Showing posts with label F-35C. Show all posts
Showing posts with label F-35C. Show all posts

Wednesday, September 4, 2019

დღის ფოტო - კლასიკურად შეღებილი F-35C

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს ფლოტის კლასიკურ ფერებში შეღებილი პირველი F-35C

Saturday, May 4, 2019

იარაღის ახალი საცავი F-35-ის რაკეტების რაოდენობას 50%-ით გაზრდის

იარაღის ახალი საცავი, სახელწოდებით "Sidekick", სტელს გამანადგურებელში ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ექვსამდე გაზრდის და ამით გამანადგურებლის რადარებზე შემჩნევადობას არ გააუარესებს.



F-35-ის მწარმოებელი Lockheed Martin-ის მიერ შექმნილი იარაღის ახალი შიდა საცავი, თუ ის რა თქმა უნდა როდესმე მიოხვდება სერიულ მანქანებზე, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ოთხიდან ექვსამდე გაზრდის. ახალ სისტემას "Sidekick" ეწოდება.

დაბალი შემჩნევადობის F-22 Raptor და F-35 Joint Strike Fighter აკურატულად დამზადებული კორპუსი აქვს, რაც რადარზე მის შემჩნევადობას ამცირებს. მცირედმა ცვლილებამაც კი შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს რადარზე დატოვებული კვალი. ეს თავის მხრივ ქმნის პრობლემას - საჰაერო ძალებს არ შეუძლიათ დაკიდონ დამატებითი რაკეტები, ბომბები და საწვავის ავზები გარეთა პილონებზე და იძულებულები არიან  ეს ყველაფერი ფიუზელაჟის შიგნით დამალონ.

ეს ზღუდავს იმ იარაღის რაოდენობას რომელსაც თვითმფრინავი გამოიყენებს ისეთი ქვეყნების ჰსთ-სა და გამანადგურებლების წინააღმდეგ, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. 

F-35-ის ერთ-ერთ სუსტ მხარედ მის შიდა საცავებშო ჩატევადი რაკეტების მცირე რაოდენობაა. მას მხოლოდ 4 ცალი AIM-120 AMRAAM-ის ტიპის რაკეტის წაღება შეუძლია. ეს წინა თაობის გამანადგურებლებთან შედარებით, რომლებსაც 8 რაკეტის ტარება შეუძლიათ, უკან გადადგმული ნაბიჯია.

რა თქმა უნდა F-35-ს გარეთა პილონებზე შეუძლია ატარაოს შეიარაღება - რისი დემონსტრაციაც ბოლო დღეებში ერაყში განხორციელებული საბრძოლო გაფრენის დროს მოხდა, როდესაც გარეთა პილონებზე გამანადგურებელს 2 ცალი AIM-9X Sidewinder ჰქონდა დაკიდებული (ამას გარდა გამანადგურებელს ბორტზე ლიუნგბერგის ლინზებიც ეყენა), მაგრამ ამ შემთხვევაში გამანადგურებელს მტრის ჰსთ ზონის გადალახვა არ უწევდა და ამიტომ გარედან დაკიდებული რაკეტები პრობლემას არ წარმოადგენდა.

F-35A-ს პირველი საბრძოლო გამოყენების შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A-ს საბრძოლო ნათლობა

როგორც ჟურნალი Seapower-ი იტყობინება, კომპანია Lockheed Martin-მა შეიმუშავა იარაღის ახალი სამაგრი - Sidekick, რომელიც საცავში ორის ნაცვლად მესამე რაკეტის დამაგრების საშუალებას იძლევა და მთლიანობაში, საჰაერო ძალების F-35A და საზღვაო ძალების F-35C-ში,  AMRAAM-ების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე იზრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ F-35B-ზე მსგავსი საცავის დაყენება შეუძლებელია - მისი ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ძალური დანადგარი დიდ ადგილს იკავებს და საცავის გადაკეთებას შეუძლებელს ხდის.

