Showing posts with label ბულგარეთი. Show all posts
Showing posts with label ბულგარეთი. Show all posts

Sunday, April 30, 2017

F-35-ების ბულგრაეთში ვიზიტი


2017 წლის 25 აპრილს აშშ-ს საჰაერო ძალების ორი ცალი მე-5 თაობის გამანადგურებლების, F-35A-ების ესტონეთში ვიზიტის შემდეგ, ორი იმავე კლასის გამანადგურებელი, ბულგარეთში, მოკლევადიანი გაშლის დემონსტრაციის მიზნით, აეროდრომ "გრაფ იგნატევოს" ესტუმრა. გამანადგურებლები ბრიტანეთის ავიაბაზა ლეიკენჰიტზე ბაზირებულ 388-ე ავიაფრთის გამანადგურებელთა 34-ე ესკადრილიის ავიარაზმს ეკუთვნის.
ბულგარეთში ჩაფრენილი გამანადგურებლების აშშ-ს საჰაერო ძალების საბორტე ნომრებია 14-5094 (სერიული ნომერი AF-95; იგივე ბორტი ესტონეთში 25 აპრილს ჩაფრინდა) და 14-5091 (სერიული ნომერი AF-92). გამანადგურებლები ბულგარეთში, ბრიტანული ავიაბაზა მილდენჰოლიდან აფრენილი 388-ე ავიაფრთის 459-ე საწვავგამმართველი ესკადრილიის კუთვნილი საწვავმზიდი Boeing KC-135R Stratotanker-ის (საბორტე ნომერი 62-3543) თანხლებით ჩაფრინდნენ. ისევე როგორც თავის დროზე, ესტონეთში ჩაფრენილი გამანადგურებლების წყვილისთვის, ეხლაც რადიოსახმისი "Conan 01" იქნა გამოყენებული.
F-35-ების ესტონეთში და ბულგრაეთში ვიზიტები  ევროპაში ამ ტიპის გამანადგურებლების ოპერატიული გაშლის ფარგლებში ხორციელდება. ეს პროცედურა 15 აპრილს დაიწყო, როდესაც გამანადგურებელთა 419-ე ფრთის 466-ე ესკადრილიისა და 388-ე ფრთის 34-ე ესკადრილიის რვა გამანადგურებელი ბრიტანეთის ავიაბაზა ლეიკენჰიტზე აშშ-ს ავიაბაზა ჰილლიდან ჩაფრინდა.
აეროდრომ "გრაფ იგნეტიევოზე" ჩაფრენილ ორ ცალ F-35A-ს ბულგარეთის მთელი მთავრობა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რედევი, დახვდა. მთლიანობაში გამანადგურებლებმა ბულგარულ აეროდრომზე სამი საათი დაჰყვეს, რის შემდეგაც უკან, ბრიტანეთში გაფრინდნენ.

აღსანიშნავია რომ "გრაფ იგნატიევზე" სწავლება "Thracian Eagle 2017"-ში მონაწილეობის მისაღებად უკვე იმყოფება აშშ-ს საჰაერო ძალების 12 ცალი Boeing F-15C Eagle.

წყარო:


Saturday, October 31, 2015

M1A1 და БМП-1 ერთ მწყობრში


2015 წლის 28 ოქტომბერი, ბულგარეთი, სამხედრო პოლიგონი Novo Selo - აშშ-ს საზღვაო ქვეითები და ბულგარეთის სახმელეთო ძალები ერთობლივ სწავლება "Platinum Lion 16-1"-ზე




Sunday, April 26, 2015

ამერიკულ-ბულგარული ერთობლივი საჰაერო წვრთნები

პლოვდივო, ბულგარეთი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის გამანადგურებელთა 159-ე ფრთა (159th Fighter Wing), რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ახალ ორლეანში, ერთობლივ საჰაერო და საზღვაო ბაზაზე მდებარეობს, მონაწილეობას ღებულობს ერთობლივ, ამერიკულ-ბულგარულ სწავლებაში, რომელიც 16 აპრილიდან 5 მაისამდე ბულგარეთის საჰაერო ბაზა "გრაფ იგნატიევოზე" განხორციელდება.
სულ ბულგარეთში 150 ამერიკელის სამხედრო მოსამსახურეა გადასროლილი (პილოტები და სხვა მომსახურე პერსონალი). რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ერთობლივ სწავლება "თრაკიული არწივი-2015"-ში (Thracian Eagle 2015), რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთშეთანხმების დახვეწის და მზადყოფნის ამაღლებაა.

159-ე ავიაფრთის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ მატ რიპპენის (Matt Rippen), განცხადების თანახმად მათი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

"ჩვენ აქ ვართ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და  ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინოთ. ორმხრივი სწავლებების განხორციელება გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდაში და ურთიერთობების გამყარებაში" - განაცხადა ვიცე პოლკოვნიკმა.

სწავლებაში აშშ-ს გამანადგურებელ F-15-ებთან ერთად ბულგარული საჰაერო ძალების МиГ-29-ები და Су-25-ები ღებულობენ მონაწილეობას.


წყარო:




 P.S. მაშ ასე, უბრალოდ ინტერესისთვის:

  1. პოლონეთში 4 ცალი A-10C - ამერიკული მოიერიშეები პოლონეთში
  2. მარტის თვის განმავლობაში რუმინეთში 10 ცალი F-16 იქნა გადასროლილი და 14 ცალი F-16 ესტონეთში - აშშ–ს გამანადგურებლები აღმოსავლეთ ევროპაში
  3. და ახლა F-15-ები ბულგარეთში.



Friday, June 21, 2013

ათი ცალი ჩამოწერილი ბულგარული Су-25 საქართველოს

ბულგარეთის მიერ გაეროს 2012 წლის რეესტრში გამოქვეყნებულ მონაცემებში ყველაფერთან ერთად ნახსენებია საქართველოსთვის მიყიდული 10 ცალი მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ამასთან რეესტრში მითითებულია რომ თვითმფრინავები "Expired lifespan, for repair stock"–ის კატეგორიიდანაა, ანუ "რესურს გასული, სათადარიგო ნაწილებისთვის".
ბულგარული პრესის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის 28 ივნისს რეალიზაცია გაუკეთა ბაზმერის აეროდრომზე განთავსებულ ექვს ცალ Су-25К–ს. თვითმფრინავები შემდეგ ფასებში იქნა გაყიდული:
  • საბორტე ნომერი 299  - ფასი: 100 100,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 109 - ფასი: 96 700,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 212 - ფასი: 98 800,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 228 - ფასი: 98 100,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 241 - ფასი: 97 500,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 244 - ფასი: 101 200,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
ტენდერი კომერციულმა სტრუქტურა "ტრანსმობილ"–მა ("Трансмобил") მოიგო, რომელმაც ეს ექვსი თვითმფრინავი საერთო ჯამში 8,08 მილიონ ლევად შეისყიდა. სტრუქტურამ ეს მოიერიშეები 2012 წლის სექტემბერში ქართულ მხარეს მიყიდა, რის შემდეგაც საზღვაო გზით დაშლილი თვითმფრინავები ბულგარეთიდან საქართველოში გადაიტანეს.

ბულგარეთში შეძენილი ჩამოწერილი Су-25–ები დაშლის მომენტში
დაშლილი Су-25–ები სატვირთო ხომალდ PERA–ზე იტვირთება, პორტი ბურგას, 2012 წლის 26 ნოემბერი, იმავე გემზე თვითმფრინავებთან ერთად დაიტვირთა და საქართველოში გამოიგზავნა 6 ცალი საარტილერიო დანადგარი
რაც შეეხება დანარჩენ 4 მოიერიშეს, ზუსტი ინფორმაცია მათ შესახებ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს ის ოთხი თვითმფრინავია რომელიც 2010 წლის დასაწყისში ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "იოტოვ ი სინ"–ს ("Йотов и син") მიჰყიდა (საბორტე ნომრები 106, 107, 110 და 111). თავის მხრივ კომერციული სტრუქტურა "ტრანსმობილ" ამ კოპანიას წარმოადგენდა 2012 წლის ტენდერში, ამიტომ არაა გამორიცხული რომ ის 4 ცალი ინკოგნიტო მოიერიშე სწორედ 2010 წელს ნაყიდი პარტიიდან იყოს.

წყარო:

Monday, October 15, 2012

ბულაგურლი შეიარაღება ქართული არმიისთვის


გაეროს ჩვეულებრივი შეიარაღების რეესტრის ვებგვერდზე (UN REGISTER OF CONVENTIONAL ARMS) გაცნდა გაეროს გენერალური მდივანისადმი წარდგენილი რეგისტრის ახალი მოხსენება. რეგისტრი მოიცავს 2011 წლის ახალ რვა ნაციონალურ მოხსენებას ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ. 
იმ რვა ქვეყნიდან, რომლების ანგარიშებიცაა წარდგენილი რეესტრში (United Nations Register of Conventional Arms - Report of the Secretary-General), ინტერესს იწვევს რუმინეთის, ჩინეთის, ბულგარეთისა და შვედეთის ანგარიშები. 
ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ბულგარეთის ანგარიში, რომელიც დეკლარირებას უკეთებს 2011 წელს საქართველოს არმიისთვის მიწოდებულ 12 თვითმავალ 122მმ-ან ჰაუბიცას. ამავდროულად მითითებულია რომ ბულგარეთმა ჩეხიიდან 23 ცალი ამ კალიბრის ჰაუბიცა მიიღო. ჩეხური მოხსენების თანახმად, ბულგარეთისთვის მიწოდებული ჰაუბიცები იყო თვითმავალი 2С1 "Гвоздик"-ები. სავარაუდოდ რუმინეთიდან ბულგარეთში 2С1 "Гвоздика" მიწოდებული იქნა შემდეგში საქართველოში რეექსპორტისათვის და ამას გარდა ალბათ კაპიტალურ რემონტსაც ბულგარეთში გადიოდნენ. შეგახსენებთ რომ თავის დროზე ბულგარეთი აწარმოებდა ლიცენზირებულ ჰაუბიცა 2С1-ს. ეს ახალი ჰაუბიცები პირველად დემონსტრირებული იქნა 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში გამართულ აღლუმზე.
ამას გარდა გაეროს რეგისტრში ბულგარეთმა მიანიშნა რომ საქართველოს მიაწოდა 1500 ავტომატი, 450 ხელის ტყვიამფრქვევი და 600 ერთჯერადი РПГ-22. ბულგარეთმა რეესტრის თანახმად საქართველოს გარდა იარაღი მიჰყიდა ინდოეთს( 70565 ავტომატი 815 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ), ავღანეთს (261 ცალი 73მმ-ნი СПГ-9), დაჯიკეთს (20 ცალი СПГ-9), მალის (15 ცალი СПГ-9) და ბურკინა ფასოს (12 ცალი СПГ-9).