Showing posts with label F-35B. Show all posts
Showing posts with label F-35B. Show all posts

Thursday, October 28, 2021

Blue Flag 2021

 

The Participants:

  1. F-35I Adir (Israel)
  2. F-16C/I (Israel)
  3. F-15A (Israel)
  4. EF-2000 Typhoon (UK)
  5. F-35B (Italy)
  6. F-16C (Greece)
  7. EF-2000 Typhoon (Germany)
  8. Rafale B (France)
  9. F-16 (USA)
  10. F-35 (USA)
  11. Mirage-2000I (India)








Thursday, March 4, 2021

F-35B Landed Aboard Italian Navy Aircraft Carrier ITS Cavour For The First Time

Two F-35B Lighting II jets landed aboard Italian aircraft carrier ITS Cavour (CVH 550) on March 1st, marking a first for the Italian Navy.



Italian Navy press release:


Departed on February 28 from the base of the US Navy’s Second Fleet in Norfolk, the Cavour ship has started the “hot” phase of the “Ready for Operations” campaign. The first landing of a US Marine Corps F-35B aircraft on the deck of the Navy aircraft carrier represents a fundamental step in the long and complex certification process for the use of the new aircraft.

The completion of the “Sea Trials” phase of sea trials, which will last in the Atlantic Ocean for about four weeks, will allow the flagship of the Naval Team to test the flight deck and verify the impacts with the fifth-generation aircraft in key take-off and landing moments in different trim conditions and in relation to various factors such as winds and the state of the sea, to arrive at the final certification of “Ready for Operations”. 






Saturday, May 4, 2019

იარაღის ახალი საცავი F-35-ის რაკეტების რაოდენობას 50%-ით გაზრდის

იარაღის ახალი საცავი, სახელწოდებით "Sidekick", სტელს გამანადგურებელში ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ექვსამდე გაზრდის და ამით გამანადგურებლის რადარებზე შემჩნევადობას არ გააუარესებს.



F-35-ის მწარმოებელი Lockheed Martin-ის მიერ შექმნილი იარაღის ახალი შიდა საცავი, თუ ის რა თქმა უნდა როდესმე მიოხვდება სერიულ მანქანებზე, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ოთხიდან ექვსამდე გაზრდის. ახალ სისტემას "Sidekick" ეწოდება.

დაბალი შემჩნევადობის F-22 Raptor და F-35 Joint Strike Fighter აკურატულად დამზადებული კორპუსი აქვს, რაც რადარზე მის შემჩნევადობას ამცირებს. მცირედმა ცვლილებამაც კი შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს რადარზე დატოვებული კვალი. ეს თავის მხრივ ქმნის პრობლემას - საჰაერო ძალებს არ შეუძლიათ დაკიდონ დამატებითი რაკეტები, ბომბები და საწვავის ავზები გარეთა პილონებზე და იძულებულები არიან  ეს ყველაფერი ფიუზელაჟის შიგნით დამალონ.

ეს ზღუდავს იმ იარაღის რაოდენობას რომელსაც თვითმფრინავი გამოიყენებს ისეთი ქვეყნების ჰსთ-სა და გამანადგურებლების წინააღმდეგ, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. 

F-35-ის ერთ-ერთ სუსტ მხარედ მის შიდა საცავებშო ჩატევადი რაკეტების მცირე რაოდენობაა. მას მხოლოდ 4 ცალი AIM-120 AMRAAM-ის ტიპის რაკეტის წაღება შეუძლია. ეს წინა თაობის გამანადგურებლებთან შედარებით, რომლებსაც 8 რაკეტის ტარება შეუძლიათ, უკან გადადგმული ნაბიჯია.

რა თქმა უნდა F-35-ს გარეთა პილონებზე შეუძლია ატარაოს შეიარაღება - რისი დემონსტრაციაც ბოლო დღეებში ერაყში განხორციელებული საბრძოლო გაფრენის დროს მოხდა, როდესაც გარეთა პილონებზე გამანადგურებელს 2 ცალი AIM-9X Sidewinder ჰქონდა დაკიდებული (ამას გარდა გამანადგურებელს ბორტზე ლიუნგბერგის ლინზებიც ეყენა), მაგრამ ამ შემთხვევაში გამანადგურებელს მტრის ჰსთ ზონის გადალახვა არ უწევდა და ამიტომ გარედან დაკიდებული რაკეტები პრობლემას არ წარმოადგენდა.

F-35A-ს პირველი საბრძოლო გამოყენების შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A-ს საბრძოლო ნათლობა

როგორც ჟურნალი Seapower-ი იტყობინება, კომპანია Lockheed Martin-მა შეიმუშავა იარაღის ახალი სამაგრი - Sidekick, რომელიც საცავში ორის ნაცვლად მესამე რაკეტის დამაგრების საშუალებას იძლევა და მთლიანობაში, საჰაერო ძალების F-35A და საზღვაო ძალების F-35C-ში,  AMRAAM-ების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე იზრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ F-35B-ზე მსგავსი საცავის დაყენება შეუძლებელია - მისი ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ძალური დანადგარი დიდ ადგილს იკავებს და საცავის გადაკეთებას შეუძლებელს ხდის.

"Sidekick" კომპანია Lockheed Martin-მა საკუთარი ხარჯებით შექმნა და ჯერ არაა გადაწყვეტილი მისი სერიულ გამანადგურებლებზე დაყენება, მაგრამ როგორ Aviation Week & Space Technology იუწყება, ამერიკის სამხედრო უწყება და მწარმოებელი Lockheed Martin, გამანადგურებელ F-35-ის უახლესი ვარიანტის - Block-4-ის კონფიგურაციაზე მუშაობენ და არაა გამორიცხული რომ იარაღის ახალის აცავი გაუმჯობესებათა სიაში მოხვდეს.

F-35 Block-4-ის შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - F-35 Block 4 - აშშ-ს გამანადგურებლის სრულყოფილი მოდერნიზაცია

P.S. ჩემი მხრიდან დავძენ - რაკეტების რაოდენობის 50%-ით გაზრდა ეს არაა მარტივი საქმე და "Sidekick" ან რამე მსგავსი ადრე თუ გვიან ამ გამანადგურებელზე აუცილებლად გამოჩნდება.

Thursday, April 18, 2019

"რუსული Як-141-იდან მოპარული F-35-ის საქშენი" - მითები და რეალობა

საკმაოდ ცნობილი ისტორია იმისა თუ როგორ გამოიყენეს რუსული მოტრიალებადი საქშენის ტექნოლოგია ამერიკელებმა საკუთარ უახლეს სგამანადგურებელზე - ანუ ზეციური ომი თემაზე "რუსული Як-141-იდან მოპარული F-35-ის საქშენი", რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში.


F-35B-ს მოტრიალებადი საქშენი
3-Bearing Swivel duct Nozzle

F-35B-ს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი

რა მოხდა რეალურად და სად გადის ზღვარი მითებსა და რეალობას შორის?

რამდენიმე წლის წინ ინტერნეტ რესურს codeonemagazine.com-ზე განთავსებული იქნა კევინ რენშოუს (Kevin Renshaw) საავტორო სტატია სახელოწდებით "History Of The F-35B Swivel Duct". თვითონ ავტორი კომპანია General Dynamics-ის (შემდეგში შესაბამისად Lockheed-ში) პროგრამა ASTOVL-ის (ASTOVL ეს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ზებგერითი თვითმფრინავის პროგრამაა, JSF-ის ერთ-ერთი წინაპარი)  დირექტორი იყო. სტატიაში F-35B-ს მობრუნებადი საქშენის შექმნის ისტორიაზე საუბრისას, ცალკე აბზაცითაა ნახსენები იაკოვლევის ინჟინრების გამოცდილების შეფასება და ისტორია - ცნობილია რომ Як-41 გახდა პირველი გამანადგურებელი, რომელმაც მსგავსი საქშენით იფრინა. ამ საკითხში საბჭოთა პირველობას არავინ არ უარყოფს, მაგრამ მისი სიტყვების თანახმად F-35B-ს საქშენი მხოლოდ და მხოლოდ კომპანია Convair-ის 60-იანი წლებში შემუშავებულ ტექნოლოგიებს ეფუძვნება.

JSF-ის ერთ-ერთი წინაპარი - აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ზებგერითი თვითმფრინავ ASTOVL-ის გრაფიკული გამოსახულება
ASTOVL

ქვემოთ მოყვანილია სტატიის ის ნაწილი, რომელშიც სწორედ საბჭოთა Як41/141-ის მოტრიალებად საქშენზეა საუბარი. მთლიანი სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - F-35B Lightning II Three-Bearing Swivel Nozzle

რუსული მოტრიალებადი საქშენის შექმნის ისტორია

ინტერნეტში აუარება დეზინფორმაციაა გავრცელებული, რომელიც საბჭოთა Як-41 (მოგვიანებით Як-141)-ის და ამერიკულ Х-35-ის და მთლიანი JSF-ის პროგრამის ტექნოლოგიურ კავშირს ამტკიცებს. თვითონ 3BSD-ს (3-Bearing Swivel duct Nozzle - 3 განყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი) კონსტრუქცია კომპანია Pratt & Whitney-მ რუსულ საქშენზე ადრე შექმნა. 3BSD გამოცდა რეალურ ძრავზე საბჭოთა Як-ის პირველ ფრენას მთელი ოცი წლით უსწრებდა. 
70-80-იან წლებში სსრკ-ს საზღვაო ძალებს სურდა რომ მათი ახალი შემოკლებული აფრენისა და ვერტიკალური დაშვების თვითმფრინავს ტრამპლინით აღჭურვილი პლატფორმებიდან ეფრინათ. უცნობია რა მომენტში შეიტყვეს იაკოვლევის ბიუროში სამ განყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენის შესახებ, მაგრამ ფაქტია რომ საბჭოთა ძრავმშენებელმა ბიურომ «Союз»-მა ამ საქშენის საკუთარი ვარიანტი შექმნა. გავრცელებული ფოტოების მიხედვით Як-41-ის საქშენი სამ განყოფილებიან მოტრიალებად არხს წარმოადგენს. Як-141-ზე ასევე გამოიყენებოდა ამწევი ძრავა РД-41 - რომლის მოწყობილობაც იდენტური იყო Convair Model 200-ის ძრავისა. თვითმფრინავის სახელი Як-141, მიანიშნებდა, რომ ის უკვე სერიული მოდელი იყო, მაგრამ სსრკ-ს საზღვაო ძალებმა მისი შეკვეთა არ განახორციელეს. 
Як-141-მა 1991 წელს პარიზში გამართულ ავიასალონზე იფრინა. მისი ვერტიკალური ფრენის ჩვენება შეწყვეტილი იქნა იმის შემდეგ, რაც აშკარა გახდა რომ ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილი რეაქტიული ჭავლი ასაფრენი ზოლის საფარველს ადნობდა და ამტვრევდა. 1992 წელს, ფრანბოროს ავიასალონზე, Як-141-ს ასფალტის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით 500 ფუტის სიმაღლეზე ჰაერში ლივლივის ნება მისცეს. მაგრამ Як-141 მაინც იმსახურებს შექებას - ის პირველი რეაქტიული თვითმფრინავი იყო, რომელმაც სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენით იფრინა, თუმცაღა ეს მან აშშ-ში ამ ტექნოლოგიის შემუშავებიდან 25 წლის მერე განახორციელა. 
პროექტ JAST-ზე (Joint Advanced Strike Technology - რომელიც შემდეგ JSF-ში გადაიზარდა) მუშაობის დასაწყისში კომპანია Lockheed (აშშ-ს მთავრობისა და პროგრამა JAST-ის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლების თანხლებით) რუსეთში იაკოვლევის საკონსტრუქციო ბიუროს და კიდევ რამდენიმე საავიაციო მოწყობილობის მწარმოებელს ეწვია (კერძოდ კატაპულტირებადი სავარძლის «К-36»-ის მწარმოებელ Звезда-ს). ვიზიტი Як-141-ის დათვალიერებას და მისი ექსპულატაციის ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციის შესწავლა წარმოადგენდა. 
იაკოვლევის საკონსტრუქციო ბიურო თავისი ვერტიკალური აფრენის გამანადგურებლის პროგრამისთვის ფინანსებს ეძებდა. Lockheed-მა Як-141-ის ტექნიკური მონაცემებისა და კონსტრუქციის შესახებ მცირე ინფორმაციის სანაცვლოდ მას დაფინანსება გამოუყო. აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს გამანადგურებლის დათვალიერების ნება დართეს. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ვიზიტამდე X-35-ისთვის უკვე არსებობდა 3BSN-ის პროექტი. 
3BSD ამერიკაში 60-იან წლებში გამოიგონეს, 70-იან წლებში ის Convair-მა აშშ-ს საზღვაო ძალებს შესთავაზა, პირველად მსგავსი ტექნოლოგიით 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში იფრინეს, 90-იან წლებში  Pratt & Whitney-მ ამ ტექნოლოგიის აღდგენა განახორციელა და ის X-35-ზე დააყენა, 2000-იანების დასაწყისში ეს საქშენი უკვე სერიულად დაყენდა F-35B-ზე.

ამერიკული სტატიის და სხვა წყაროების გაანალიზების შემდეგ ჩემი მხრიდან ქრონოლოგიურად შემიძლია შემდეგნაირად დავალაგო საქშენის ისტორია:

პირველად მსგავსი ძრავა Rolls-Royce-მ სტენდზე 1964 წელს გამოსცადა. ამ ძრავის საფუძველზე გერმანელებმა (ამერიკელების მონაწილეობით) დახატეს პროექტი  VJ-101E. 

შემდეგ 70-იან წლებში, კომპანია Convair-მა მსგავსი საქშენი, თავისი Model 200 თვითმფრინავისთვის ამერიკულ ძრავაზე დააყენა.

80-იანი წლების დასაწყისში უკვე საბჭოთა Як-141-ზე დაყენდა სამგანყოფილებიანი საქშენი და პირველი ფრენებიც განახორციელა. ანუ Як-ის დამსახურება ისაა რომ, სხვებისგან განსხვავებით დაფრინავდა.

70-იანებში Lockheed-მა შეისყიდა Convair და ამ საქშენის პროექტი დახურა. 80-იანების შუაში, ATF პროგრამისთვის მსგავსი საქშენი და ვენტილიატორი იქნა შეთავაზებული (ისევე როგორც F-35B-ზე). 90-იანებში Lockheed-მა იაკოვლევის ბიუროში რამდენიმე მილიონ დოლარად დოკუმენტაცია შეიძინა. Як-ს JSF-ის პროგრამაშიც კი სურდა მონაწილეობის მიღება (როგორც Lockheed-ის ქვემიმწოდებელს).

საბოლოოდ Lockheed-მა ამოირჩია Rolls-Royce, რომელმაც ვერტიკალური დაჯდომის მთელი სისტემა - Rolls-Royce LiftSystem დამოუკიდებლად შეიმუშავა. სხვათაშორის Boeing X-32-ზეც Rolls Royce-ს სისტემაა, რომელსაც ფეხები ასევე 60-იანი წლებიდან ეზრდება.

ბრიტანული Rolls-Royce-ს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი საცდელ სტენდზე (ფოტო გადიდებადია)



ბრიტანულ-გერმანული VJ-101E და მისი საქშენი



Convair Model 200-ის კონცეფცია და მისი ძრავისა და მოტრიალებადი საქშენის კონსტრუქციული ნახაზები

სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენით აღჭურვილი Як-141-ის ძრავა Р79В-300 

და ბოლოს - ქვედა ორ ფოტოზე ასახულია Convair Model 200-ის ძრავების განლაგების სქემა და ვერტიკალური ფრენის მომენტში დაფიქსირებული საბჭოთა/რუსული Як-141. ორივე გამანადგურებელს ძალური დანადგარების იდენტური განთავსება აქვს - ამერიკულ პროექტში უკანა მხარეს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენია, ხოლო წინა მხარეს ვერტიკალური ფრენისთვის განკუთვნილი ორი მცირე ზომის რეაქტიული ძრავაა განთავსებული ერთ რიგში. ზუსტად ანალოგიურადაა განთავსებული საბჭოთა გამანადგურებელზეც წინა ორი რეაქტიული ძრავა, ხოლო უკანა მხარეს სამგანყოფილებიანი საქშენია, რომელიც როგორ ზემოთ ითქვა ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
Як-141
















Saturday, December 15, 2018

იაპონია Izumo-ს კლასის ვერტმფრენზმიდებს ავიამზიდებად გადააკეთებს

იაპონიის მმართველმა კოალიციამ თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, იაპონიის თავდაცვითი ძალების საზღვაო ფლოტის კუთვნილი ორი ცალი Izumo-ს ტიპის ვერტმფრენმზიდი, მრავალფუნქციურ ავიამზიდად უნდა გადაკეთთდეს. ავიამზიდები მოკლე აფრენის-ვერტიკალური დაშვების (short take-off and vertical landing - STOVL) ტიპის გამანადგურებლებით და კერძოდ Lockheed Martin F-35B Lightning II-ებით, იქნება აღჭურვილი.


მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა პარტნიორმა კომეიტოს პარტიამ, 11 დეკემბერს, ეროვნული თავდაცვის ახალი სახელმძღვანელო პროგრამა (National Defense Program Guidelines (NDPG) დაამტკიცა და შუალედური თავდაცვის გეგმის (Mid-Term Defense Plan - MTDP) ასოცირება მოახდინა.

მმართველი კოალიციის მიერ წარდგენილი "ეროვნული თავდაცვის ახალ სახელმძღვანელო პროგრამაში", აღნიშნულია რომ, "ჩვენი ახალი გამანადგურებლების სისტემის შექმნისას, რომელშიც STOVL თვითმფრინავებიც იქნება შესული, ჩვენ გავამყარებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს" ისეთ რეგიონებში, როგორიცაა წყნარი ოკეანის იაპონური არქიპელაგი.

წყარო:


ასევე ცნობილია რომ, იაპონის თავდაცვითი ძალები, Izumo-ს კლასის ვერტმფრენზმიდზე MQ-8C და RQ-21 ტიპის უპილოტოების ბაზირებასაც განიხილავდნენ.

წყარო:

Izumo-ს კლასის ვერტმფრენზმიდი Nimitz-ის კლასის ავიამზიდის გვერდით

Sunday, October 7, 2018

F-35B-მ HIMARS-ის რაკეტის გამიზვნა მოახდინა

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი, HIMARS-ის ტიპის ზეზსუსტი სარაკეტო დანადგარის გამოყენების ინოვაციურ ხერხებსზე ატარებს ექსპერიმენტებს. სწორედ ამ ექსპერიმენტების ფარგლებში მათ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს, როგორც ავიაციის მეთაურის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი რუდდერი ამბობს,  F-35B-ემ, Data Link-ის გამოყენებით, HIMARS-ის რაკეტას მისცა მიზანჩვენება. ავიაციის ისტორიაში, გამანადგურებლის ამ მიზნით გამოყენების ეს პირველი შემთხვევაა.


"ჩვენ მოვახერხეთ F-35-ისა და HIMARS-ის დაკავშირება და მისი წყალობით კონკრეტულ კვადრატში სამიზნეზე გასვლა" - ამის შესახებ გენერალმა რუდდერმა, ხუთშაბათს, "საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში" (Center for Strategic & International Studies - CSIS) ავიაციის მზადყოფნის დისკუსიაზე განაცხადა.

რუდდერის განცხადების თანახმად, ეს ოპერაცია Data Link-ის საშუალებით განხორციელდა. F-35B-ემ, თავისი სენსორების გამოყენებით, აღმოაჩინა სამიზნე, მის შესახებ ინფორმაცია Data Link-ის საშუალებით გადასცა HIMARS-ის, რომელმაც თავის მხრივ ცეცხლი გახსნა აღმოჩენილი სამიზნის მიმართულებით.

მისივე თქმით, ეს ისტორიული გასროლა საზღვაო ქვეითთთა კორპუსის "შეიარაღებისა და ტაქტიკის" ბოლო სწავლებაზე, არიზონას შტატში მდებარე იუმას სასროლეთზე განხორციელდა.

წყარო:

Monday, October 1, 2018

F-35A-ს ფასი 90 მილიონ დოლარზე ნაკლებია


F-35A-ს ფასი პირველად ჩამოსცდა 90 მილიონ აშშ დოლარს და მან 89,2 მილიონი შეადგინა. წინა პარტიასთან, LRIP 10-თან შედარებით, ეს 5,4% ნაკლებია. ასევე შემცირდა F-35B-ს ფასი 5,7% და 115,5 მილიონ დოლარამდე დაიწია (აღსანიშნავია რომ, ყველა ფასი ძრავებთან ერთადაა მოცემული, წინა პარტიებში ძრავები ცალკე ლოტშ გადიოდა, რადგანაც ის ცალკე პროექტი იყო). ყველაზე მეტად ფასში F-35C-მ დაიკლო, მისი ღირებულება 11,1% შემცირდა და 107,7 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

P.S. ასე და ამგვარად F-35A ევროპის მე-4 თაობის გამანადგურებლების ფასს გაუტოლდა/ან ჩამოცდა. მომიკითხეთ  Rafale და EF-2000.

აღნიშნული პარტიის, LRIP 11-ის, ფარგლებში, კომპანია Lockheed Martin-ი, 141 ცალი F-35-ის მიწოდებას გეგმავს, ეს რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდება: 102 ცალი F-35A, 25 ცალი F-35B და 14 ცალი F-35C. მთლიანი შეკვეთის ღირებულება 11,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.


წყარო:

წინა, LRIP 10 პარტიის ფარგლებში შეკვეთილი გამანადგურებლების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • F-35A - 94,6 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,3% შემცირებული)
  • F-35B - 122,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 6,7% შემცირებული)
  • F-35C - 121,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,9% შემცირებული).

დაწვრილებით წინა ლოტის შესახებ იხილეთ ბმულზე - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება


2018 წელს, მწარმოებელმა პენტაგონს 91 ცალი გამანადგურებლის მიაწოდა. მომავალ წელს 141 გამანადგურებელი იქნება წარმოებული, ხოლო წარმოების ტემპი 2023 წელს პიკს მიაღწევს, რაც წელწადში 160 გამანადგურებლის გამოშვებას გულისხმობს. ასეთი ტემპით არცერთი გამანადგურებელი არ გამოშვებულა.

მთლიანობაში, 2007 წელს გაკეთებული პირველი LRIP 1-ის ფასთან შედარებით (მაშინ პენტაგონმა ორი გამანადგურებელი შეუკვეთა), ფასმა 60% დაიკლო. დეტალაურად F-35A-ს ფასის ცვალებადობა იხილეთ ქვემოთ მოყვანილ გრაფიკულ გამოსახულებაზე.

Friday, September 28, 2018

სამხრეთ კაროლინაში F-35B-მ კატასტროფა განიცადა

როგორც ინტერნეტ რესურსი USNI News იუწყება, სამხრეთ კაროლინაში, აშშ-ს საზღვაო ქვეითების ბაზის მახლობლად, F-35B-ს ტიპის, მე-5 თაობის გამანადგურებელი ჩამოვარდა. ეს ამ ტიპის გამანადგურებლის პირველი ავარიაა.

