Saturday, June 3, 2017

"Абкан"-ის თემის უცნაური ავტომატები

ნიკონოვის მიერ "Абакан"-ის ადრეული კონკურისთვის შექმნილი ავტომატები - პირველ ფოტოზე НА-2 (1979), მეორეზე АС (1984) (ფოტოები იჟევსკის მუზეუმიდან)

წყარო:

ფრანგები ევროპის სატანკო ტურნირ "Strong Europe Tank Challenge 2017"-ზე

ბლოგზე უკვე რამდენჯერმე დავწერე ევროპის ამ სატანკო შეჯიბრის შესახებ, რომელიც გერმანიაში, გრაფენბერის პოლიგონზე, აშშ-სა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროების ეგიდით გაიმართა. ტურნირში როგორც ცნობილია გაიმარჯვეს ავსტრიელებმა, მეორე ადგილი გერმანელებს ერგოთ, ხოლო მესამე ამერიკელებს. ბოლო სამ ადგილზე ქვეყნები შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდნენ - საფრანგეთი, უკრაინა და პოლონეთი.
ამჯერად წარმოგიდგენთ ინტერნეტრესურს LiveLeak.com-ზე გავრცელებულ ვიდეო რგოლს, რომელზეც გამოსახულია ტურნირში მონაწილე ფრანგული სატანკო ოცეულის მოქმედება. ვიდეო Matthew Oldham-ის მიერაა მომზადებული.

გერმანია სატანკო პარკს მესამედით ზრდის

იმ ვარაუდით რომ მომავლის კონფლიკტებში სახმელეთო ჯარები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ, გერმანიის არმია მოძველებული Leopard-2-ბის მოდერნიზაციას იწყებს.
მთლიანობაში Bundeswehr მზადაა კოსერვაციიდან 104 ცალი მეორადი ტანკი Leopard-2 მოხსნას და Krauss-Maffei Wegmann-ის დახმარებით მათი მოდერნიზაცია განახორციელოს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად მოძველებული A4-ების მოდერნიზაცია A7 დონემდე ჩაუტარდებათ. გაუმჯობესების უახლესი პაკეტი კომუნიკაციების, ჯავშნისა და შეიარაღების ტექნოლოგიებს შეიცავს.
ტანკები - რომელთაგან 13 ცალი მანამდე გერმანიის არმიაში გადიოდნენ სამსახურს - რამოდენიმე NATO-ს წევრი ქვეყნის საკუთრება იყო, რომლებმაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩათვალეს რომ ევროპაში სატანკო ბრძოლების ეპოქა წარსულ ჩაჰბარდა, მანქანები KMW-ს დაუბრუნეს. ამ მომენტამდე საწარმოო ამ მანქანების სათადარიგო ნაწილების წყაროდ ან საცდელ მანქანებად გამოყენებას გეგმავდა.
„მაგრამ ეპოქა შეიცვალა“ როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 8 მარტს, თავის პრეს რელიზში აღნიშნა. „უკანასკნელი წლების გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა დაგვანახეს თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გამყარებაში ჯავშანსატანკო ტექნოლოგიებს", დასძინეს ოფიცრებმა.
760 მილიონი ევროს ღირებულების (832,7 მილიონი აშშ დოლარი) ხელშეკრულებაში, რომელიც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ KMW-სთან გააფორმა, ტანკების მოდერნიზაციის გარდა შედის 32 ახალი სატანკო შასიც, რომელიც მომავალში Leopard-2-ის ოჯახობის ისეთ მანქანებად შეიძლებაა გადაკეთდეს, როგორებიცაა ხიდგამდებები ან  სხვა დამხმხარე ტექნიკა.
გერმანიის არმია გაუმჯობესებული ტანკების მიღებას 2019 წლის დასაწყისში დაიწყებს და გეგმის მიხედვით ტანკების გადაცემა 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს. ახალი სატანკო ხელშეკრულება თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, მიერ დასახული მიზნების თანახმად გერმანული ტანკების რაოდენობას ერთი მესამედით გაზრდის და მათი რაოდენობა 328 მანქანას გაუტოლდება

გერმანიის არმიის ტექნიკის ამჟამინდელი მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება - გერმანიის არმიის შეიარაღებაზე მდგარი ტექნიკის ძირითადი სახეობების გამართულობა
ბოლო წლების მოვლენებიდან გამომდინარე, სატანკო ბრძოლების შესაძლებლობა შეერთებულ შტატებში ისევ წინა პლანზე გადმოვიდა, მცირე მაშტაბით, მაგრამ მაინც, ამ საკითხმა ევროპაშიც წამოიწია, რადგანაც ატლანტიკის ორივე სანაპიროზე სჯერავთ რომ ამ სფეროში რუსეთი საკმაოდ ძლიერია.

წყარო:

Thursday, June 1, 2017

Leclerc-მა 140 მილიმეტრიანი ქვემეხი მიიღო

ინტერნეტში გავრცელდა ფრანგული ტანკის, AMX-56 Leclerc-ის ახალი, 140 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი, მოდიფიკაციის ფოტოები. ამ მძლავრი საარტილერიო ნაწილით აღჭურვილმა ახალმა საბრძოლო ნაკვეთურმა სახელწოდება "The Terminator" (ტერმინატორი) მიიღო.
მოდიფიცირებული ტანკის წონა 60 ტონამდე გაიზარდა, ხოლო საბრძოლო მარაგი 31 გასროლამდე შემცირდა. ვიზუალურად მანქანა წინამორბედისგან კოშკურის გაზრდილი ზომებითაც განსხვავდება. 140 მილიმეტრიანი ქვემეხი ბურჟეში მდებარე იარაღის წარმოებისა და შემუშავების ცენტრში შეიქმნა, ამჟამად ცენტრი კონცერნ Nexter-ის შემადგენლობაშია.


ტანკ Leclerc-ის 140 და 120 მილიმეტრიანი გასროლები გვერდიგვერდ

ამერიკულმა ანტირაკეტა GBI-მ პირველად გაანადგურა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის იმიტატორი

აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ს ში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს საცდელი გაშვება
სიტუაცია
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მთავარი კომპონენტის მორიგი გამოცდები განხორციელდა. გამოიცადა ანტირაკეტა GBI-თ (Ground-Based Interceptor) აღჭურვილი სახმელეთო ბაზირების სისტემა GMD (Ground-based Midcourse Defense). ამ მომენტისთვის აშშ-ს ეროვნულ რსთ სისტემაში ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც (თეორიულად) საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, კონკრეტულად კი ტრაექტორიის შუა ნაწილში საბრძოლო ქობინის, ჩამოგდება შეუძლია. 

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის პირობითი ჩამოგდება პირველად განხორციელდა - მანამდე კიდევ სისტემის გაშლა მიმდინარეობდა და თითქოსდა საბრძოლო მორიგეობაზეც კი იქნა დაყენებული, მიუხედავად იმისა რომ არცერთხელ არ იყო ძირითადი საფრთხის წინააღმდეგ გამოცდილი. საშუალო მანძილის მქონე ბალისტიკური რაკეტების იმიტატორებზე განხორციელებული გამოცდებიც მაინცა და მაინც დიდ იმედებს არ იძლეოდა, წარუმატებელი და წარმატებული გაშვებების რაოდენობა თანაბარი იყო და გაუმჯობესება არ შეიმჩნეოდა. შექმნის დროს წარმოშობილი პრობლემები, და კერძოდ არსებულ CE-II-ის ტიპის გზაგადამჭრელებზე (რომლებსაც მორიგეობიდან არავინ არ ხსნის) გამოვლენილი ფატალური ხარვეზები გახდა გამოცდების სამწლიანი შეჩერების მიზეზი.

დღეისთვის ალიასკის რაიონში GMD-ს გაშლა პრაქტიკულად დასრულდა - ამ მომენტისათვის მორიგეობაზე 36 რაკეტაა დაყენებული და წლის ბოლომდე დაგეგმილია 44 ანტირაკეტის (მათ შორის 4 ცალის კალიფორნიაში მდებარე ნახევრადსაცდელ ცენტრში) მწყობრში ჩაყენება. სწორედ ამიტომ სასწორზე ძალიან ბევრი რამე იყო დადებული - საჭირო იყო კონგრესში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ანტისარაკეტო ზღუდის მშენებლობის მომხრეებისთვის ხელში სერიოზული კოზირის მიცემა და იმის ჩვენება რომ, შეცდომები გამოასწორეს და უკვე რეალურად მუშაობენ. ლობისტების პრობლემის მოგვარებას მხოლოდ კიმის ფაქტორი ვერ ეყოფოდა.

