Friday, November 21, 2014

КрАЗ–მა ახალი დაჯავშნილი სატვირთო 6322 Raptor წარადგინა

КрАЗ–მა ახალი დაჯავშნილი სატვირთო 6322 Raptor წარადგინა, რომელიც მალე უკრაინის ეროვნული გვარდიისა და არმიის რიგებს შეავსებს. ეს სწორედ ის მანქანაა რომელიც ასე ესაჭიროებოდა უკრაინელ ძალოვნებს, ის უზრუნველყოფს დაცვას როგორც ცეცხლსასროლი იარაღისგან, ასევე ნაღმებისგან. ან კი КрАЗ 6322 Raptor არ წარმოადგენს კლასიკურ MRAP–სატვირთოს, ის მაინც ჯობია  КАМАЗ–ისა და УрАЛ–ის ანალოგიურ ნაწარმს.
КрАЗ Raptor წარმოადგენს უკრაინული ავტოსაწარმოო КрАЗ–ისა და კანადური კომპანიის Streit Armored Group–ის ერთობლივ ქმნილებას. ახალი КрАЗ ეს 6х6 სავალი ფორმულის მქონე КрАЗ-6322–ის ბაზაზე შექმნილი ძარიანი მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანაა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჯავშანკუნგის მოხსნა და ბლოკ–პოსტზე განთავსება, სადაც მას პირადი შემადგენლობა საცხოვრებლად გამოიყენებს. კუნგში 20–მდე ადამიანი ეტევა.
სადემონსტრაციო გამოცდეების დროს КрАЗ-6322–მა შეუფერხებლად გადალახა პოლიგონზე არსებული წინაღობები – "დიდი გორაკი" (5,2მ სიმაღლისა), ათი მორიგეობითი გორაკი (სიმაღლე 2მ., მანძილი მწვერვალებს შორის 6მ), "ბეტონის წინაღობები", "უსწორმასწორო გზა", ტრამპლინი და 1,5მ სიღრმისა და 25,7მ სიგრძის წყლის თხრილი.
როგორც ინტერნეტრესურსი, AUTO-Consulting–ი იუწყება, 2007 წელს, ინდოეთში გამართულ გამოფენა  IDEZ-2007–ზე წარდგენილ Raptor–თან შედარებით უკრაინული ძალოვნებისთვის განკუთვნილ მანქანაში მთელი რიგი ცვლილებებია შეტანილი – უკრაინულ ვარიანტზე სრულებით შეჯავშნულია კაპოტი, დაყენებულია საწვავის ავზების გაუმჯობესებული დაცვა. ასევე ცვლილება განიცადეს კუნგის სათოფურებმა.
აღსანიშნავია რომ КрАЗ-6322 Raptor უპრეცენდენტო გამავლობით გამოირჩევა. 6х6 სავალი ფორმულისა, ხიდთაშორისი ბლოკირებითა და ღერძთაშორისი დიფერენცირებით, ასევე ფართო პროფილიანი საბურავების წყალობით ამ მანქანას ძალუძს გადალახოს ქვიშა, ჭაობი, თოვლი და სხვა უგზო ადგილები. მანქანა, რომლის დატვირთული წონა 23 ტონაა და ტვირთამწეობა 6 ტონას უდრის, შეუძლია ჩაიბას 30 ტონის ტვირთი. იგი აღჭურვილია 330 ძალიანი, ტურბოშებერვიანი დიზელის ძრავით. მანქანას ორი ცალი 250 ლიტრიანი დიზელის ავზით 1500კმ–ს გავლა შეუძლია.

წყარო:

ასევე ცნობილია რომ, ПКФ "Практика"–ს მიერ ანალოგიური სქემით შეჯავშნულმა КрАЗ-6322–მა АТО–ს ზონაში საკმაოდ წარმატებით წარმოაჩინა თავი – მანქანა ჩასაფრებაში მოყვა და მას სამი მხრიდან გაუხსნეს ცხცელი, თუმცა მან მაინც მოახერხა გამოღწევა და ეკიპაჟის ყველა წევრი უვნებლად გამოიყვანა.



No comments:

Post a Comment