"Sidekick" კომპანია Lockheed Martin-მა საკუთარი ხარჯებით შექმნა და ჯერ არაა გადაწყვეტილი მისი სერიულ გამანადგურებლებზე დაყენება, მაგრამ როგორ Aviation Week & Space Technology იუწყება, ამერიკის სამხედრო უწყება და მწარმოებელი Lockheed Martin, გამანადგურებელ F-35-ის უახლესი ვარიანტის - Block-4-ის კონფიგურაციაზე მუშაობენ და არაა გამორიცხული რომ იარაღის ახალის აცავი გაუმჯობესებათა სიაში მოხვდეს.

F-35 Block-4-ის შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - F-35 Block 4 - აშშ-ს გამანადგურებლის სრულყოფილი მოდერნიზაცია

P.S. ჩემი მხრიდან დავძენ - რაკეტების რაოდენობის 50%-ით გაზრდა ეს არაა მარტივი საქმე და "Sidekick" ან რამე მსგავსი ადრე თუ გვიან ამ გამანადგურებელზე აუცილებლად გამოჩნდება.

Monday, October 1, 2018

F-35A-ს ფასი 90 მილიონ დოლარზე ნაკლებია


F-35A-ს ფასი პირველად ჩამოსცდა 90 მილიონ აშშ დოლარს და მან 89,2 მილიონი შეადგინა. წინა პარტიასთან, LRIP 10-თან შედარებით, ეს 5,4% ნაკლებია. ასევე შემცირდა F-35B-ს ფასი 5,7% და 115,5 მილიონ დოლარამდე დაიწია (აღსანიშნავია რომ, ყველა ფასი ძრავებთან ერთადაა მოცემული, წინა პარტიებში ძრავები ცალკე ლოტშ გადიოდა, რადგანაც ის ცალკე პროექტი იყო). ყველაზე მეტად ფასში F-35C-მ დაიკლო, მისი ღირებულება 11,1% შემცირდა და 107,7 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

P.S. ასე და ამგვარად F-35A ევროპის მე-4 თაობის გამანადგურებლების ფასს გაუტოლდა/ან ჩამოცდა. მომიკითხეთ  Rafale და EF-2000.

აღნიშნული პარტიის, LRIP 11-ის, ფარგლებში, კომპანია Lockheed Martin-ი, 141 ცალი F-35-ის მიწოდებას გეგმავს, ეს რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდება: 102 ცალი F-35A, 25 ცალი F-35B და 14 ცალი F-35C. მთლიანი შეკვეთის ღირებულება 11,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.


წყარო:

წინა, LRIP 10 პარტიის ფარგლებში შეკვეთილი გამანადგურებლების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • F-35A - 94,6 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,3% შემცირებული)
  • F-35B - 122,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 6,7% შემცირებული)
  • F-35C - 121,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,9% შემცირებული).

დაწვრილებით წინა ლოტის შესახებ იხილეთ ბმულზე - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება


2018 წელს, მწარმოებელმა პენტაგონს 91 ცალი გამანადგურებლის მიაწოდა. მომავალ წელს 141 გამანადგურებელი იქნება წარმოებული, ხოლო წარმოების ტემპი 2023 წელს პიკს მიაღწევს, რაც წელწადში 160 გამანადგურებლის გამოშვებას გულისხმობს. ასეთი ტემპით არცერთი გამანადგურებელი არ გამოშვებულა.

მთლიანობაში, 2007 წელს გაკეთებული პირველი LRIP 1-ის ფასთან შედარებით (მაშინ პენტაგონმა ორი გამანადგურებელი შეუკვეთა), ფასმა 60% დაიკლო. დეტალაურად F-35A-ს ფასის ცვალებადობა იხილეთ ქვემოთ მოყვანილ გრაფიკულ გამოსახულებაზე.

