Thursday, November 16, 2017

და წარმოგდიგენთ მეორე კოშკურაგაფრენილ Т-90А-ს

მოკლედ Т-90А-ს დეტონაციის შედეგად გაფრენილი მეორე კოშკურის ოფიციალური ფოტომასალა (პირველი იხილეთ ბმულზე - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А). ისლამური სახელმწიფო ექსკლუზიურად ავრცელებს ამ ფოტოებს (ველოდებით ვიდეოსაც). ზუსტად რა მოხდა უცნობია, მაგრამ ფაქტია რომ კოშკურა გაფრინდა და კორპუსის ყელის დეფორმირებული უკანა ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, დეტონაცია უკანა თაროებზე განლაგებულმა საბრძოლო მარაგმა განიცადა.
მანამდე კიდევ ერთი ამ ტიპის ტანკი იქნა დაკარგული ბრძოლაში - ოგორც ჩანს პირველი განადგურებული Т-90А გვყავს სიაში



M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი


ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე „M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელიც მოგვიანებით სხვა ჯარსიკაცებს მოამზადებს. დღეს, სწავლების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე გაეცნენ.

კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით, პირველ ეტაპზე პირადმა შემადგენლობამ იარაღის მახასიათებლები შეისწავლა და მისი დაშლა-აწყობასა და მოვლა-შენახვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარა. სწავლების პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეები უახლესი ამერიკული ტყვიამფრქვევიდან საწყისი სროლის პირველ, მეორე სავარჯიშოებსა და საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებს ასრულებდნენ.
„M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი 7 ნოემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება.


Tuesday, November 14, 2017

რუსეთი თავდაცვის სამინისტრო თამაშსა და რეალობას ვერ არჩევს

რუსეთის ტავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა უტყუარი მტკიცებულებები იმისა თუ როგორ ეხმარებიან ამერიკელები ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებს

რუსების მიერ გამოქვეყნებული  ერთი ფოტო თამაშიდან ამოღებული სკრინშოტი აღმოჩნდა

დანარჩენი ფოტოსურათები ერაყის ავიაციის შარშანდელი აქტივობებიდან იყო ამოღებული

უკვე ჩაასწორეს ;)
https://www.facebook.com/mod.mil.rus/posts/2007062896203123