Saturday, December 14, 2019

დღის ფოტო - Boeing C-17 Globemaster-Tetris Challenge

"Strategic Airlift Capability program"-ის მონაწილე Boeing C-17 Globemaster-ი ჩაერთო Tetris Challenge-ში

Friday, December 13, 2019

ჩამოვარდნილი რუსული Ми28УБ-ეს ფოტოები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

კრასნოდარის მხარეში ჩამოვარდნილი Ми-28УБ-ეს კიდევ ერთი ფოტო. ჩამოვარდნილი ბორტი კომპანია "Роствертол"-ის მიერ აწყობილი ერთ-ერთი უახლესი Ми-28УБ იყო, რომელიც შემკვეთს 2019 წელს გადაეცა და ვერტმფრენთა 55-ე ცალკეულ პოლკს 2019 წლის ოქტომბერში მიეწოდა. კატასტროფის მომენტისთვის ვერტმფრენს სულ რაღაცა 29 საათი ჰქონდ ანაფრენი.


კრასნიდარის მხარეში ჩამოვარდნილი რუსული Ми28УБ-ეს პირველი გამოსახულება - როგორც ცნობილი ხდება აფრენისას ხრახნით წამოედო მიწას და წაყირავდა (სტატია - რუსეთში საარმიო ავიაციის Ми-28Н-მა კატასტროფა განიცადა, პილოტები დაიღუპნენ)

Thursday, December 12, 2019

რუსების წყალქვეშა ნავი Б-260 «Чита» ჩაიძირა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

11 დეკემბრის საღამოს, როდესაც 72 მეტრიანი წყალქვეშა ნავი უტილიზაციაზე ბუქსირით მიყავდათ, ის ჯერ თავთხელზე დაჯდა და შემდეგ ჩაძირვა დაიწყო. ოფიციალური განცხადების თანახმად სამაშველო ბუქსირს ეკიპაჟისა და სწავავის გარეშე მიყავდა ხომალდი.


იაპონიის ზღვაში წყალქვეშა ნავი ნაწილობრივ ჩაიძირა - ის თავთხელზე დაჯდა, შემდეგ გვერდზე გადაწვა და მისმა უკანა ნაწილმა ჩაძირვა დაიწყო. ხომალდი ქარხანა "ასკონაში" დასაჭრლეად მიყავდათ.

როგორც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წამრომადგენლობა იუწყება, წყალქვეშა ნავი 2013 წლიდან ჩამოწერილი ხომალდების რიგში, წელს კი მისი უტილიზაცია გადაწყდა.

ავიამზიდ "Кузнецов"-ს სარემონტო დოკზე ხანძარი გაუჩნდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


კომპანია "ზვეზდოჩკას დოკებზე სარემონტოდ დაყენებულ რუსულ ავიამზიდ "Кузнецов"-ს ხანძარი გაუჩნდა. 8 მუშის ევაკუირება მოხერხდა, ერთი დაკარგულია. ხანძარი ავიამზიდის სამანქანო განყოფილებაში 120 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.




რუსეთში საარმიო ავიაციის Ми-28Н-მა კატასტროფა განიცადა, პილოტები დაიღუპნენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

❗ კრასნოდარის მხარეში რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილმა Ми-28Н-მა კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის ადგილი ყუბანში ნანახია, მანქანა განადგურებულია.

ვერტმფრენთა 55-ე პოლკის მანქანა სასწავლო ფრენას ასრულებდა, მაგრამ ძლიერი ნისლის გამო პილოტმა სარეზერვო ბილიკზე დაშვება გადაწყვიტა.

ვერტმფრენის ბაზაზე დასაბრუნებლად პოლკის საფრენოსნო მომზადების ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსანდრე სკლიანკინი და Ми-28-ბის ესკადრილიის ესკადრილიის მეთაური, რუსლან კუშნირენკო გაემართნენ.


უკან დაბრუნებისას, აეროდრომიდან 2 კილომეტრში, პილოტებთან კავშირი გაწყდა.

დამტვრეული ვერტმფრენი მოგვიანებით, პლატნიროვსკის სადგურის მახლობლად აღმოაჩინეს. მაშველები კატასტროფის ადგილზე მივიდნენ. ავიაკატასტროფას ორივე პილოტი შეეწირა.

Wednesday, December 11, 2019

რუსების სატანკო მორი, რომელიც ევროპულ ტანკებზე გადავიდა


ალბათ ბევრს გინახავთ საბჭოთა/რუსულ ჯავშანტექნიკაზე დამაგრებული მორები. აღნიშნული მორი ტალახში გარჭობილი ტანკს თვითამოსაყვანად ესაჭიროება. აღნიშნული მორის კონცეფცია ბრიტანელებმაც შეისწავლეს......

.......ბრიტანელები ამბობენ - ესტონელებმა ტანკის ტალახიდან ამოყვანის ახალი ხერხი გვასწავლესო - Members of A SQN have been learning new methods of recovery tanks using logs. This method was taught to us by our Estonian allies...

XM1299 - ამერიკელების მომავლის არტილერია

ამერიკელებმა უყურეს, უყურეს რუსების არტილერიას და მიხვდნენ რომ რადიკალური ზომები იყო გასასწრებად.  ხო და დაიწყეს M109-ის მოდერნიზაციით და ბოლოს მიიღეს XM1299. აღნიშნული ექსპერიმენტალური თსდ წესით 100 კილომეტრზე გაისვრის და სრულიად ავტომატიზირებული იქნება

Monday, December 9, 2019

ინდონეზიის არმიის ქართული Didgori (AMEV)

ინდონეზიურმა კომპანია Delima Jaya-მ, რომელიც სხვადასხვა შასიზე სპეციალური სამოქალაქო და სამხედრო მანქანების წარმოებითაა დაკავებული და ასევე ახორციელებს ჯავშანტექნიკის რემონტს, 2019 წლის ოქტომბერში საკუთარი აწყობილი შეჯავშნილი სამედიცინო საევაკუაციო მანქანა Bison წარადგინა. აღნიშნულ მანქანაში მარტივად ამოიცნობს ქართული "დელტას" მედევაკი Didgori (AMEV).



Sunday, December 8, 2019

ამერიკელებმა ირანული შეიარაღების დიდი პარტია დააკავეს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა USS Forrest Sherman (DDG-98)-მ ირანიდან იემენში მიმავალი ხომალდი დააკავა, რომელსაც ჰუსიტებისთვის განკუთვნილი, დიდი რაოდენობით შეიარაღება გადაჰქონდა. ამოღებული იქნა:
  • TOW-სა და Корнет-ების ირანული ასლები (კორნეტის კუმულატიური და თერმობარული რაკეტები).

  • ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Noor-ის თვიდამიზნების თავაკი.
  • ხელის საზენიტო რაკეტები Misagh-2.


როგორც ჩანს ირანული საჩუქრები ჰუსიტების ნაცვლად ამერიკაში, NAWS China Lake-ზე ამოყოფს თავს


F-117 სწავლებაში F-15-ებისა და F-22-ების წინააღმდეგ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

F-117 Nighthawk-ი აგრესორების F-16-ების გვერდიგვერდ "ლურჯი ძალების" წინააღმდეგ დაბალ სიმაღლეზე მოქმედებდა

F-117 Nighthawk-ების საგა, მიუხედავად იმისა რომ მუზეუმებმა უკვე დაიწყეს მათი დემილიტარიზირებული ვარიანტების მიღება, ჯერ არ დასრულებულა. 51 ცალი F-117 Nighthawk ჯერ კიდევ დაშლილი და დაკონსერვებული სახით ინახება ტონოპის ავიაბაზაზე საკუთარ ანგარებში, ხოლო რამდენიმე პილოტი კვლავ განაგრძობს ფრენას სხვადასვხა მიზნებისთვის. დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს თვითმფრინავები დაბალი შემჩნევადობის აგრესორის როლში გამოდიან, რათა მათთან დაპირისპირებაში პილოტებმა სპეციალური ტაქტიკა და ილეთები დახვეწონ.

2019 წლის 3 დეკემბერს, კრის ტანიანო, ნელისის ავიაბაზის თოვლიან გორებზე  ავიასწავლების სანახავად იმყოფებოდა. სწორედ ამ გასვლაში ის ძალიან საინტერესო მოვლენის მოწმე გახდა - მის თავზე საჰაერო სწავლება გაიმართა. ბრძლაში მონაწილეობდნენ F-16, F-15, F-22, F-117 და სავარაუდოდ B-1B. კრისის მონაყოლი შემდეგნაირად გამოიყურება:

"ამ რამდენიმე დღის წინ მე მოწმე გავხდი იმისა, თუ როგორ აფრინდა F-15-ისა და F-22-ის წინააღმდეგ სამოქმედოდ F-117 და ოთხი F-16. F-117-ის სახმისი იყო KNIGHT, F-16-ები იყო GOMER და MIG და ისინი "აგრესორების" სიხშირეზე უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად ორ წყვილად დაყოფილი F-16-ები გამოჩნდნენ და "ლურჯებს" შეუტიეს (F-22-ებს, F-15-ბსა და სავარაუდოდ B-1-ს), F-16-ების კვალდაკვალ F-117გამოჩნდა და დაბალ სიმაღლესე "ლურჯების" მიმართულებით გაემართა. ორთაბრძოლა 5-10 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც დარესტარტდნენ და მეორე რაუნდი დაიწყეს - რომელშიც პირველი რაუნდის მსგავსად, F-16-ები მაღლა დაფრინავდნენ, ხოლო F-117 დაბლა. 
აგრესორებმა რამდენჯერმე მძმე სამიზნე დაასახელეს, რაც ჩემის აზრით B-1B უნდა ყოილიყო, მაგრამ ამაში დარწმუნებული არა ვარ. მას შემდეგ რაც ორივე ბრძოლა დასრულდა, აგრესორებმა რაციაში RTB კოდი დაასახელეს (Return To Base - ბაზაზე დაბრუნება), რის შემდეგაც F-16-ები უკან, ნეილისის ავიაბაზაზე დაბრუნდნენ. მაგრამ მანამდე ისინი ტონოპის ბაზაზე მიმავალ F-117-ეს შეხვდნენ".

კრისმა ასევე მოახერხა ამ სწავლების რამდენიმე უნიკალური ფოტოსურათის გადაღება. 

თავდაპირველად ორ წყვილად დაყოფილი F-16-ები გამოჩნდნენ და "ლურჯებს" შეუტიეს (F-22-ებს, F-15-ბსა და სავარაუდოდ B-1-ს), F-16-ების კვალდაკვალ F-117გამოჩნდა და დაბალ სიმაღლესე "ლურჯების" მიმართულებით გაემართა

ის ფაქტი, რომ F-117 აგრესორების, ეგრეთ წოდებული "წითელი ძალის" როლში გამოდის, ადასტურებს იმას რომ ისინი ტაქტიკის შესამუშავებლად გამოიყენება და გასაკვირიც არ უნდ აიყოს, რომ ამის შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. F-117-ისთვის, ამ როლის მინიჭების შესაძლებლობა ყოველთვის იყო, მისი შეიარაღებიდან მოხსნის შემდეგ აქტიური ფრენების გაგრძელების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი.

F-117, ეს არის აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველაზე დასრულებული და კარგად ათვისებული სტელს აპარატი, რომელმაც საკუთარი ეფექტურობა არაერთხელ დაადასტურა, სწორედ ამიტომაც საჰაერო ძალებმა არ გაუშვეს მისი გამოყენების შანსი ხელიდან და აქტიურად ხდება მისი მტრის როლში გამოყვანა, რათა განასახიეროს როგორს მოწინააღმდეგის პერსპექტიული სტელს გამანადგურებლები, ასევე სტელს უპილოტო საფრენი აპარატებიც.

დანარჩენი სამყარო ნელ-ნელა ეწევა აშშ-ს მიერ მონოპოლურ სტელს ტექნოლოგიებს. ისეთი გამანადგურებლები, როგორებიცაა რუსული Су-57 (Т-50 ПАК ФА) და ჩინური Chengdu J-20, უკვე დაადგნენ იმ გზას, რომელიც მათ ამერიკის და მისი მოკავშირეების საჰაერო ბატონობის პოტენციურ დაპირისპირებამდე მიყვანს. ამასთან სტელს უპილოტოებისა და ფრთოსანი რაკეტების შექმნა გაცილებით მარტივია, ვიდრე მათი პილოტირებადი თანამოძმეებისა. ამტიტომაც შეერთებული შტატებისთვის და მისი მოკავშირეებისთვის, მიზანშეწონილია დაიწყონ დაბალი შემჩნევადობის საფრენი აპარატების წინააღმდეგ სამაოქმედოდ მომზადება, განსაკუთრებით მათი აღმოჩენის, გადაჭერისა და განადგურების სფეროში. ამის გათვალისწინებით საკმაოდ აზრიანად გამოიყურება F-117-ის აგრესორების როლში გამოყვანა.

F-117-ის მცირერიცხოვანი ჯგუფისგან შემდგარი აგრესორები ხელმისაწვდომია აშშ-ს რადარების, ინფრაწითელი აღმოჩენისა და გაცილების და ელექტრონული ხარვეზების სისტემების შესამოწმებლად და ასევე მსგავს საფრთხეებთან სამოქმედო ტაქტიკის შესამუშავებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ ნელისის ავიაბაზაზე უკვე ამზადებენ F-35-ების სრულფასოვან ესკადრილიას, რომელიც მალე აგრესორების როლში იქნება გამოყენებული.

JLTV და მისი ჰიდროპნევმატური საკიდარი (ვიდეო)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


აშშ-ს არმიის მე-10 სამთო დივიზიის, მე-3 ბრიგადისასამდე ჯარისკაცი JLTV-ის შესწავლას განაგრძობს