Showing posts with label Aggressors. Show all posts
Showing posts with label Aggressors. Show all posts

Sunday, December 8, 2019

F-117 სწავლებაში F-15-ებისა და F-22-ების წინააღმდეგ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

F-117 Nighthawk-ი აგრესორების F-16-ების გვერდიგვერდ "ლურჯი ძალების" წინააღმდეგ დაბალ სიმაღლეზე მოქმედებდა

F-117 Nighthawk-ების საგა, მიუხედავად იმისა რომ მუზეუმებმა უკვე დაიწყეს მათი დემილიტარიზირებული ვარიანტების მიღება, ჯერ არ დასრულებულა. 51 ცალი F-117 Nighthawk ჯერ კიდევ დაშლილი და დაკონსერვებული სახით ინახება ტონოპის ავიაბაზაზე საკუთარ ანგარებში, ხოლო რამდენიმე პილოტი კვლავ განაგრძობს ფრენას სხვადასვხა მიზნებისთვის. დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს თვითმფრინავები დაბალი შემჩნევადობის აგრესორის როლში გამოდიან, რათა მათთან დაპირისპირებაში პილოტებმა სპეციალური ტაქტიკა და ილეთები დახვეწონ.

2019 წლის 3 დეკემბერს, კრის ტანიანო, ნელისის ავიაბაზის თოვლიან გორებზე  ავიასწავლების სანახავად იმყოფებოდა. სწორედ ამ გასვლაში ის ძალიან საინტერესო მოვლენის მოწმე გახდა - მის თავზე საჰაერო სწავლება გაიმართა. ბრძლაში მონაწილეობდნენ F-16, F-15, F-22, F-117 და სავარაუდოდ B-1B. კრისის მონაყოლი შემდეგნაირად გამოიყურება:

"ამ რამდენიმე დღის წინ მე მოწმე გავხდი იმისა, თუ როგორ აფრინდა F-15-ისა და F-22-ის წინააღმდეგ სამოქმედოდ F-117 და ოთხი F-16. F-117-ის სახმისი იყო KNIGHT, F-16-ები იყო GOMER და MIG და ისინი "აგრესორების" სიხშირეზე უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად ორ წყვილად დაყოფილი F-16-ები გამოჩნდნენ და "ლურჯებს" შეუტიეს (F-22-ებს, F-15-ბსა და სავარაუდოდ B-1-ს), F-16-ების კვალდაკვალ F-117გამოჩნდა და დაბალ სიმაღლესე "ლურჯების" მიმართულებით გაემართა. ორთაბრძოლა 5-10 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც დარესტარტდნენ და მეორე რაუნდი დაიწყეს - რომელშიც პირველი რაუნდის მსგავსად, F-16-ები მაღლა დაფრინავდნენ, ხოლო F-117 დაბლა. 
აგრესორებმა რამდენჯერმე მძმე სამიზნე დაასახელეს, რაც ჩემის აზრით B-1B უნდა ყოილიყო, მაგრამ ამაში დარწმუნებული არა ვარ. მას შემდეგ რაც ორივე ბრძოლა დასრულდა, აგრესორებმა რაციაში RTB კოდი დაასახელეს (Return To Base - ბაზაზე დაბრუნება), რის შემდეგაც F-16-ები უკან, ნეილისის ავიაბაზაზე დაბრუნდნენ. მაგრამ მანამდე ისინი ტონოპის ბაზაზე მიმავალ F-117-ეს შეხვდნენ".

კრისმა ასევე მოახერხა ამ სწავლების რამდენიმე უნიკალური ფოტოსურათის გადაღება. 

თავდაპირველად ორ წყვილად დაყოფილი F-16-ები გამოჩნდნენ და "ლურჯებს" შეუტიეს (F-22-ებს, F-15-ბსა და სავარაუდოდ B-1-ს), F-16-ების კვალდაკვალ F-117გამოჩნდა და დაბალ სიმაღლესე "ლურჯების" მიმართულებით გაემართა

ის ფაქტი, რომ F-117 აგრესორების, ეგრეთ წოდებული "წითელი ძალის" როლში გამოდის, ადასტურებს იმას რომ ისინი ტაქტიკის შესამუშავებლად გამოიყენება და გასაკვირიც არ უნდ აიყოს, რომ ამის შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. F-117-ისთვის, ამ როლის მინიჭების შესაძლებლობა ყოველთვის იყო, მისი შეიარაღებიდან მოხსნის შემდეგ აქტიური ფრენების გაგრძელების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი.

F-117, ეს არის აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველაზე დასრულებული და კარგად ათვისებული სტელს აპარატი, რომელმაც საკუთარი ეფექტურობა არაერთხელ დაადასტურა, სწორედ ამიტომაც საჰაერო ძალებმა არ გაუშვეს მისი გამოყენების შანსი ხელიდან და აქტიურად ხდება მისი მტრის როლში გამოყვანა, რათა განასახიეროს როგორს მოწინააღმდეგის პერსპექტიული სტელს გამანადგურებლები, ასევე სტელს უპილოტო საფრენი აპარატებიც.

დანარჩენი სამყარო ნელ-ნელა ეწევა აშშ-ს მიერ მონოპოლურ სტელს ტექნოლოგიებს. ისეთი გამანადგურებლები, როგორებიცაა რუსული Су-57 (Т-50 ПАК ФА) და ჩინური Chengdu J-20, უკვე დაადგნენ იმ გზას, რომელიც მათ ამერიკის და მისი მოკავშირეების საჰაერო ბატონობის პოტენციურ დაპირისპირებამდე მიყვანს. ამასთან სტელს უპილოტოებისა და ფრთოსანი რაკეტების შექმნა გაცილებით მარტივია, ვიდრე მათი პილოტირებადი თანამოძმეებისა. ამტიტომაც შეერთებული შტატებისთვის და მისი მოკავშირეებისთვის, მიზანშეწონილია დაიწყონ დაბალი შემჩნევადობის საფრენი აპარატების წინააღმდეგ სამაოქმედოდ მომზადება, განსაკუთრებით მათი აღმოჩენის, გადაჭერისა და განადგურების სფეროში. ამის გათვალისწინებით საკმაოდ აზრიანად გამოიყურება F-117-ის აგრესორების როლში გამოყვანა.

F-117-ის მცირერიცხოვანი ჯგუფისგან შემდგარი აგრესორები ხელმისაწვდომია აშშ-ს რადარების, ინფრაწითელი აღმოჩენისა და გაცილების და ელექტრონული ხარვეზების სისტემების შესამოწმებლად და ასევე მსგავს საფრთხეებთან სამოქმედო ტაქტიკის შესამუშავებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ ნელისის ავიაბაზაზე უკვე ამზადებენ F-35-ების სრულფასოვან ესკადრილიას, რომელიც მალე აგრესორების როლში იქნება გამოყენებული.

Thursday, February 7, 2019

აშშ-ს საზღვაო ძალების F/A-18C Hornet რუსულ ფერებში

აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილი F/A-18C Hornet რუსეთის საზღვაო ძალების ავიაციის ფერებში - Су-30СМ-ის იმიტაციას ახდენს. 2019 წლის 5 თებერვალი, ტეხასის შტატი, ავიაბაზა ფორ-იერტი

Су-34-ის იმიტაცია

Су-35-ის იმიტაცია

Aggresors-ების შესახებ ბლოგზე განთავსებული თემატური სტატიები:

Thursday, December 31, 2015

Checkered Flag


Shaw AFB-იდან F-22 Raptor-ისა და T-38 Talon-ნის და Eglin AFB-იდან F-35 Lightning II-ის შეხვედრა Aggressors-ების F-16-თან Tyndall-ის ავიაბაზაზე, სადაც სწავლება Checkered Flag 16-1 გაიმართება. სწავლების მიზანია მოშორებულ ბაზაზე გამანადგურებელთა დიდი რაიოდენობის ოპერატიული გაშლის დახვეწა (U.S. Air Force/Senior Airman Sergio A. Gamboa).





Monday, March 18, 2013

დღის ფოტო – "ლურჯი", "ყავისფერი" და БОРЯ



ავიაბაზა Nellis AFB – სწავლება Red Flag–13-3–ში მონაწილე  F-15C Aggressors–ების ორი ფოტო სხვადასხვა შეფერილობაში (ფოტოგრაფი Ned Harris).


და დესერტად რამდენიმე წლის წინანდელი ფოტო – აგრესორების პილოტი კასკაზე მიწერილი სახელით