სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფრომაციიდან ხდება ცნობილი, ამა წლის 4 ოქტომბერს, აშშ-ს არმიამ, კონკურსის საფუძველზე, პერსპექტიული 6,8 მილიმეტრიანი ირაღის შექმნაზე წინასწარი დავალება (ეგრეთ წოდებული Рrototype opportunity notice - PON) გამოაქვეყნა. პროგრამამ, სახელწოდებით Next Generation Squad Weapons (NGSW), 2025 წლისთვის, აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე მყოფი 5,56 მილიმეტრი კალიბრის ცეცხლსასროლი სისტემები უნდა ჩაანაცვლოს.
კომპანია SIG-ის მიერ წარმოდგენილი NGSW-R და NGSW-AR (ბოლო ჯერ-ჯერობით .338 კალიბრშია, თუმცა კომპანიის განცხადების თანახმად, 6,8 მილიმეტრიან ვარიანტზეც მუშაობენ).
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ავტომატური შაშხანა NGSW-R-ისა (5,56 მილიმეტრიანი М4-ის შესაცვლელად) და მსუბუქი ტყვიამფრქვევი NGSW-AR-ის (5,56 მილიმეტრიანი М249-ის შესაცვლელად) პროტოტიპების შექმნა. მონაწილე კომპანიებმა ხელშეკრულების მიღებიდან, 27 თვის განმავლობაში, არმიას უნდა წარუდგინონ NGSW-R-ისა და NGSW-AR-ის 50 პროტოტიპი და 6,8 მმ კალიბრის 850 ცალი ვაზნა. დაინტერესებულმა კომპანიებმა თავისი შეთავაზებები 7 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ.
აღნიშნული "წინასწარი დავალება" როგორ ჩანს აუქმებს 2018 წლის 25 ივნისს მთელი რიგი კომპანიებისთვის გაცემულ წინასახელშეკრულებო შეთანხმებებს (Оther transaction agreement - OTA), რომლის თანახმადაც მათ, პროგრამა Next Generation Squad Automatic Rifle-ს (NGSAR) ფარგლენბში ცეცხლსასროლი იარაღის პროტოტიპები უნდა შეექმნათ. მაშინ OTA გაცემული იქნა შემდეგ ექვს კომპანიაზე AAI Corporation (შედის Textron Systems-ის შემადგენლობაში), FN America (ორი ОТА), General Dynamics-OTS, PCP Tactical და SIG Sauer.
NGSW-ს სისტემის იარაღის კალიბრისთვის განკუთვნილ, 6,8 მილიმეტრიან ვაზნაზე დღემდე არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია. უცნობია იქნება ეს .280 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მანამდე ამერიკული არმია რამდენჯერმე განიხილავდა, თუ სრულიად ახალი სტანდარტის ვაზნას მიიღებენ შეიარაღებაზე.
ცნობილია რომ, 2017 წელს, აშშ-ს ამირამ დაასრულა პროგრამა სახელწოდებით Small Arms Ammunition Configuration (SAAC), რომლის ფარგლებშიც სავარაუდოდ შექიმნა და დაიხვეწა ახალი ვაზნა. NGSW-ს პროგრამაისთვის დაგზავნილ PON-ში, წარმოსადგენი იარაღებისთვის "მთავრობის მიერ წარმოდგენილი" ვაზნა, სახელწოდებით XM1186 ფიგურირებს, რომელიც კომპანიებმა ახალი საბრძოლო ვაზნის საფუძვლად უნდა გამოიყენონ. ახალი ვაზნა "ბრძოლის და საბრძოლო მომზადების ყველა მოთხოვნას უნდა პასუხობდეს". ასევე ნახსენებია გაზრდილი ბალისტიკის ვაზნა და სასწავლო ვაზნა XM1194.
კომპანია SIG-ის მიერ წარმოდგენილი ახალი, 6,8 მილიმეტრიანი, 20%-ით მსუბუქი ვაზნა
წყარო: