Showing posts with label თავდაცვის მინისტრი. Show all posts
Showing posts with label თავდაცვის მინისტრი. Show all posts

Tuesday, November 6, 2018

პირველად აშშ-ის ასეული საქართველოში როტაციული საფუძველზე



„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ ოფიციალურად დაიხურა. ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა შეაჯამეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას მან თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალ მიდგომაზე გაამახვილა, რომელიც სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება და ნატოში გაწევრიანებისთვის ყოველდღიურ მზადყოფნას, ნატოს სტანდარტებთან მეტ თავსებადობასა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეს გულისხმობს. მან ასევე,  ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა და სამხედრო და სამოქალაქო რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.  მინისტრის განცხადებით, საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადექვატური სამხედრო მზადყოფნა. დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის თვალსაზრისით აქცენტი გაკეთდა საზოგადოების მდგრადობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტოს მიერ გატარებულ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ლევან იზორიამ ახალი ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის დაარსებისა და პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ის ასეულის საქართველოში, საბრძოლო მზადყოფნის ცენტრში მომზადების მიზნით როტაციული პრინციპით ჩამოსვლის შესახებ.
 „კონფერენციის განმავლობაში მიმოვიხილეთ როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მზადყოფნის საკითხები, ასევე სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია აგრესიის შესაკავებლად. ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ საკითხებს ისეთი საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა, რათა მოხდეს მოსახლეობის ინტეგრაცია და მომზადება, რათა ქვეყნის დაცვის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. აქ არ არის საუბარი მარტო სამხედრო თავდასხმის შეკავებაზე. უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია ისეთ დივერსიულ ქმედებებს, როგორიცაა პროპაგანდა, დეზინფორმაცია და კიბერთავდასხმა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა კონფერენციის შეჯამებისას.

Tuesday, February 12, 2013

მინისტრის ხედვა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2013-2014 წლისათვის „მინისტრის ხედვა” სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას წარუდგინა.
დოკუმენტში თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებია გაწერილი.  „მინისტრის ხედვა“ გასული წლების გამოცდილებას, არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
დოკუმენტის თანახმად, 2013-2014 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება: გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება; თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება; ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების განმტკიცება; ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
მომავალი ორი წლის განმავლობაში ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან  თავსებადი  შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხედვა, რათა ისინი მზად იყვნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.  „მინისტრის ხედვა“-ში ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა განათლებას, წვრთნას, კარიერის მართვასა და სოციალურ დაცვას.
„ჩვენს სისტემაში  დანერგილი იქნება გამჭვირვალობა, რათა საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით,   სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე უფრო ეფექტური იყოს. უკვე გავზარდეთ ხელფასები სამხედრო მოსამსახურეებზე ავღანეთში. ასევე, 1 თებერვლიდან ხელფასები 25%-ით გაეზარდათ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების 89%-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეიქმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა თავდაცვის რეფორმირების პროცესში ეფექტურად ჩავრთოთ საზოგადოება. ის სისტემა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ,  უზრუნველყოფს ეტაპობრივად სრულად გადასვლას პროფესიულ ჯარზე. ეს იქნება ძალიან დიდი წინსვლა თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში და ჩვენი ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ვისაუბრეთ, ასევე, ჩვენს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე, პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის დეკლარირებულ ხედვაზე. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და თავდაცვის სამინისტრო თავის წვლილს შეიტანს ამ  პროცესის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით და დინამიკით წინსვლაში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
















წყარო:

Saturday, December 29, 2012

შეხვედრა აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან

 29 დეკემბერი 2012 12:00  აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების რვა ქართველი კურსანტი თავდაცვის მინისტრმა მიიღო. ირაკლი ალასანია  მომავალი ოფიცრების სწავლის პირობებს გაეცნო და მათი სამომავალო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტებთან  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. „აღფრთოვანებული ვარ იმ დიდი ცოდნით, რომელსაც ჩვენი კადეტები „ვესტ-პოინტის“ სამხედრო სასწავლებელში, ასევე, სანაპირო დაცვის, საზღვაო, საჰაერო ძალების აკადემიებში იღებენ. ეს ბიჭები არიან ჩვენი ელჩები, ჩვენი წარმომადგენლები ამ აკადემიებში.  ამ ახალგაზრდების ცოდნის სიღრმე და მოტივაცია ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ისინი დაუბრუნდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, კიდევ უფრო გაამდიდრებენ და ქმედითუნარიანს გახდიან ჩვენს არმიას” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.


ქართველი ახალგაზრდები აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში განათლებას 2007 წლიდან იღებენ. სასწავლებლად გამგზავრებამდე, ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან  10 წლიან კონტრაქტს აფორმებენ და სწავლის დასრულების შემდეგ,  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აგრძელებენ მსახურს. სწავლებას მთლიანად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებს და სრული კურსი 4 წელს მოიცავს. ამჟამად, აშშ-ის ყველა პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში 12 ქართველი მსმენელი ირიცხება.

Meeting with Georgian Students of U.S. Military Institutions

29 December 2012 12:00  Defence Minister of Georgia met with eight Georgian Students who study at the various military educational institutions in the USA. Irakli Alasania got acquainted with learning conditions of the future officers and expressed interest in their future plans. The meeting with the Georgian students was of an introductory character.
“I am very delighted with the great knowledge our cadets get in the U.S. Military Academy at West Point, as well as the Coast Guard, Navy and Air Force academies. These students are our ambassadors, our representatives in American educational institutions. Their depth of knowledge and motivation is very high. I am sure that their return to the Georgian Armed Forces will enrich and make our army more capable”, stated Defence Minister after the meeting with the students. 

Georgian students have received education in the various American military educational institutions since 2007. Before sending to the American military academies, they conclude 10 year long contract with Georgian Defence Ministry. After graduation they continue service in the Georgian Armed Forces. The tuition period in the US military educational institutions last for 4 years. Currently, 12 Georgian students receive education in U.S. military academies.  








წყარო: