სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
AIRS (Advanced Inertial Reference Sphere - გაუმჯობესებული ინერციული სანავიგაციო სფერო)
ის რასაც ფოტოზე ხედავთ არაა მომავლის ფილმიდან გადმოტანილი მოწყობილობა - ეს ცივი ომის დროს ამერიკელების მიერ შექმნილი ინერციული სანავიგაციო მოწყობილობაა, რომელსაც AIRS (Advanced Inertial Reference Sphere - გაუმჯობესებული ინერციული სანავიგაციო სფერო) ეწოდება. აღნიშნული მოწყობილობა საკონტინეტთაშოირს რაკეტა LGM-118A Peacekeeper-ზე გამოიყენებოდა და მას წარმოუდგენელ სიზუსტეს ანიჭებდა. თვითონ LGM-118A Peacekeeper წარმოადგენს ცივი ომის ეპოქის ამერიკის ბირთვული რაკეტების განვითარების მწვერვალს, მაგრამ ეს დონე საკმაოდ მაღალი ფასისა და გაწელილი ვადების ხარჯზე იქნა მიღწეული.
ტექნიკოსი AIRS-ის ცურვადობას/ბალანნს ამოწმებს
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა რაკეტამ აჯობა მის ნაკლებად დახვეწილ თანამოძმეს - Minuteman III-ს და ამასთან იყო ძაან ბევრ ასპექტში გაუმჯობესებული და მისი სანავიგაციო სისტემის გული, AIRSი, ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიურ მქნილებას წარმოადგენდა, მისი მწყობრში დატოვების მთავარ მიზეზად სწორედ იმავე სისტემის მიერ მიღწეული სიზუსტე წარმოადგენდა.
აღნიშნული ფოტო მარტინ მილერის წიგნიდან "Weapons Of Mass Destruction: Specters Of The Nuclear Age"-დანაა ამოღებულ, რომელშიც ის ამ სფეროს შემდეგ დახასიათებას აძლევს:
"რაკეტა Peacekeeper-ში გამოყენებულ ინერციული დამიზნების მოდულს ტექნიკურად "Advanced Inertial Reference Sphere" (AIRS) ეწოდება. AIRS-ის შექმნით გადახედილი იქნა საკონტინენტთაშორისო რაკეტების სიზუსტის კონცეფცია. სფერო, იმის ნაცვლად, რომ კარდანულ საკიდარზე ყოფილიყო დამაგრებული, გარე კორპუსში ჩასხმულ ფტორნახშირბადის სითხეში დაცურავს. გიროსკოპები და აქსელერომეტრები სფეროს შიგნითაა მოთავსებული, შიგნითა ასევე განთავსებული სფეროს სტაბილური ორიენტაციის უზრუნველყოფისტვის განკუთვნილი სამი ჰიდრავლიკური საყრდენი კლაპანი და ტურბოტუმბო. სფერო 19 000 ცალკეული დეტალისგან შესდგება დ ამისი აწყობა უზარმაზარ შრომასთანაა დაკავშირებული".
სისტემა 9000 მილზე მფრენ რაკეტას 40 მეტრიან წრიულ ცდომილებას აძლევს (circular error probable - CEP). ინერციული ნავიგაციის სისტემის დრეიფი საათში 1,5 x 10 ^ -5 გრადუსს უტოლდება და ეს მონაცემი ინერციულ ნავიგაციაში უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს. თუმცა ის საკმაოდ ძვირიცაა - 1989 წელს, სფეროში განთავსებული ერთი აქსელერომეტრის (სფეროში ასეთი სულ სამია) ფასი 300 000 დოლარს შეადგენდა და მის დასამზადებლად ექვსი თვე იქნა დახარჯული. აღსანიშნავია რომ 89 წელს აწყობილი იქნა პირველი სფერო, ხოლო თვითონ LGM-118A Peacekeeper-ის ტიპის პირველი რაკეტები მწყობრში 1986 წელს ჩადგა და მათი საბრძოლო ფასეულობა ამ სანავიგაციო სისტემის გარეშე ნულის ტოლფასი იყო.
მარცხნივ - AIRS-ის საჩვენებელი მაკეტი, მარჯვნივ მისი აწყობის სხვადასხვა სტადია
დღეისთვის ინერციული ნავიგაციისთვუის ლაზერული გიროსკოპები გამოიყენება, რომლებიც ასევე კორექციას გარე წყაროებიდან (GPS ან ГЛОНАСС) იღებენ. მათი სიზუსტე გაცილებით მაღალია და ამასთან ისინი უფრო კომპაქტურები და მსუბუქები არიან, მაგრამ როგორც გარე წყაროების შესწორებებისგან დამოუკიდებელი სისტემა, AIRS, ინერციული ნავიგაციის განვითარების დასასრულია.
თანამედროვე, წრიულ-ლაზერული გიროსკოპული, სანავიგაციო სისტემა