სწორედ ამიტომაც აიღეს და უკვე მოდერნიზირებული გზაგადამჭრელი CE-II Block-1 გამოსცადეს, ამჯერად უკვე სრულფასოვანი ბალისტიკური სამიზნის წინააღმდეგ (როგორც გამოთვლები უჩვენებს ეს იყო 5800კმ სიშორის მქონე რაეტის იმიტატორი). წარმატებული გამოცდა მძლავრი ბაზა იქნება და უახლოეს მომავალში კონგრესში შეტანილი რსთ-ს გაფართოების კანონპროექტს სავარაუდოდ მწვანე შუქს აუნთებენ. 

გამოცდა FTG-15-ის ფარგლებში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის განადგურების სავარაუდო რაიონი. 2017 წლის 30 მაისი

გამოცდა

როგორც ამერიკის თავდაცვის სამინისტროს „აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის სააგენტო“ (US Missile Defense Agency) იუწყება, 2017 წლის 30 მაისს, აშშ-ს ეროვნული სარაკეტო თავდაცვის კომპლექს Ground-based Midcourse Defense-ს (GMD) ანტირაკეტა, GBI-მ, მომდევნო გამოცდის დროს, წარმატებით მოახდინა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის იმიტატორის კინეტიკური განადგურება. ეს ანტირაკეტა GBI-ს მიერ ბალისტიკური რაკეტის იმიტატორის განადგურების პირველი გამოცდა იყო.

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის იმიტატორი სამიზნე

FTG-15 სახელით ცნობილი გამოცდის დროს, ბალისტიკური რაკეტის სამიზნე-იმიტატორის გაშვება, წყნარ ოკეანეში მდებარე მარშალის კუნძულების ატოლ, კვადჯელეინის, პოლიგონიდან მოხდა. სამიზნის აღმოჩენა და მისი გაცილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით, მათ შორის რადიოლოკაციური სადგური SBX-ის, საშუალებით ხდებოდა.

ანტირაკეტა GBI (ნომერი GBI 58) კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის ავიაბაზის პოზიციიდან იქნა გაშვებული და სამიზნე გარეატმოსფერული გზაგადამჭრელი ЕKV CE-II Block-1-ის (ეს გაშვება აღნიშნული გზაგადამჭრელისთვის პირველი იყო) მეშვეობით პირდაპირი დარტყმით წარმატებით გაანადგურა. როგორც ცნობილი ხდება, გამოცდების ტელემეტრიის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გამოცდა FTG-15-ში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-სში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს გამოცდების სქემატური გამოსახულება. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო, 2017 წლის 30 მაისი
ამ მომენტისთვის აშშ-ს ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ში 36 გაშლილი ანტირაკეტა GBI ირიცხება (საიდანაც სავარაუდოდ 20 ან 24 ანტირაკეტა EKV CE-I ტიპის გზაგადამჭრელით, ხოლო დანარჩენი 12 ან 16 ცალი EKV CE-II გზაგადამჭრელითაა აღჭურვილი). აღნიშნული ანტირაკეტები ალიასკას შტატში, ვანდერბერგში მდებარე, ფორტ-გრილის ანტისარაკეტო თავდაცვის ობიექტებზეა დისლოცირებული. 2017 წლის ბოლოსთვის ყველა დაგეგმილი GBI-ს ტიპის 44 ცალი რაკეტა საბრძოლო მორიგეობაზე უნდა იქნას გაშლილი, ამასთან, როგორც ვარაუდობენ, ფორტ-გრილისთვის განკუთვნილი დაგეგმილი რვა ცალი GBI, მოდერნიზირებულ EKV CE-II Block-1-ის ტიპის, გზაგადამჭრელებს მიიღებს (სულ დაგეგმილი 11 ცალი EKV CE-II Block-1 ტიპის გზაგადამჭრელის დამზადება, ერთი FTG-15-ის სახელით ცნობილი გამოცდებისთვის, რვა ცალი ახალი ანტირაკეტებისთვის და ორი ცალი უკვე გაშლილი ანტირაკეტების EKV CE-I ტიპის გზაგადამჭრელის შესაცვლელად).
30 მაისის გამოცდებამდე, 1999 წლიდან, ბალისტიკური სამიზნეების გზის გადაჭრის მიზნით (საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების იმიტატორებზე) GBI-ს ტიპის რაკეტების 17 საცდელი გაშვება განხორციელდა. აქედან მხოლოდ ცხრა გაშვება ჩაითვალა წარმატებულად. EKV CE-II-ის ბოლოს წარმატებული გამოცდა 2014 წლის ივნისში მოხდა. 2016 წლის დასაწყისში რაკეტა GBI-ს ახალი ამაჩქარებლის, С2-ის ტელემეტრიული გამოცდა, სახელწოდებით GM CTV-02+, წარმატებით განხორციელდა.

აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ს ში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს საცდელი გაშვება

წყარო:

Wednesday, May 31, 2017

ესტონეთში გადასროლილი ფრანგული არმია „რუსული საფრთხის“ დასახვედრად ემზადება

ფრანგი სამხედროები ესტონეთში სწავლებაზე 

ფრანგული ინტერნეტ რესურსი «Le Courrier International» სტატიაში, სახელწოდებით “L'armée française s'exerce en Estonie pour contrer la menace russe", იუწყება რომ, 2017 წლის 23 მაისს, სამასმა ფრანგმა სამხედრო მოსამსახურემ და Leclerc-ის ტიპის ტანკებმა (ბალტიისპირეთში ფრანგული კონტინგენტის გადასროლის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - 2017 წელს ფრანგული Leclerc ესტონეთში იქნება გადასროლილი), ესტონეთის ტერიტორიაზე, რუსეთის საფრთხით შეშფოთებული ამ NATO-ს წევრი ქვეყნის დაწყნარების მიზნით, სამხედრო სასწავლო მანევრები დაიწყო.
როგორც საფრანგეთის არმიის ოპერაცია "Lynx"-ის ფარგლებში, ასე ეწოდება ბალტიისპირეთში ფრანგების გაშლას, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა ვიცე პოლკოვნიკმა ლიონელმა (Lionel), საინფორმაციო სააგენტო «France Presse»-ს აუწყა, „ჩემის აზრით, უკანასკნელი წლების მოვლენების გათვალისწინებით, ნორმალურია რომ ბალტიის ქვეყნები თავისი მეზობლის მიმართ შეშფოთებას განიცდიან, მაგრამ დღეს ეს საკომუნიკაციო თემა უფროა“. უსაფრთხოების მიზნით წყარომ სახელი არ დაასახელა, რადგანაც სწავლების მსველობაში სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია.

ფრანგული Leclerc ესტონეთში

ვიცეპოლკოვნიკის გაცხადების თანახმად, ფორმიან ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ რუსეთის საზღვართან ხუთ კილომეტრზე ახლოს მისვლა. NATO-ს სწავლება "Spring Storm", რომელშიც ალიანსის 6000 ჯარისკაცი მონაწილეობს, ესტონეთის ჩრდილოეთით, ტაპას რაიონში მიმდინარეობს.
საფრანგეთის საზღვაო ქვეითების „Scorpions“-ის რაზმის მე-3 ასეულის მეთაურის, კაპიტან ემანუელის, სიტყვების თანახმად, „აქ გაცილებით რთული რელიეფია, ვიდრე ის, რომელთანაც მანამდე გვქონია შეხება, განსაკუთრებით აფრიკასთან შედარებით“.
ფრანგული კონტინგენტი ესტონეთში 20 მარტს ჩავიდა და დღეისთვის ის აქ გაშლილი ბრიტანული სარდლობის ქვეშ მყოფი NATO-ს მრავალეორვნული ბატალიონის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
ბრიტანელების ესტონეთში ჩასვლის შესახბ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ბრიტანული არმია ესტონეთში ჩავიდა
2016 წლის ივლისში ვარშავის სამიტზე NATO-მ პოლონეთში, ლატვიასა, ლიტვასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის გაშლა გადაწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიაზე ამ ბატალიონების განთავსება 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, მოითხოვეს. რუსეთი თავის მხრივ უარყოფს მეზობლების მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს და NATO-ს მის ალყაში მოქცევაში ადანაშაულებს. 
საფრანგეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე ორლოვმა, 19 მაისს განაცხადა რომ, 1812 წლის ნაპოლეონის კამპანიის შემდეგ ფრანგული სახმელეთო ძალები პირველად იმყოფებიან რუსეთის საზღვართან.
ფრანგი ჯარისკაცები ესტონეთში ორი ოთხ-ოთხ თვიანი როტაციის შემდეგ, მეზობელ ლატვიაში განთავსდებიან. ფრანგები ბალტიისპირეთში რეგულარულ საფუძველზე 2004 წლიდან იმყოფებიან და ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეს იცავენ.

Tuesday, May 30, 2017

როსგვარდიის ახალი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი Корд-5,45

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Токарь-2"-ის ფარგლებში როსგვარდიისთვის შექნილი 5,45 მილიმეტრიანი ახალი ხელის ტყვიამფრქვვევი "Корд-5,45 "

2017 წლის 24 მაისს, კრასნოარმეისკში, როსგვარდიის ღია კარის დღეზე, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინეს კონკურს "Токарь-2"-ის ფარგლებში "ვ. ა. დეგტირიაევისა სახელობის ქარხანაში" (Завод им. В. А. Дегтярева) შექმნილი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი. ტყვიამფრქვევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთითაა შექმნილი და გეგმიური ცხრილის მიხედვით ეხლა მისი საცდელი პარტიის წარმოება მიმდინარეობს, რომელთა სახელმწიფო გამოცდებიც საკონკურსო მოთხოვნის მიხედვით, ამა წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ტყვიამფრქვევის მოკლე ტტმ საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით:
  • კალიბრი - 5,45მმ
  • კვება - მჭიდი (სტანდარტული АК-74 ან 60 ვაზნიანი) და 50 ვაზნიანი ლენტი
  • ლენტის კოლოფის ტევადობა - 100/250 ვაზნა
  • წონა - 7კგ
  • სწრაფსროლა - 800-900 გასროლა წუთში
  • ლულა - შეცვლადი (გრძელი და მოკლე ლულები)
  • კონდახი - დასაკეცი ტელესკოპური
  • სიგრძე ალმქარის გარეშე და დაკეცილი კონდახით:
                                                               - გრძელი ლულით 900მმ,
                                                               - მოკლე ლულით 750მმ





ფოტოების წყარო:

Monday, May 29, 2017

2018 წელს Abrams-ი და Bradley აქტიური დაცვით აღიჭურვება


აშშ-ს არმიის 2018 წლის ბიუჯეტის მოთხოვნაში შემდეგი პუნქტებია ჩადებული:

Abrams
  • 56 ცალი M1A1-ის მოდერნიზაცია M1A2 SEPv3 დონემდე
  • 287 ცალი მეთაურის დაბალი პროფილის მქონე დისტანციური სატყვიამფრქვევო მოდული CROWS,  საველე მოდერნიზაციისთვის
  • 90 ცალი "მონაცემთა გადამცემი" (Data Link), საველე მოდერნიზაციისთვის
  • 87 ცალი აქტიური დაცვის სისტემა Abrams-ისთვის.

Bradley
  • 60 ცალი M2A2ODS-ის და M7A3 Bradley-ს მოდერნიზაცია M2A4 და M7A4 Bradley-ს დონემდე შესაბამისად
  • 345 ცალი Bradley ECP1 პაკეტი (მუხლუხებისა და საკიდარის სისტემის მოდერნიზაცია) და 134 ცალი Bradley ECP2 პაკეტი (გაუმჯობესებული ტრანსმისია და ელექტრო სისტემები), საველე მოდერნიზაციისთვის.
  • 35 ცალი აქტიური დაცვის სისტემა ქსმ Bradley-სთვის

120მილიმეტრიანი ჭურვები
  • 3,000 ცალი M829A4 APFSDS-T
აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის 2018 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტში M1A1-ს მოდერნიზაციისთვის 14.883 მილიონი დოლარია გამოყოფილი: აქედან აქტიური 12.582 მილიონია, ხოლო 2.301 მილიონი რეზერვია.
ამ თანხებით (აქტიურით და რეზერვით) მოხდება M1A1 Abrams-ის ლეტალურობისა და გადარჩენადობის გაზრდა, კერძოდ ტანკი შეიძენს ინტეგირებული გამოსახულებისა და ტარგეტინგის სისტემას (Abrams Integrated Display and Targeting System - AIDATS). 2018 ფინანსური წლის ბიუჯეტის 2.306 მილიონი დოლარით გაზრდის შემთხვევაში მოხდება გაუმჯობესებული გვერდითი ჯავშნის (Improved Side Armor - ISA), მემიზნის ძირითადი სამიზნის დაბალი პანელისა და ნაღმის მტრალავი მოწყობილობის (Track Width Mine Plow - TWMP) დაფინანსება.

Sunday, May 28, 2017

БМ Оплот-ის ახალი ვარიანტი

25 მაისს "მალიშევის სახელობის ქარხანაში" განხორციელებული ვიზიტის დროს ჟურნალისტებს БМ Оплот-ის ახალი ვარიანტი წარუდგინეს, მანქანა ვიზუალურად წინამორბედისგან კორპუსის საბორტე ეკრანებით განსხვავდება - მასზე დინამიკური დაცვის ახალი კონტეინერები აყენია.