Saturday, April 9, 2016

რუსული ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52 სირიაში, ავიაბაზა შაირათზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზა "შაირათი" (მდებარეობს ქალაქ ჰოლმსიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 38 კილომეტრში). ვიდეოში ჩანს რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი მოიერიშე ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52.

ასევე ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში ჯერემი ბინნიეს (Jeremy Binnie) სტატიაში, სახელწოდებით "Russia forward deploys new attack helicopters in Syria", გამოქვეყნებულია შაირათის აეროდრომის სპუტნიკური ფოტოსურათი, რომლის თანახმადაც ავიაბაზაზე ოთხი ცალი Ка-52, სამი Ми-28Н, ოთხი Ми-24/35 და ერთი Ми-8 არის განთავსებული.

წყარო:

სამხედრო აეროპორტი Миллерово - 20 მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су30СМ უკრაინის საზღვართან

კომპანია Airbus Defence and Space გაავრცელა რუსეთის სჰაერო-კომოსური ძალების სამხედრო აეროდრომ მილლეროვოს (Миллерово) კოსმოსური ფოტოსურათი. აეროდრომი ქალაქ მილლეროვოდან ჩრდილო აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობს. ფოტოსურათზე 20 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ არის დაფიქსირებული. 

აღსანიშნავია რომ აეროდრომიდან უკრაინის საზღვრამდე სულ რაღაცა 18 კილომეტრია. ქალაქ დონეცკამდე 205. ამგვარად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები საჭიროების შემთხვევაში მთლიანად უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში შეძლებს საჰაერო მხარდაჭერისა და მოძრაობის კონტროლის განხორციელებას.

რუსმა გამნაღმველებმა ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდა დაიწყეს

რუსი გამნაღმველები სირიაში, ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდის მომენტში

ეკზოსკელეტი ტანკისთვის

სირიელები კვლავ გვაოცებენ


ქსმ Ajax-ის საცეცხლე გამოცდები

უელსში, რანდორის სასროლეთზე, ბრიტანეთის არმიის პერსპექტიულმა ქსმ Ajax-მა (მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა) პირველი საცეცხლე გამოცდები განახორციელა. მანქანამ სროლა სტატიკური მდგომარეობიდან მოახდინა, შემოწმებული იქნა 40მმ-ნი ქვემეხისა და ტყვიამფრქვევის სტაბილიზაცია.
შემდეგი გამოცდა ამ წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. გამოცდებზე სრულებით აღჭურვილი მანქანა იქნება გამოყვანილი.

ბრიტანეთის არმიის პერსპექტიულმა ქსმ Ajax რანდორის სასროლეთზე საცეცხლე გამოცდების დროს

Friday, April 8, 2016

ფრანგულ-გერმანული ბრიგადა ლიტვაში ჩავიდა


2016 წლის 8 აპრილი - ბუნდესვერის ქვეითთა 291-ე ფრანგულ-გერმანული ბრიგადის ლიტვაში ჩასვლის მომენტი. ქვედანაყოფის სწავლება "Šeštokai" მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბახში დაკავებულ პოზიციებს ამაგრებს

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო სიუჟეტი, რომელშიც ასახულია აზერბაიჯანლების მიერ დაკავებული ტერიოტრიების გამაგრებითი სამუშაოები (ვიდეოში 0:44 წუთზე)

სიუჟეტში ასევე ჩანს სომხეთის ან თვითაღიარებული მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის განადგურებული ტანკი Т-72А. ტანკი ტსმრ-ით იქნა განადგურებული, მანქანა ფაქტიურად მმცირე დეტალებადაა დაშლილი.

ამოირჩიე შენი ფავორიტი

გამოკიტხვა ბლოგზე - ხმა მიეცით ბლოგის მარჯვენა მხარეს გამოსახულ გრაფაში

ქუვეითმა 28 ცალი Eurofighter Typhoon შეძენის ხელშეკრულება გააფორმა

 Eurofighter Typhoon-ები რვა ქვეყნის ფერებში

ქუვეითისა და იტალიის მთავრობებს შორის, 22 ცალი ერთადგილიანი და 6 ცალი ორ ადგილიანი გამანადგურებლის მიწოდების შესახებ, კონტრაქტი გაფორმდა. გამანადგურებლები Tranche-3 სტანდარტისა იქნება და რადარი Captor-E აღიჭურვება. ხელშეკრულების ღირებულება 7,957 მილიარდ ევროს (9,062 მილიარდ დოლარს) აღწევს.
ამგვარად ევროგამანადგურებლის პროგრამაში ქუვეითი მე-8, ხოლო რეგიონში საუდის არაბეთისა და ომანის ჩათვლით, მესამე კლიენტი იქნება.

2003 წლიდან, მას მერე რაც პირველი გამანადგურებელი იქნა შეიარაღებაზე მირებული, გამოშვებული იქნა 470-ზე მეტი Eurofighter Typhoon, რომლებიც ექვს ქვეყანას მიეწოდა: გერმანიას, დიდბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთს, ავსტრიასა და საუდის არაბეთს. ამ ქვეყნების გარადა თავისი შეკვეთის შესრულებას ომანიც ელოდება, რომელმაც 2012 წელს 12 გამანადგურებლის ხელშეკრულება გააფორმა. ორი დღის წინ კი ქუვეითმაც დაიკავა თავისი ადგილი რიგში.
დღევანდელი მდგომარეობით Eurofighter Typhoon სხვადასხვა ქვეყნის 22 საბრძოლო ქვედანაყოფის შეიარაღებაზე დგას, რომელთა რიგებში მთლიანად 330 000 საათი აქვს ნაფრენი.



წყარო:

Wednesday, April 6, 2016

უკრაინული Ми-24П - ჯოჯოხეთური "ნიანგი"


უკრაინის საარმიო ავიაციის მე-16 ბრიგადის Ми-24П აწარმოებს ცეცხლს თავისი  30მმ-ნი ГШ-2-30К-დან. 
უკრაინის არმიის სამთო მსროლელთა მე-10 ცალკეული ბრიგადის სწავლება, 2016 წლის მარტი