Sunday, February 19, 2017

და სახელია მისი F/A-18XT და ღირს 80 მილიონი მარადმწვანე

როგორც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, მრავალფუნქციურ გამანადგურებელს, F/A-18 Advanced Super Hornet-ს (იგივე Block III), მიენიჭება ინდექსი F/A-18XT. ამის შესახებ მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელმა განაცხადა. უნდა აღინიშნოს რომ, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების თანახმად, აღნიშნული გამანადგურებლის დიდი პარტიის შეკვეთა განხილვის პროცესშია. მწარმოებელი ფირმის, Boeing-ის, განცხადების თანახმად, F/A-18E/F Super Hornet-ი მიახლოებით 78 მილიონი დოლარი ღირს, მისი გაუმჯობესებული ვარიანტი, ანუ Advanced Super Hornet (იგივეΧΤ), ალბათ „ორიოდე მილიონით ძვირი“ დაჯდება. ეს მაშინ როდესაც უკანასგნელი პარტიის F-35C-ს ფასი 121 მილიონს ურტყამს (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება).
Boeing-ის მხარდასაჭერად ასევე კონგრესმენი Mc Cain-იც გამოვიდა, რომელმაც წარმოადგინა ანალიზი, რომელშიც 58 ცალი F/A-18E/F-ის დაუყოვნებლივი შესყიდვის აუცილებლობაა ხაზგასმული. აუცილებლობა აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის F-35C-ს მიწოდების შეფერხებების გამო წარმოიშვა. უცნობია ეს ყველაფერი მომავალში რამდენად შეუქმნის F-35C-ს პრობლემებს, მაგრამ მის მიმართ პესიმიზმს აშკარად გაზრდის.

წყარო:

Saturday, January 28, 2017

ტრამპის მიერ F-35-ის წინააღმდეგ წამოწყებული თამაში

პენტაგონის წყაროების თანახმად, 2017 წლის ბოლოს, ან 2018 წლის დასაწყისში (ეს დამოკიდებული F-35-ის კონკრეტული შესაძლებლობების რეალიზაციის ვადებზე) მოიერიშე A-10-სა და გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35-ის შედარება განხორციელდება. შედარების მიზანია გამოავლინოს თუ რამდენად შეუძლია ამ ბოლოს A-10-ის მოვალეობის თავის თავზე აღება.
აღნიშნული შეჯიბრება (დაკანონებულად) ითვალისწინებს იმას, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა მის დასრულებამდე A-10-ის ბედის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

წყარო:

დამატებით ცნობილი ხდება რომ, აშშ-ს ახლადდანიშნული პრეზიდენტის დავალებით თავდაცვის მინისტრმა, მეტტისმა, პირველი განკარგულებები გასცა, მათ შორის არის F-35-ის პროგრამის ღირებულების შემცრიებაზე მუშაობის დაწყება. ამჯერად მწარმოებელსა და პენტაგონს შორის ხელი მე-10 სერიის შესყიდვას უნდა მოეწეროს, ვნახოთ რა ფასი დაიდება (ცნობისთვის JSF პროგრამის ფარგლებში უკვე 200-ზე მეტი გამანადგურებელია გამოშვებული და პირველმა ქვედანაყოფმა ერთი თვის წინ მიაღწია ოპერატიულ საბრძოლო მზადყოფნას, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - გამანადგურებელ F-35-ის უცხოეთში პირველი ოპერატიული გაშლა დაიწყო).
ამას გარდა მეტტისმა "Super Hornet"-ის მოდერნიზაციის შესაძლებლობების შეფასების დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე ჰიპოთეტურად მოხდება იმის დადგენა თუ რამდენად შესძლებს "Advanced Super Hornet"-ი გახდეს F-35C-ს ალტერნატივა. გასულ კვირას, საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა F-35C ერთაზროვნად დაასახელა როგორც ფლოტის პირველი დღის დამრტყმელად, ასევე ქსელურცენტრული ომის, NIFC-CA-ს, კონცეფციის ერთ-ერთ ძირითად კვანძად. როგორც ჩანს, აღნიშნული შეჯიბრება შესაძლებელია გამოყენებული იქნას "Super Hornet"-ების მცირე რაოდენობის შესყიდვების ლეგალიზაციისთვის და პარალელურად საგემბანო გამანადგურებლის ფასის დაწევის მიზნით LM-ზე ზეწოლისთვის.

წყარო:

Monday, January 27, 2014

F-35 Lightning II უბრალო "მოკვდავის" კონფიგურაციაში


Lockheed Martin F-35 Lightning II Joint Strike Fighter–ის მოდიფიკაციამ, რომელიც  F-35C–ეს სახელით არის ცნობილი, 13 იანვარს, საზღვაო ძალების ავიაციის აეროდრომ Patuxent River–იდან, სრული გარე დატვირთვით განახორციელა ფრენა.

