მოკლედ Т-90А-ს დეტონაციის შედეგად გაფრენილი მეორე კოშკურის ოფიციალური ფოტომასალა (პირველი იხილეთ ბმულზე - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А). ისლამური სახელმწიფო ექსკლუზიურად ავრცელებს ამ ფოტოებს (ველოდებით ვიდეოსაც). ზუსტად რა მოხდა უცნობია, მაგრამ ფაქტია რომ კოშკურა გაფრინდა და კორპუსის ყელის დეფორმირებული უკანა ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, დეტონაცია უკანა თაროებზე განლაგებულმა საბრძოლო მარაგმა განიცადა.
მანამდე კიდევ ერთი ამ ტიპის ტანკი იქნა დაკარგული ბრძოლაში - როგორც ჩანს პირველი განადგურებული Т-90А გვყავს სიაში