2017 წლისათვის სამხრეთ კორეა საკუთარი წარმოების 100 ცალ ძირითად საბრძოლო ტანკ (ძსტ) K-2 Black Panther–ას მიიღებს შეიარაღებაზე, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვითი შესყიდვების სააგენტომ განაცხადა. DAPA–ს (Defence Acquisition Programme Administration) განცხადების თანახმად ეს გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰან მინ–კომ, თავდაცვითი პროექტების კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
როგორც DAPA–ს წარმომადგენელმა, კიმ სი–შეოლმა, Yonhap news–ის სააგენტოს განუცხადა: "ტანკი K–2–ის სახით სამხედროებს ექნებათ მომავლისთვის გამოსადეგი გაუმჯობესებული მობილურობისა და საცეცხლე შესაძლებლობების მეწინავე მანქანები"
"ტანკ K–2–ის დახმარებით ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ჩრდილოეთ კორეის რიცხობრივი უპირატესობა. ამასთანავე ჩვენ მოველით რომ ამ ტანკს ექნება საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი" დაამატა სააგენტოს წარმომადგენელმა.
თავდაპირველად ახალი თაობის კორეული ტანკის წარმოების დაწყება, რომელსაც მოძველებული კორეული K–1 და ამერიკული M–48 უნდა ჩაენაცვლებინა, 2009 წლისათვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ძრავისა და ტრანსმიის გაუმართაობის გამო მოხდა წარმოების დაწყების გადადება.
სამხრეთ კორეა K-2–ზე 2006 წლიდან მუშაობს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ არწევს, მას შეუძლია სპეციალური მოწყობილობების დახმარებით 4,1მ სიღრმის წყლის წინაღობების გადალახვა. ტანკი აღჭურვილია 120მმ–ნი, ავტომატური დამტენის მქონე გლუვლულიანი ქვემეხით.
ტანკები ადგილობრივი წარმოების ძრავა–ტრანსმისიით იქნება აღჭურვილი, რომელიც გერმანული MTU-890–ის ბაზაზეა შექმნილი მისი სიმძლავრე 1500ც/ძ აღწევს.
DAPA–ს წარმომადგენლის განცხადების თანახმად დღემდე უკვე გამოშვებულია 100–მდე ახალი თაობის ტანკი K-2.
წყარო:
P.S. საკმაოდ საინტერესოა რომ, ტექნოლოგიურად მეწინავე სამხრეთ კორეამ ვერ შესძლო საკუთარი სატანკო დიზელის ძრავის შექმნა და ისევ გერმანულ ტანკმშენებლობას მიუბრუნდა.
როგორც ჩანს მომდევნო სამ წელს კორეელები ტექნოლოგიების დანერგვას, ათვისებას და ძრავების სერიაში ჩაშვებას მოანდომებენ, რის შემდეგაც მოხდება ამ გამოშვებული 100 ცალი ტანკის რემოტორიზაცია და შეიარაღებაზე მირება.