს იმას, რომ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გაყდვა გადაწყვეტილი საქმეა. ამ სავარაუდო გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადასაწყვეტად სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედო პლოტიკურ საქმეთა ბიუროში და კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში უნდა გაიგზავნოს.


წყარო:

Tuesday, January 23, 2018

ტსმრ Javelin-ები უკვე საქართველოშია


„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.

წყარო:

Tuesday, November 21, 2017

ქართული არმია ტსმრ Javelin-ებით აღიჭურვება


ვაშინგტონი, 2017 წლის 20 ნოემბერი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის რაკეტებისა და "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (Command Launch Units) მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა. აშშ-ს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency), კონგრესს ამ სავარაუდო გაყიდვის შესახებ დოკუმენტაცია 2017 წლის 17 ნოემბერს წარუდგინა.

საქართველოს მთავრობამ აშშ-ს 410 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ისა და 72 ცალი "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (მათ შორის 2 ცალი Javelin Block 1 CLU, რომლებიც სათადარიგო ნაწილებად იქნება გამოყენებული) მიწოდების მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნაში ასევე შედის "ძირითადი უნარ-ჩვევების სავარჯიშო" ტრენაჟორი (Basic Skills Trainers - BST), 70 ცალი ინერტული, სასწავლო რაკეტეა, ტექნიკური დახმარება აშშ-ს მთავრობისგან და მიმწოდებლისგან, ტრანსპორტირება და პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლოჯისტიკური და მხარდამჭერი ელემენტები. პროგრამის მთლიანი ღირებულებ 75 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ძირითადი მიმწოდებლებად Raytheon / Lockheed Martin Javelin გამოვლენ. მაგრამ მიუხედავად ამისა ამ რაკეტებს ამერიკული მხარე საქართველოს აშშ-ს არმიის მარაგებიდან გადასცემს, ხოლო გამშვები მოწყობილობები "თავდაცვის მხარდაჭერის სპეციალური ფონდის" მარაგებიდან იქნება გამოყოფილი.


WASHINGTON, Nov. 20, 2017 - The State Department has made a determination approving a possible Foreign Military Sale to Georgia for Javelin Missiles and Command Launch Units for an estimated cost of $75 million.  The Defense Security Cooperation Agency delivered the required certification notifying Congress of this possible sale on November 17, 2017.

The Government of Georgia has requested to purchase four hundred ten (410) Javelin Missiles, and seventy-two (72) Javelin Command Launch Units (CLUs) (includes two (2) Javelin Block 1 CLUs to be used as spares).  Also included are ten (10) Basic Skills Trainers (BST); up to seventy (70) simulated rounds; U.S. Government and contractor technical assistance; transportation; and other related elements of logistics and program support.  The total estimated cost is $75 million.

This proposed sale will contribute to the foreign policy and national security of the United States by improving the security of Georgia.  The Javelin system will provide Georgia with increased capacity to meet its national defense requirements.  Georgia will have no difficulty absorbing this system into its armed forces.

The proposed sale of this equipment and support will not alter the basic military balance in the region.

The prime contractors will be Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture of Orlando, Florida, and Tucson, Arizona.  However, these missiles are being provided from U.S. Army stock and the CLUs will be obtained from on-hand Special Defense Acquisition Fund (SDAF)-purchased stock.  There are no known offset agreements proposed in conjunction with this potential sale.

Implementation of this proposed sale will require the assignment of approximately one (1) U.S. Government and two (2) contractor representatives to Georgia.

There will be no adverse impact on U.S. defense readiness as a result of this proposed sale.

This notice of a potential sale is required by law and does not mean the sale has been concluded.

All questions regarding this proposed Foreign Military Sale should be directed to the State Department's Bureau of Political Military Affairs, Office of Congressional and Public Affairs, pm-cpa@state.gov.

წყარო:

Friday, May 27, 2016

ამერიკის სპეციალრუი დანიშნულების ძალები სირიაში

ინტერნეტში გავრცელდა სირიაში, ქურთ მებრძოლებთან ერთად "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქის, რაქაას იერიშში მონაწილე აშშ-ს სპეციალური დანიშნულების მეთაურობის მებრძოლების ფოტოსურათები. ფოტოები 2016 წლის 26 მაისსა ქალაქ რაქქის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ფასიტაშია გაკეთებული. სამხედრო მოსამსახურეებს ამერიკული "სამხრე ნიშნების" გარდა ქურთული YPG-ს ნიშნებიც უკეთიათ.
როგოც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადების თანახმად, სირიაში ამერიკის სპეციალური ძალების სამმართველომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად 250 სამხედრო მოსამსახურე მიავლინა. ასევე ცნობილია რომ კიდევ 50 ამერიკელი სამხედრო მოსასმახურე სირიის ტერიტორიაზე ქურთი მებრძოლების მომზადებას ახორციელებს.

ფოტოების ავტორი Delil souleiman - U.S. Special Forces operating against ISIS in Syria's Raqqa


Saturday, November 14, 2015

ამერიკული კონტრბატარეული რადარები უკრაინის არმიისთვის

უკრაინა, ლვოვი, 2015 წლის 14 ნოემბერი – უკრაინული არმიისთვის განკუთვნილო 2 ცალი ამერიკული კონტრბატარეული რადარის ჩამოტვირთვის პროცესი.