საბორტე ნომერი CF-01–ის მქონე F-35C, რომელმაც პირველი ფრენა 2010 წლის 6 ივნისს განახორციელა, ამ გამოცდის დროს აღჭურვილი იყო ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტები AIM-9X Sidewinder–ებით, ლაზერით მართვადი ავიაბომბ  GBU-12 Paveway–II–ებით და დასაკიდი საქვემეხო კონტეინერით (თვითონ გამანადგურებელს ჩაშენებული ავტომატური ქვემეხი არ გააჩნია).

ბრიტანული ჟურნალი IHS Jane's Defence Weekly, მწარმოებელ კომპანიაზე დაყრდნობით, წერს რომ, ეს კონფიგურაცია არ იყო ყველაზე მძიმე რაც გამანადგურებელს შეუძლია რო წაიღოს, უბრალოდ ამ გამოცდაზე ყველა გარე დასაკიდი პილონი შეიარაღებით იყო დატვირთული.

F-35C და F-35B - წარმოადგენენ "take-off/vertical landing" ვარიანტს, რომლებიც განკუთვნილი არიან აშშ–ს საზღვაო ქვეითების კორპუსისთვის, აშშ–ს საზღვაო ძალებისთვის და ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალებისთვის. ყველა მათგანი აღჭურვილია დასაკიდი საქვემეხო კონტეინერით (gun pod). გამანადგურებლის სერიიდან მხოლოდ F-35A–ს გააჩნია ჩაშენებული ავტომატური ქვემეხი.

დასაკიდი საქვემეხო კონტეინერით

F-35 "უხილავ" გამანადგურებლად ითვლება, თუმცა გარეთ დაკიდებული შეიარაღება მის ეფექტური გაფანტვის ზედაპირს (RCS) საგრძნობლად ზრდის.

წყარო:

Saturday, October 26, 2013

საავიაციაო "ნიუსები" vol.2

РСК "МиГ"–მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი МиГ-29К/КУБ–ის საფრენოსნო გამოცდები დაიწყო
გაერთიანებულმა სააქციონერო საზოგადოება "რუსეთის თვითმფრინავმშენებელმა კორპორაცია МиГ"–მა (ОАО «Российская самолетостроительная корпорация «МиГ») დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი გამანადგურებლის, МиГ-29К/КУБ–ის საფრენოსნო გამოცდები.
როგორც კომპანიის საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი, უფროსი მფრინავ–გამომცდელი, მიხაილ ბელიაევი იუწყება, თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი პირველი МиГ-29КУБ–ის ფრენის დროს ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე გამოცდილი იქნა ყველა სისტემის ფუნქციონალურობა.
მრავალფუნქციუეი გამანადგურებელი МиГ-29К/КУБ წარმოადგენს "4++" თაობის გამანადგურებელს, რომელიც ავიამზიდზე ბაზირდება და მისი დანიშნულება სახომალდო შენაერთების ჰსთ ამოცანების გადაჭრა, საჰაერო ბატონობის მოპოვება, სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურება მართვადი და ზეზუსტი შეიარაღების გამოყენებით, დღე–ღამის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ამინდის პირობებში.

წყარო:

F-35C–ემ პირველად განახორციელა ავიაბომბის ჩამოგდება
F-35 Lightning II–ის საავიამზიდო, C ვერსიამ, 21 ოქტომბერს პირველად განახორციელა ლაზერით მართვადი ავიაბომბის, 500 ფუნტიანი Paveway II–ის ჩამოგდება. 
ატლანტიკის თავზე განხორციელებული გამოცდის დროს, გამანადგურებელმა ბომბის ინერტული ვერსიის ჩამოგდება, იარაღის შიდა საცავიდან განახორციელა. ამგვარად F-35C გახდა F-35–ების ოჯახობაში ბოლო, რომელმაც შიდა საცავიდან ბომბის ჩამოგდების გამოცდები გაიარა.

წყარო: