Friday, May 1, 2015

ფრანგულმა Leclerc–ებმა პოლონეთში ჩააღწიეს

ფრანგულმა სამხედრო ტექნიკამ და მათ შორის Leclerc–ბმა პოლონეთში ჩააღწიეს


P.S. როგორც უკვე ვწერდი, 20 აპრილს პოლონეთში ფრანგული არმიის ტაქტიკური ჯგუფი გაემგზავრა (Sous groupement tactique Interarmées - SGTIA), რომლის საფუძველსაც 15 ცალი ტანკი Leclerc შეადგენს.
SGTIA შესდგება ფრანგული არმიის მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის (2ème Вrigade Вlindée) შემდეგი ქვედანაყოფებისაგან - კირასირთა მე-12 პოლკის (12ème Régiment de Cuirassiers) სატანკო ესკადრონი (15 ცალი ტანკი Leclerc), მსროლელთა მე-16 ბატალიონის (16ème Bataillon de Chasseurs) მოტოქვეითთა ოცეული (4 ცალი ჯტრ VBCI) და ინჟინერთა მე-13 პოლკის (13ème Régiment du Génie) მესანგრეთა ოცეული (სამი ცალი ჯტრ VAB და ერთი ცალი შეჯავშნული საინჯინრო მანქანა EBG). დაჯგუფების მთლიანი რაოდენობა 300 კაცს აღწევს.
წყარო – საფრანგეთი პოლონეთში 15 ტანკ Leclerc-ს აგზავნის

სერიიდან M1A1M და ერეაყელები

"M1A1M  და ერეაყელები"–ს ეპოპეის გაგრძელება – იდგა თავისთვის და უცბად მოფრინდა (სავარაუდოდ ტსმრ)

ერაყული არმიის M1A1M Abrams-ის ნარჩენები. 2015 წელი, ქალაქ რამადის მისადგომები.


Sunday, April 26, 2015

ამერიკულ-ბულგარული ერთობლივი საჰაერო წვრთნები

პლოვდივო, ბულგარეთი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის გამანადგურებელთა 159-ე ფრთა (159th Fighter Wing), რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ახალ ორლეანში, ერთობლივ საჰაერო და საზღვაო ბაზაზე მდებარეობს, მონაწილეობას ღებულობს ერთობლივ, ამერიკულ-ბულგარულ სწავლებაში, რომელიც 16 აპრილიდან 5 მაისამდე ბულგარეთის საჰაერო ბაზა "გრაფ იგნატიევოზე" განხორციელდება.
სულ ბულგარეთში 150 ამერიკელის სამხედრო მოსამსახურეა გადასროლილი (პილოტები და სხვა მომსახურე პერსონალი). რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ერთობლივ სწავლება "თრაკიული არწივი-2015"-ში (Thracian Eagle 2015), რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთშეთანხმების დახვეწის და მზადყოფნის ამაღლებაა.

159-ე ავიაფრთის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ მატ რიპპენის (Matt Rippen), განცხადების თანახმად მათი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

"ჩვენ აქ ვართ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და  ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინოთ. ორმხრივი სწავლებების განხორციელება გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდაში და ურთიერთობების გამყარებაში" - განაცხადა ვიცე პოლკოვნიკმა.

სწავლებაში აშშ-ს გამანადგურებელ F-15-ებთან ერთად ბულგარული საჰაერო ძალების МиГ-29-ები და Су-25-ები ღებულობენ მონაწილეობას.


წყარო:




 P.S. მაშ ასე, უბრალოდ ინტერესისთვის:

  1. პოლონეთში 4 ცალი A-10C - ამერიკული მოიერიშეები პოლონეთში
  2. მარტის თვის განმავლობაში რუმინეთში 10 ცალი F-16 იქნა გადასროლილი და 14 ცალი F-16 ესტონეთში - აშშ–ს გამანადგურებლები აღმოსავლეთ ევროპაში
  3. და ახლა F-15-ები ბულგარეთში.