ადგილობრივი შერიფის განცხადების თანახმად, პილოტმა წარმატებით მოახდინა კატაპულტირება.

 


Thursday, September 27, 2018

F-35B-მ პირველი საბრძოლო ამოცანა შეასრულა


როგორც ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს - "აშშ-ს საზღვაო ქვეითების F-35B-მ, წარმატებით განახორციელა თავისი პირველი საბრძოლო ამოცანა ავღანეთში."

ავიაიერიში, მე-13 საექსპედიციო ჯგუფის კუთვნილმა F-35B-მ, გასულ ხუთშაბათს, დილით განახორციელა. აღნიშნული ავიადაჯგუფება, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ოპერაციების რაიონში, ამ თვის დასაწყისში იქნა მივლინებული. გამანადგურებლები სადესანტო ხომალდ  Essex-ზე იქნა გაშლილი.


აღსანიშნავია რომ ეს, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში, F-35 საბრძოლო გამოყენების, პირველი შემთხვევაა. მაგრამ როგოც ცნობილია, მანამდე, ამა წლის მაისში, პირველი საჰაერო დარტყმა ამ ტიპის გამანადგურებლით, ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს (მათ შეიარაღებაში უკვე ყავთ 12 ცალი F-35A-ს გაებრაელებული ვერსია, F-35I Adir).

წყარო:

Tuesday, March 27, 2018

F-35B-ს პირველი ფრენები საბრძოლო დატვირთვით

ფილიპინის ზღვა, 2018 წლის 24 მარტი. სადესანტო-საიერიშო ხომალდ USS Wasp (LHD 1)-ის გემბანზე საზღვაო ქვეითების კორპუსის 121-ე გამანადგურებელი ესკადრილიის  ტექნიკური პერსონალი, გამანადგურებელ F-35B Lightning II-ის, მართვადი, GBU-32 ტიპის, ბომბით დატვირთვის მომენტში. აღსანიშნავია რომ, ეს, საზღვაო გასვლაში, საბრძოლო დატვირთვით ფრენების პირველი შემთხვევაა.

წყარო:

Thursday, March 8, 2018

F-35B Lightning II საბრძოლო სამსახურს შეუდგა

2018 წლის 5 მარტს, აშშ-ს 121-ე ესკადრილიის, სახელწოდებით "Green Knights”, მე-5 თაობის  F-35 Lightning II-ის ტიპის ხუთი ცალი გამანადგურებელი, უნივერსალურ სადესანტო ხომალდ USS Wasp (LHD-1)-ზე განთავსეს. ხომალდი აშშ-ს მე-5 და მე-7 ფლოტების პასუხისმგებლობის ზონაში პატრულირებისთვის მიემართება (ინდოეთის ოკეანის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები, წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილი და სპარსეთის ყურე). საექსპედიციო-დამრტყმელი დაჯგუფების ხომალდების შემადგენლობაში ასევე შედიან ისეთი საესკადრო ნაღმოსნები, როგორებიცაა USS Dewey (DDG-105) და USS Sterett (DDG-104). ითვლება რომ აშშ-ს საზღვაო ქვეითების ამგვარ საექსპედიციო დამრტყმელ დაჯგუფებას დამოუკიდებლად, საზღვაო ძალების დამატებითი ძალების მოზიდვის გარეშე, შეუძლია განახორციელოს ლოკალური ოპერაციები მოწინააღმდეგის მიერ წინააღმდეგობის პირობებში.
სადესნტო ხომალდ USS Wasp (LHD-1)-ზე ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ტიპის გამანადგურებლის მისაღებად საჭირო გადაკეთებების სამუშაოები, მათ შორის ხომალდის გემბანის ცეცხლმედეგი საფარველით დაფარვა.

ამ მომენტიდან F-35B შეგვიძლია რეალურად ბრძოლისუნარიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ.