Showing posts with label КрАЗ. Show all posts
Showing posts with label КрАЗ. Show all posts

Tuesday, November 26, 2019

უკრაინის არმიის ახალი სატვირთო КрАЗ-6510ТЕ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

სრულამძრავიანი უნაგირა КрАЗ-6510, გათანწყობით "კაბინა ძრავაზე" და სავალი ნაწილის 6×6 ფორმულით, უკრაინის არმიაში ექსპულატაციაზეა დაშვებული.

КрАЗ-6510ТЕ

მაღალი გამავლობის სატვირთო КрАЗ-6510 განკუთვნილია ყველა სახის გზასა და უგზოობაზე ტვირთების გადასაზიდად. КрАЗ-ის სხვა გამწეებისგან მას უკაპოტო კაბინა გამოარცევს, რომელიც დასვენების ადგილებითაა აღჭურვილი. მანქანაზე აყენია - 460 ც/ძ-ნი დიზელის ძრავა, ავტომატური სიჩქარეთა კოლოფი და ჰიდროამძრავიანი ჯალამბარი.

უნაგირა გამწე КрАЗ-6510-ის სრული მასა 28 000 კგ-ს უდრის, ხოლო დაშვებული მაქსიმალური დატვირთვა უნაგირა მისაბმელზე 17 000 კგ-ა. მისაბმელთან და ნახევარმისაბმელთან ერთად მანქანის წონა 65 000 კგ-ს უტოლდება, რომლის დროსაც მანქანას შეუძ₾ია 65კმ/სთ სიჩქარის განვითარება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის არმიამ ასევე მიიღო КрАЗ-ის ბაზაზე შექმნილი შემდეგი სპეცტექნიკა: სპეციალური აპარატურის სისტემა СА-РСО, ზცრს «Верба», კონტრბატარეული რადიოლოკაციური სადგური 1Л220УК «Зоопарк-3», საშტაბო მანქანა ОБШ302 (რომელის არტილერიის ცეცხლის ავტომატიზირებული მართვის კომპლექს «Оболонь-А»-ს შემადგენლობაში შედის), ავტოკრანი КТА-25, ეკსკავატორი ЭОВ-4421 და საპოლკო მიწისმთხრელი მანქანები ПЗМ-3-01 და ПЗМ-3-01Б.


ПЗМ-3-01

КТА-25

ЭОВ-4421

Saturday, August 11, 2018

ახალუ უკრაინული, 155 მილიმეტრიანი, თსდ "Богдана"

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღლუმის რეპეტიციაზე ახალი, ავტომატიზირებული, 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, "Богдана", წარადგინა. ჰაუბიცა Краз-6322-ის ბაზაზე ინტეგრირებული

Friday, January 15, 2016

КрАЗ-მა ლეგენდარული КрАЗ-6322-ის რესტაილინგი მოახდინა

КрАЗ-მა ლეგენდარული КрАЗ-6322-ის რესტაილინგი მოახდინა. ცვლილებები პირველ რიგში გარეგან იერს შეეხო. სატვირთო მანქანამ კრემენჩუგის დიზაინერების მიერ შექმნილი პლასტიკისგან დამზადებული ახალი კაპოტი მიიღო. ინტეგრალური პლასტიკის კაპოტი ფოლადის კაპოტთან შედარებით ორჯერ მსუბუქია და ძრავასთან მოხერხებულ მიდგომას უზრუნველყოფს.
ინჟინრებმა სავარაუდოდ მთლიანი წინა პანელი და ხელსაწყოთა დაფა შეცალეს. აღსანიშნავია რომ საუბარი მხოლოდ ახალ დიზაინზე არაა, ხელსაწყოთა დაფა ეს ცალკე, მოხსნადი ბლოკია, რომელიც მანქანის ელექტრომოწყობილობებთან მხოლოდ კაბელებითაა მიერთებული.
КрАЗ-ის კაბინა გარეგნულად უცვლელი დარჩა, ისევე როგორც მისი ტექნიკური მახასიათებლები. 

КрАЗ-6322 — ეს უკრაინული, ბორტებიანი, სრული ამძრაობის მქონე, კაპოტიანი, 6x6 სავალ ნაწილიანი ავტომანქააა, რომელიც გამოიყენება ხალხისა და სხვადასხვა ტვირთების საერთო სარგებლობის გზებზე და უგზოობაზე ტრანსპორტირებისთვის.


წყარო:

Saturday, February 21, 2015

IDEX-2015-ზე KрАЗ ორ ახალ მანქანას – KrAZ-Feona და KrAZ-Hurricane წარადგენს

კომპანია "АвтоКрАЗ" კანადურ–ემირატულ "Streit Group"–თან თანამშრომლობით, რომელიც მეწინავე ჯავშანტექნიკას აწარმოებს, აბუ–დაბიში 22–26 თებერვალს გამართულ საერთაშორისო გამოფენა "IDEX-2015"–ზე მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენაზე КрАЗ–ის მიერ Streit–თან თანამშრომლობით შექმნილი ორი ჯავშანმანქანის პრემიერა შესდგება. ამჯერად დამსწრეები იხილავენ КрАЗ-6322 (6х6) ბაზაზე შექმნილ KrAZ-Feona–ს და КрАЗ-7634НЕ (8х8) ბაზაზე შექმნილ KrAZ-Hurricane–ს. ორივე მანქანა Cummins ძრავითა და Allison–ის ავტომატური სიჩქარეთა კოლოფითაა აღჭურვილი და გააჩნიათ Stanag 4569–ის მიხედვით Level 2 დაცვის ხარისხი.

Monday, January 5, 2015

უკრაინული არმიის ახალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი

5 იანვარს უკრაინის არმიისთვის გადაცემული ტექნიკის რიგებში ასეთი საინტერესო მანქანაც იყო – დისტანიცური საბრძოლო მოდული "Сармат"–ით აღჭურვილი ჯავშანმანქანა "Спартан". 

Saturday, December 6, 2014

უკრაინის არმიამ 100 ერთეული ახალი და გარემონტებული ჯავშანტექნიკა მიიღო (UPD)

უკრაინის არმიისთვის გადაცემული  100 ერთეული ახალი და გარემონტებული ჯავშანტექნიკის  შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე. გთააზობთ დამატებით ფოტოებეს:

БТР-3

БТР-4Е

Т-64БМ «Булат»

Т-64БВ

წინა რიგში Т-64БМ «Булат», უაკნ  Т-72УЕ

КрАЗ-ის ტიპის სატვირთოები

Ми-17













Thursday, December 4, 2014

"КрАЗ Кугуар"–მა უკრაინელი მესაზღვრეები გადაარჩინა

უკრაინა, АТО-ს ზონა. 2014 წლის დეკემბერი. უცნობი სახეობის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაზიანებული უკრაინული "КрАЗ Кугуар" – ეკიპაჯის ყველა წევრი უვნებლად გადარჩა:

წყარო:

Friday, November 21, 2014

КрАЗ–მა ახალი დაჯავშნილი სატვირთო 6322 Raptor წარადგინა

КрАЗ–მა ახალი დაჯავშნილი სატვირთო 6322 Raptor წარადგინა, რომელიც მალე უკრაინის ეროვნული გვარდიისა და არმიის რიგებს შეავსებს. ეს სწორედ ის მანქანაა რომელიც ასე ესაჭიროებოდა უკრაინელ ძალოვნებს, ის უზრუნველყოფს დაცვას როგორც ცეცხლსასროლი იარაღისგან, ასევე ნაღმებისგან. ან კი КрАЗ 6322 Raptor არ წარმოადგენს კლასიკურ MRAP–სატვირთოს, ის მაინც ჯობია  КАМАЗ–ისა და УрАЛ–ის ანალოგიურ ნაწარმს.
КрАЗ Raptor წარმოადგენს უკრაინული ავტოსაწარმოო КрАЗ–ისა და კანადური კომპანიის Streit Armored Group–ის ერთობლივ ქმნილებას. ახალი КрАЗ ეს 6х6 სავალი ფორმულის მქონე КрАЗ-6322–ის ბაზაზე შექმნილი ძარიანი მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანაა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჯავშანკუნგის მოხსნა და ბლოკ–პოსტზე განთავსება, სადაც მას პირადი შემადგენლობა საცხოვრებლად გამოიყენებს. კუნგში 20–მდე ადამიანი ეტევა.
სადემონსტრაციო გამოცდეების დროს КрАЗ-6322–მა შეუფერხებლად გადალახა პოლიგონზე არსებული წინაღობები – "დიდი გორაკი" (5,2მ სიმაღლისა), ათი მორიგეობითი გორაკი (სიმაღლე 2მ., მანძილი მწვერვალებს შორის 6მ), "ბეტონის წინაღობები", "უსწორმასწორო გზა", ტრამპლინი და 1,5მ სიღრმისა და 25,7მ სიგრძის წყლის თხრილი.
როგორც ინტერნეტრესურსი, AUTO-Consulting–ი იუწყება, 2007 წელს, ინდოეთში გამართულ გამოფენა  IDEZ-2007–ზე წარდგენილ Raptor–თან შედარებით უკრაინული ძალოვნებისთვის განკუთვნილ მანქანაში მთელი რიგი ცვლილებებია შეტანილი – უკრაინულ ვარიანტზე სრულებით შეჯავშნულია კაპოტი, დაყენებულია საწვავის ავზების გაუმჯობესებული დაცვა. ასევე ცვლილება განიცადეს კუნგის სათოფურებმა.
აღსანიშნავია რომ КрАЗ-6322 Raptor უპრეცენდენტო გამავლობით გამოირჩევა. 6х6 სავალი ფორმულისა, ხიდთაშორისი ბლოკირებითა და ღერძთაშორისი დიფერენცირებით, ასევე ფართო პროფილიანი საბურავების წყალობით ამ მანქანას ძალუძს გადალახოს ქვიშა, ჭაობი, თოვლი და სხვა უგზო ადგილები. მანქანა, რომლის დატვირთული წონა 23 ტონაა და ტვირთამწეობა 6 ტონას უდრის, შეუძლია ჩაიბას 30 ტონის ტვირთი. იგი აღჭურვილია 330 ძალიანი, ტურბოშებერვიანი დიზელის ძრავით. მანქანას ორი ცალი 250 ლიტრიანი დიზელის ავზით 1500კმ–ს გავლა შეუძლია.

წყარო:

ასევე ცნობილია რომ, ПКФ "Практика"–ს მიერ ანალოგიური სქემით შეჯავშნულმა КрАЗ-6322–მა АТО–ს ზონაში საკმაოდ წარმატებით წარმოაჩინა თავი – მანქანა ჩასაფრებაში მოყვა და მას სამი მხრიდან გაუხსნეს ცხცელი, თუმცა მან მაინც მოახერხა გამოღწევა და ეკიპაჟის ყველა წევრი უვნებლად გამოიყვანა.



Sunday, October 20, 2013

უკრაინული თავადცვითი კომპანია АвтоКрАЗ–ის ახალი КрАЗ-5233БЕ Спецназ 4WD

უკრაინის დედაქალაქში გამართულ მე–10 იარაღისა და უსაფრთხოების სპეციალიზირებულ საერთაშორისე გამოფენაზე უკრაინულმა კომპანია АвтоКрАЗ–მა ახალი КрАЗ-5233БЕ Спецназ 4WD წარადგინა. მანქანის კაბინის სახურავზე იარაღის დასაყენებელი სპეციალური სარქველია განთავსებული. კაბინის კაპოტი და ფრთები მოცურებისსაწინააღმდეგო საფარველითაა დაფარული.
ახალი КрАЗ გამოიყენება სამხედრო მოსამსახურეთა და გაეროს სამშვიდობოების ტრანსპორტირებისთვის, 152მმ კალიბრამდე არტილერიის და მისაბმელების ბუქსირებისთვის ნებისმიერ გზებზე და უგზოობებზე. 
მანქანზე დიზელის ძრავა ЯМЗ-2382 და 9 საფეხურიანი მექანიკური სიჩქარეთა კოლოფი აყენია. ასევე ახალ КрАЗ–ზე საბურავების ცენტრალური გაბერვის სისტემა და 12 ტონა გაწევის მქონდე ჯალამბარი აყენია.

წყარო:

Thursday, March 21, 2013

КрАЗ-ები საქართველოსთვის



ჟურნალი "Defense Express"–ი, КрАЗ–ის ქარხნის პრეს–მდივნის, დინა სტეგანცოვას ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქარხნის მიერ 2012 წელს შესრულებული სამუშაოების და 2013 წლის გეგმების შესახებ წერს. ჟურნალის თანახმად 2012 წელს ქარხანამ სულ 899 ცალი მანქანა გამოუშვა, საერთო რაოდენობიდან 66% დსთ–ს ქვეყნებში იქნა მიწოდებული, 11% თვითონ უკრაინის შიგნით გაიყიდა, დანარჩენი 23% სხვა ქვეყნებში იქნა ექსპორტირებული. მანქანების ყველაზე დიდი რაოდენობა – 548 ერთეული რუსეთმა შეისყიდა, 57 მანქანა თურქმენეთმა, 38 ყაზახეთმა, ასევე აღსდგა მანქანების მიწოდება საქართველოში – ქართულმა მხარემ გასულ წელს 18 მანქანა შეიძინა.

P.S. ძალიან საინტერესოა რომელ ბაზარს მიეწოდა ეს მანქანები – სამხედროს თუ სამოქალაქოს.