Saturday, November 22, 2014

აშშ–მ უკრაინას კონტრნაღმტყორცნული რადარები გადასცა


როგორც 2014 წლის 21 ნოემბერს, აშშ–ს არმიის პრეს–მდივანმა, პოლკოვნიმკმა სტივ უორენმა (Steve Warren) განაცხადა, ერთი დღით ადრე ამერიკულმა მხარემ უკრაინულ არმიას სამი ცალი მსუბუქი კონტრნაღმტყორცნული რადარი LCMR (Lightweight Counter-Mortar Radar) გადასცა. ეს არის პირველი პარტია იმ 20 ცალი რადარიდან, რომელიც აშშ–მ უკრაინას უნდა გადასცეს. მთლიანობაში დაგეგმილია 118 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის დახმარების გაწევა, ეს დახმარება "არალეტალურ" აღჭურვილობასა და ტექნიკას მოიცავს, მასში 20 ცალი რლს LCMR–ის გარდა ასევე შედის – ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ღამე ხედვისა და დაკვირვების ხელსაწყოები, კავშირგაბმულების საშუალებები, სამედიცინო აღჭურვილობა, სადაზვერვო მინი–უსა–ები, ძრავიანი ნავები და სხვადასხვა ზურგის ქონება.
რლს LCMR–ები უკრაინას აშშ–ს არმიის მარაგებიდან მიეწოდება. როგორც პოლკოვნიკი უორენი იუწყება დარჩენილი რლს LCMR–ები უახლოესი კვირების განმავლობაში გადაეცემა უკრაინელ ძალოვნებს და რომ ამერიკელი ინსტრუქტორები დეკემბრის შუაში დაიწყებენ უკრაინელი კოლეგების ტრენინგს აღნიშნულის სისტემების შესასწავლად. "უკრაინელი ძალოვნები თვითონ გადაწყვეტენ სად და როგორ გამოიყენონ ეს სისტემები" – დასძინა პოლკოვნიკმა.
რლს LCMR შემუშავდა და შეიქმნა კომპანია SRC–ეს მიერ (ყოფილი Research Corporation) და ცნობილია მისი სამი მოდიფკაცია AN/TPQ-48(V)1, AN/TPQ-49 (თავდაპირველად ეწოდებოდა AN/TPQ-48(V)2) და AN/TPQ-50 (თავდაპირველად ეწოდებოდა AN/TPQ-48(V)3). სადგური შექმნილი იქნა აშშ–ს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურობის შეკვეთი, რომელსაც რადარები 2001 წლიდან მიეწოდებოდა, მაგრამ 2008 წლიდან აშშ–ს არმიამ ერაყში და ავღანეთში გამოსაყენებლად ამ სადგურების (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 500 ერთეული) დიდი რაოდენობა შეიძინა. 2011 წლისთვის სადგურ AN/TPQ-50–ის ფასი 450 ათას დოლარს აღწევდა. თვით სადგურის წონა 54კგ–ს უდრის, თანამგზავრული მოწყობილობებითა და აკუმულიატორებით მისი წონა 68 კს–ს უდრის და მისი ტრანსპორტირება ორი კონტეინერით ხდება (გადასატან ვარიანტში რადარი ელექტროგენერატორით შეიძლება აღიჭურვოს, ამ შემთხვევაში კომპლექტის მასა 227კგ–ს აღწევს). საშტატო გათვლა ორი კაცია, აკუმულიატორების გამოყენებით სადგურს განუწყვეტლივ სამი საათი შეუძლია იმუშაოს. რლს–ს გააჩნია წრიული ხედვა და შეუძია 8კმ–ზე აღმოაჩინოს 81მმ–ნი , ხოლო 10კმ–ზე 120მმ–იანი ნაღმები (AN/TPQ-50–ს მონაცემები). მსროლელი ნაღმტყორცნების ადგილომდებარეობის დადგენის სიზუსტე 50–60მ შეადგენს. მიღებული მონაცემები ცოცხალ დროშ გადაეცემა არტილერიისა და ჰსთ–ს ავტომატიზირებულ მართვის ცენტრს.

წყარო:

No comments:

Post a Comment